ჩემი კაბინეტი
გამარჯობა, სტუმარი
გთხოვთ რეგისტრაცია.    დაკარგეთ პაროლი?
Quick Log In
Go to bottom პასუხის გაცემა Favoured: 0
თემა: Re:Formula1 2014
#66955
Yojik (Admin)
MersoMania
ადმინისტრატორი
Posts: 11910
graphgraph

ადგილმდებარეობა: Tbilisi, Georgia დაბადების თარიღი: 1980-11-16 სქესი: მამრობითი Yojikman Mercedes-benz Club Georgia
მანქანა: Mercedes-benz E Class Avantgarde
გამოშვების წელი: 1997
ძრავი: 2.4
სახ. ნომ.: YOJ-001
5 წელი, 7 თვე წინ; 2014/03/10 22:18
Karma: 103  
































პირდაპირ ეთერში საყურებელი ლინკები

http://adjaranet.com/TV/LIVE?Channel=sport1&tvid=25 - (СПОРТ 1 გადახვევის ფუნქციით)

http://adjaranet.com/TV/LIVE?Channel=russia2&tvid=24 - (РОССИЯ 2 გადახვევის ფუნქციით)

http://kaban.tv/rossiya-2-online - (РОССИЯ 2 გადახვევის ფუნქციით)

http://debilizator.tv/rossiia_2_(sport)/ - (РОССИЯ 2 გადახვევის ფუნქციით)

http://www.sportlemon.tv/ - (ხშირად არის sky sports f1-ის ლინკი)

http://www.aviatortv.org/sport_1/ - (СПОРТ 1)

http://www.aviatortv.org/sport_1/ - (СПОРТ 1 HD)

http://www.aviatortv.org/russia_2/ - (РОССИЯ 2)

http://livetv.ru/ - (სვადასხვა არხი)

http://www.allsport-live.ru/ (სხვადასხვა არხი)




ფორმულა 1-ის პირველი ჩემპიონატი 1950 წელს ჩატარდა. თავდაპირველად ჩემპიონატი მხოლოდ საუკეთესო პილოტის გამოსავლენად მიმდინარეობდა, ხოლო 1958 წლიდან უკვე დაწესდა კონსტრუქტორთა თასიც, რამაც დამატებითი ხიბლი და ინტრიგა შესძინა ჩემპიონატს. პირველი გამარჯვებული ჯუზეპე ნინო ფარინა გახდა ალფა რომეოთი (Alfa Romeo), რომელმაც მცირე უპირატესობით აჯობა თავის თანაგუნდელ ხუან-მანუელ ფანხიოს, რომელმაც შემდეგი 7 წლის მანძილზე 5-ჯერ მოიპოვა ჩემპიონის თასი და ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი დიადი მრბოლელის სახელით შევიდა. მის მიერ 5 ტიტულის მოპოვებით დამყარებული რეკორდი დიდი ხნის მანძილზე რჩებოდა მიუწვდომელი სხვა მრბოლელებისთვის.

----პირველი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე ფორმულა 1-ში უკანა ძრავიანი ბოლიდების გამოჩენა იუო, რომელიც კომპანია კუპერს (Cooper) ეკუთვნოდა. მანამდე დიდ პრიზებზე 1934-1939 წწ. სარბოლო გუნდი Auto Union იყენებდა უკანა ძრავიან ბოლიდებს, რომლის კონსტრუქციაც ფერდინანდ პორშეს ეკუთვნოდა. პორშეს კონსტრუირებულ ბოლიდებს ჰქონდათ ერთი ნაკლი, ისინი რთული სამართავნი იყვნენ ტრასაზე, ხოლო კუპერ T43/51 ბევრად ადვილი სამართავნი იყვნენ, თუმცა შედარებით სუსტი ძრავი გააჩნდათ. 1959-1960 წლებში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ჯეკ ბრებჰემმა (გუნდი „კუპერი“), ხოლო 1961 წლიდან უკვე ჩემპიონატის ყველა მონაწილე გადავიდა უკანა ძრავიან ბოლიდებზე.

----1958 წლიდან ფაქტიურად დაიწყო ინგლისურენოვანი მრბოლელების ეპოქა. 1969 წლამდე ჩემპიონები გახდნენ ბრიტანელები მაიკ ჰოტორნი, გრემ ჰილი, ჯიმი კლარკი და ჯეკი სტიუარტი, ავსტრალიელი ჯეკ ბრებჰემი, ახალზელანდიელი დენი ჰიუმი და ამერიკელი ფილ ჰილი.

----1962 წელს გუნდმა ლუტუსმა (Lotus) (რომელიც ერთ-ერთი წამყვანი იყო 60-იან, 70-იან წლებში) პირველად გამოიყენა ბოლიდის კონსტრუქციაში მონოკოკი, რომელიც საავიაციო ინდუსტრიიდან იყო გადმოღებული. ლოტუსმა 1968 წელს კიდევ ერთი სიახლე შემოიტანა ფორმულა 1-ში, მან საკუთარ ბოლიდზე დაიტანა კომპანია Imperial Tobacco-ს სარეკლამო გამოსახულება. სწორედ აქედან დაიწყო სხვადასხვა კომპანიების სპონსორობა ფორმულაში.

----სიჩქარის ზრდასთან ერთად იზრებოდა ბოლიდის მოჭიდულობის ძალის მნიშვნელობაც, რამაც აიძულა გუნდები ანტიფრთებისა თუ სხვა აეროდინამიკული ელემენტების ექსპერიმენტირებისკენ. 1970-იანი წლების ბოლოს ლოტუსმა პირველად გამოიყენა Ground Effect-ის სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდიდა მოჭიდულობის ძალას. ეს სიახლე პილოტებს საშუალებას აძლევდა უფრო სწრაფად გაეარათ მოსახვევები. 1983 წლიდან FIA-მ (Fédération Internationale de l'Automobile) აკრძალა Ground Effect-ის გამოყენება.

----1981 წელს პირველად დაიდო შეთანხმების ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებდა ფორმულა 1-ის გუნდებისა და FIA-ს ურთიერთობებს. შეთანხმების მიხედვით ფორმულა 1-ის სატელევიზიო ტრანსლაციის უფლება გადაეცემოდა ფორმულა 1-ის მართვის და განვითარების ახლდად დაარსებულ კომპანიას, რომელსაც ბერნი ეკლსტოუნი ხელმძღვანელობდა. მასვე ევალებოდა ტრანსლაციიდან შემოსული თანხების განკარგვა.

----1980-იანი წლები არის ტურბო ძრავების ერა ფორმულა 1-ში. პირველი ასეთი ძრავი გამოიყენა რენომ (Renault) 1977 წელს. 1987 წლისთვის ძრავის სიმძლავრე 1000 ცხენის ძალას სცილდებოდა, რაც ერთ-ერთ რეკორდად ითვლება ღია საბურავებიანი ავტომობილებისათვის. 1984 წელს FIA-მ შეზღუდვა დააწესა საწვავის ავზის ზომაზე, რამაც სიჩქარის დაკლება გამოიწვია, 1989 წელს კი აიკრძალა ტურბო ძრავების გამოყენება.

----1990-იანი წლების დასაწყისში გუნდებმა ფართოდ დაიწყეს ელექტრონიკის გამოყენება ბოლიდის კონსტრუქციაში. თანდათან უფრო მეტი ფუნქცია შეიძინა ელექტრონიკამ ბოლიდის კონსტრუქციაში, რაც უფრო უადვილებდა პილოტს ბოლიდის მართვას, თუმცა FIA-მ ამ მხრივაც დააწესა შეზღუდვები 1994 წელს რათა გარკვეულ კონტროლში მოექცია ამ მიმართულების განვითარება.

----1980-იან წლებში გამოიკვეთა ჯგუფი ეგრედწოდებული ტოპ გუნდების: ფერარი (Ferrarri), მაკლარენი (McLaren), უილიამსი(Williams) და ბენეტონი (Benetton). 1984 წლიდან მოყოლებული ეს გუნდები ისაკუთრებდნენ ჩემპიონის ტიტულს და უმეტეს შემთხვევაში სწორედ ეს გუნდები იკავებდნენ პირველ 4 ადგილს კონსტრუქტორთა თასის რეიტინგში.

----1980-იანი წლების ბოლო და 1990-იანი წლების დასაწყისი გამოკვეთილია ორი ლეგენდარული მრბოლელის აირტონ სენას და ალენ პროსტის ბრძოლით. 1988 წელს 16-დან 15 რბოლა სწორედ ამ ორი მრბოლელის გამარჯვებით დასრულდა, ერთი რბოლა კი ფერარის პილოტმა გერჰარდ ბერგერმა მოიგო (ეს იყო პირველი გამარჯვება ფერარისთვის ენცო ფერარის გარდაცვალების შემდეგ). სენა-პროსტის შერკინება 1993 წლის ბოლომდე გაგრძელდა. 1993 წლის სეზონის შემდეგ ალენ პროსტმა დაასწულა კარიერა, ხოლო 1994 წელს სან-მარინოს დიდი პრიზის დროს დაიყუპა აირტონ სენა, რაც იყო დიდი ტრაგედია ფორმულა 1-ის ისტორიაში. ამ ფაქტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია უსაფრთხოების სტანდარტებზე. აირტონ სენა იყო ბოლო პილოტი ფორმულა 1-ში, რომელიც ტრასაზე დაიღუპა.

----ტექნოლოგიური პროგრესისკენ სრაფვამ და მსხვილი ავტომწარმოებლების ჩართვამ სამეფო რბოლებში (ანუ ფორმულა 1-ში) გამოიწვია დანახარჯების მნიშვნელოვანი ზრდა. XXI საუკუნის დასაწყისში გუნდების ნაწილის ბიუჯეტი რამოდენიმე ასეულ მილიონს შეადგენდა. ამან გამოიწვია ის, რომ 1990 წლიდან მოყოლებული ფორმულა 1 30-ზე მეტმა გუნდმა დატოვა არასაკმარისი ფინანსების გამო.

----ოცდამეერთე საუკუნე ფერარის დომინირებით დაიწყო. 2000-2004 წწ. ფერარიმ და მისმა პილოტმა მიხაელ შუმახერმა ზედიზედ 5 ტიტული მოიპოვეს (როგორც პირად ჩათვლაში, ასევე კონსტრუქტორთა თასისთვის ბრძოლაშიც). ეს პერიოდი ფერარისთვის და შუმახერისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. 2003 წელს მოპოვებული მეექვსე ტიტულით შუმახერმა ფანხიოს რეკორდი მოხსნა და ამით კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. 2004 წელს შუმახერმა 18-დან 13 რბოლა მოიგო და ფაქტიურად შანსი არ დაუტოვა მოწინააღმდეგეებს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. ფერარიში ასეთი წარმატებული კარიერის გამო მიხაელ შუმახერს წითელი ბარონი შეარქვეს.

----2005 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა რეგლამენტში, რის შემდეგადაც დასრულდა შუმახერისა და ფერარის ტანდემის დომინირება.

----2005-2006 წწ. ჩემპიონობა რენომ და მისმა პილოტმა ფერნანდო ალონსომ მოიპოვეს. 2006 წელს შუმახერმა კარიერა დაასრულა და წავიდა ფორმულა 1-დან (თუმცა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა დროებით), მისი ადგილი კი კიმი რაიკონენმა დაიკავა, რომელმაც მორიგი ჩემპიონობა მოუტანა 2007 წელს. 2008 წელსაც ფერარის ერგო ჩემპიონთა თასი, თუმცა პირად ჩათვლაში მაკლარენის პილოტმა ლუის ჰამილტონმა გაიმარჯვა.

----2009 წელი ფორმულა 1-ის ახალბედა გუნდის ბრაუნის (Brawn) წარმატებულ დებიუტად იქცა. სწორედ ბრაუნს ერგო კონსტრუქტორთა თასი და პირად ჩათვლაშიც მისმა პილოტმა ჯენსონ ბატონმა გაიმარჯვა. ბრაუნი 2009 წელს ჰონდას (Honda) ბაზაზე შეიქმნა და ერთი წელი იარსება, შემდეგ კი მერსედესმა (Mercedes) შეიძინა, თუმცა მან თავისი ხანმოკლე ისტორიის განმვალობაშიც კი მოახერხა თავი დაემახსოვრებინა ფორმულა 1-ის გულშემატკივრებისატვის და თავისი ადგილიც დაიმკვიდრა ამ ავტოსპორტის ახალ იხალ ისტორიაში.

----2010 წლიდან კი ფორმულა 1-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს. 2005 წელს იაგუარის ბაზაზე დაფუძნებულმა რედ ბულმა (Red Bull) კრისტიან ჰორნერისა (გუნდის ხელმძღვანელი) და ედრიან ნიუის (ტექნიკური ხელმძღვანელი) დამსახურებით შეძლო პროგრესირება და 2010-2013 წწ. ზედიზედ ოთხი ჩემპიონობა ფორმულა ერთის ახალგაზრდა მრბოლელ სებასტიან ფეტელთან ერთად, რომელმაც მიუხედავად ასაკის სიმცირისა უკვე შეძლო გარკვეული რეკორდის დამყარება.
 
 
Last Edit: 2014/03/11 00:01 By Yojik.
 
  The administrator has disabled public write access.
#66963
zemdeg (Admin)
kompressor power///
ადმინისტრატორი
Posts: 5321
graphgraph

ადგილმდებარეობა: Tbilisi დაბადების თარიღი: 1987-03-02 სქესი: მამრობითი zuradd
მანქანა: MB C32 AMG
გამოშვების წელი: 2002
ძრავი: 3.2
სახ. ნომ.: DOL 002
5 წელი, 7 თვე წინ; 2014/03/11 01:03
Karma: 32  
აბა დაიწყოო ახალი სეზონი ახალი შემართებით, ვიკენდი ხალისიანად გამიტარებიააა
პილოტებიც საინტერესოდ არიან გადაწყობილები

აბუდაბის ლაივს უნდა დავუმიზნო როგორმე
 
 
Last Edit: 2014/03/11 01:05 By zemdeg.
 
aaaangryyyy

  The administrator has disabled public write access.
#66966
shako (User)
Member Avantgarde
Posts: 427
graphgraph

5 წელი, 7 თვე წინ; 2014/03/11 04:12
Karma: 3  
 
  The administrator has disabled public write access.
#66967
Yojik (Admin)
MersoMania
ადმინისტრატორი
Posts: 11910
graphgraph

ადგილმდებარეობა: Tbilisi, Georgia დაბადების თარიღი: 1980-11-16 სქესი: მამრობითი Yojikman Mercedes-benz Club Georgia
მანქანა: Mercedes-benz E Class Avantgarde
გამოშვების წელი: 1997
ძრავი: 2.4
სახ. ნომ.: YOJ-001
5 წელი, 7 თვე წინ; 2014/03/11 07:50
Karma: 103  
zemdeg
QUOTE:
აბუდაბის ლაივს უნდა დავუმიზნო როგორმე

მეც (რომ ჩამოვალ ვისაუბროთ)
......
მალე პირველ პოსტს ჩაემატება წესების ცვლილებები.
 
 
  The administrator has disabled public write access.
#66985
Yojik (Admin)
MersoMania
ადმინისტრატორი
Posts: 11910
graphgraph

ადგილმდებარეობა: Tbilisi, Georgia დაბადების თარიღი: 1980-11-16 სქესი: მამრობითი Yojikman Mercedes-benz Club Georgia
მანქანა: Mercedes-benz E Class Avantgarde
გამოშვების წელი: 1997
ძრავი: 2.4
სახ. ნომ.: YOJ-001
5 წელი, 7 თვე წინ; 2014/03/11 18:48
Karma: 103  
აბა სად ხართ ხალხოოო.... დარჩენილია 2 დღეს, 10 საათი და 42 წუთი
 
 
  The administrator has disabled public write access.
#66988
mrfantom (User)
Member Classic
Posts: 18
graphgraph

ადგილმდებარეობა: Tbilisi დაბადების თარიღი: 1989-06-27 სქესი: მამრობითი F1Georgia
5 წელი, 7 თვე წინ; 2014/03/11 20:47
Karma: 0  
მეც შემოგიერთდებით ამ სეზონიდან თქვენის ნებართვით
 
 
  The administrator has disabled public write access.
#66990
Yojik (Admin)
MersoMania
ადმინისტრატორი
Posts: 11910
graphgraph

ადგილმდებარეობა: Tbilisi, Georgia დაბადების თარიღი: 1980-11-16 სქესი: მამრობითი Yojikman Mercedes-benz Club Georgia
მანქანა: Mercedes-benz E Class Avantgarde
გამოშვების წელი: 1997
ძრავი: 2.4
სახ. ნომ.: YOJ-001
5 წელი, 7 თვე წინ; 2014/03/11 20:55
Karma: 103  
mrfantom
კეთილი იყოს შენი პირველი პოსტი მერსედესის ფურუმზე
QUOTE:
მეც შემოგიერთდებით ამ სეზონიდან თქვენის ნებართვით

შენ გაიხარე
ჯიგარი ხარ, მაგარი ამბები გველიიიიიიიიიიიიიიიიიიიიის
 
 
Last Edit: 2014/03/11 21:11 By Yojik.
 
  The administrator has disabled public write access.
#66992
Aparts (User)
Member Avantgarde
Posts: 596
graphgraph

დაბადების თარიღი: 1991-02-18 სქესი: მამრობითი
მანქანა: MB E55 AMG
გამოშვების წელი: 2005
ძრავი: 5.5
სახ. ნომ.: AMG-088
5 წელი, 7 თვე წინ; 2014/03/11 21:19
Karma: 2  
საღოლ გიო კაი თემაა კარმა ჩემგან :*


respect broooooooo

ხარები დაიკოდებიან წელს იმედია
 
  The administrator has disabled public write access.
#66999
Yojik (Admin)
MersoMania
ადმინისტრატორი
Posts: 11910
graphgraph

ადგილმდებარეობა: Tbilisi, Georgia დაბადების თარიღი: 1980-11-16 სქესი: მამრობითი Yojikman Mercedes-benz Club Georgia
მანქანა: Mercedes-benz E Class Avantgarde
გამოშვების წელი: 1997
ძრავი: 2.4
სახ. ნომ.: YOJ-001
5 წელი, 7 თვე წინ; 2014/03/11 22:53
Karma: 103  
Aparts
QUOTE:
საღოლ გიო კაი თემაა კარმა ჩემგან :*
respect broooooooo

აიიიიტ thx thx
ამ კაცის mrfantom დამსახურებაა ყველაფერი
QUOTE:
ხარები დაიკოდებიან წელს იმედია

ძალიან მაგარ ფორმაში იყო მერსედესები ტესტებზე და ასევე ყველა რაც მერსედესის ძრავებზე იყო

უნდა გვასახელონ ბიჭებმა
 
 
  The administrator has disabled public write access.
#67026
mrfantom (User)
Member Classic
Posts: 18
graphgraph

ადგილმდებარეობა: Tbilisi დაბადების თარიღი: 1989-06-27 სქესი: მამრობითი F1Georgia
5 წელი, 7 თვე წინ; 2014/03/12 21:20
Karma: 0  


მოგესალმებით ერთი ახალი ინფორმაციით

დღეს გავუშვი ფორმულა 1-ის ქართულენოვანი ვებ-გვერდი, სადაც სისტემატიურად დავდებ სიახლეებს, ისტორიულ მიმოხილვებს, ტექნიკური დეტალების განხილვებს, სტატისტიკურ ინფორმაციას, ბიოგრაფიულ ცნობებს, ავტოდრომების სრულ მიმოხილვას და ა.შ.
ერთი კვირაა რაც დავიწყე შექმნა, მინდოდა პირველი რბოლისთვის მომესწრო, ასე რომ ინფორმაციული თვალსაზრისით ცოტა უფრო დასახვეწია, ჯერ არ დევს ბევრი სტატია, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი დაემატება.

ამ ეტაპისთვის მიდევს კალენდარი, რბოლების თბილისის დროით დასაწყისით, გუნდეპის შემადგენლობა, სადაც მაქვს კონკრეტულ პილოტზე და გუნდზე ძირითადი ინფორმაცია (თანდათან უფრო შევავსებ), ასევე ავტოდრომების მიმოხილვა, თავისი სტატისტიკური მონაცემებით, მოკლე ისტორიული ექსკურსით და რამდენიმე ვიდეოთი. საიტი მაქვს კატეგორიებად დაყოფილი და ამას თავადაც ნახავთ. მაქვს პირდაპირი ეთერის ლინკები ცალკე, რბოლის და სხვა მასალის გადმოსაწერი ლინკები ცალკე, რეგლამენტის მოკლე ქართული (ნელ-ნელა დავამატებ) და სრული ინგლისური ვერსია, ისტორიის მიმოხილვა და ჩემპიონები.

შევქმენი საიტის ფეისბუქის გვერდიც, სადაც პარალელურად განთავსდება ის სტატიები, რასაც დავდებ საიტზე.

დანარჩენი თქვენ თვითონ ნახეთ და თუ რამე შენიშვნა გექნებათ, რომ გამოვასწორო, სიამოვნებით მოგისმენთ


საიტის ლინკი: http://www.f1georgia.ge/
 
 
Last Edit: 2014/03/12 21:21 By mrfantom.
 
  The administrator has disabled public write access.

Compartir en Facebook
Go to top პასუხის გაცემა
 
GEOENG
ბოლო წერილები
фильмы Джокер дата выхода
Kottikcpi 14:54 - 23-10-2019
Ривердэйл 4 сезон 7 серия смотреть онлайн hd 1080
Kottikcpi 14:33 - 23-10-2019
лостфильм Девушки бывают разные в кинотеатрах тулы aс mercedesclub.ge...
Kottikcpi 14:27 - 23-10-2019
смотреть Гемини съемки
Kottikcpi 14:13 - 23-10-2019