ჩემი კაბინეტი
გამარჯობა, სტუმარი
გთხოვთ რეგისტრაცია.    დაკარგეთ პაროლი?
Quick Log In
Go to bottom პასუხის გაცემა Favoured: 2
თემა: Re:W203
#77575
Yojik (Admin)
MersoMania
ადმინისტრატორი
Posts: 11748
graph

ადგილმდებარეობა: Tbilisi, Georgia დაბადების თარიღი: 1980-11-16 სქესი: მამრობითი Yojikman Mercedes-benz Club Georgia
მანქანა: Mercedes-benz E Class Avantgarde
გამოშვების წელი: 1997
ძრავი: 2.4
სახ. ნომ.: YOJ-001
3 კვირა, 4 დღე წინ; 2017/12/23 17:41
Karma: 98  
V/COLONEL BENZ
ორივე პოსტს Karma ჩემგან ძმაო, ძალიან სასრგებლო ინფორმაციაა!!
...
მოკლედ C32 AMG-ის ყოლის სურვილი არ მიქრება, იმედია ვიყიდი მომავალში
 
 
Last Edit: 2017/12/23 17:44 By Yojik.
 
  The administrator has disabled public write access.
#77578
DavitG (User)
Member Classic
Posts: 5
graphgraph

3 კვირა, 3 დღე წინ; 2017/12/24 00:56
Karma: 0  
გამარჯობა, გადავწყვიტე ვიყიდო 2.2 დიზელი მექანიკა და მაინტერესებს შემოწმებისას რას მივაქციო ყურადღება? დღეს ვიყავი ბაზარზე და ვერაფერი ვნახე, 5ებს მიფასებდნენ 250 + პრაბეგით.
 
  The administrator has disabled public write access.
#77579
V/COLONEL BENZ (User)
Member Avantgarde
Posts: 2581
graphgraph

ადგილმდებარეობა: სენაკი დაბადების თარიღი: 1967-06-03 სქესი: მამრობითი CHIKO67
მანქანა: c220 CDI, C32 AMG W203
გამოშვების წელი: 2001-2001
ძრავი: 2.2-3.2
სახ. ნომ.: MII-757 SW511AT
3 კვირა, 2 დღე წინ; 2017/12/24 23:58
Karma: 19  
DavitG გადახედე წინა გვერდებს.....
ძალიან კარგი მანქანებია - თბილისში არის ასეთი მოსაზრება რომ ვერ არის კარგი მანქანებიო - რათქმა უნდა მცდარია - ვიღაცას რაღაც გაუფუჭდება (თუნდაც მიყოლებით) და დაასკვნის რომ "ბანძობაა" ყველაფერს აქვს თავისი ცვეთა და შესაბამისად მოვლა ჭირდება.
შასი მაგ მოდელებზე არის საკმაოდ დინამური, კარგი მანევრირებით - გააჩნია მოდელის მოდიფიკაციას - Classic-ია, (თითქმის საბაზისო მოდელი, მაღალი კლირენსით, დამატებითი ოპციების გარეშე, და იაფი) Elegance (ბევრი ფუნქციებით "ნავაროტკებით", classic-ზე დაბალი კლირენსით, ექსტერიერი ქრომირებული ელემენტებით, ბევრად მეტი კომფორტის შეგრძნება როგორც სალონში ასევე სვლაში) Avantgarde (თითქმის სპორტული მოდიფიკაცია, 99% ახალგაზრდების ხასიათში ჯდება, მეტი წილი სრული "ნავაროტკებით", დაბალი კლირენსი, დაკიდება შედარებით ხისტი მაგრამ მეტად დინამიური). თუმცა ყველა ამ მოდელის ყიდვისას შეიძლება სხვადასხვა ოპციებით ნახოთ რაც უკვე ინდივიდუალ შეკვეთაზეა დამოკიდებული -ანუ ვინც თავიდან ახალი იყიდა როგორი შეუკვეთა რამე დამატებითი ოფციებით თუ ამა თუ იმ მოდიფიკაციის საბაზისო პაკეტი.

მოკლედ თუ გინდა იოლად შესანახი და მაგარი ეკონომიური 270 ყველაზე იდეალური ვარიანტია, 220 შედარებით სუსტია მაგრამ კიდე უფრო ეკონომიური. - 6-იანი მექანიკა არის ყველაზე ეკონომიური - ავტომატიკას შორის დიდი სხვაობა არ არის.

ყველაზე მთავარი რაც არის ტურბოს გაგრილება უნდა ჰქონდეს ჰაერზე და არა წყალზე (პრობლემა არც ეს არ არის მაგრამ დაზიანების შემთხვევაში უფრო მეტი თანხა ჭირდება). ყიდვამდე უნდა გაუკეთო სრული დიაგნოსტიკა (გასწავლით სადაც). დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორი მოვლილია ძრავი, რა ზეთს ასხავდნენ, რამდენზე უცვლიდნენ, დააკვირდი რომ მანქანის გარბენი ზოგადათ მანქანის ექსტერიერის და ინტერიერის მდგომარეობას შეესაბამებოდეს (მაგითი მიხვდები არის თუ არა ჩამოყრილი), თუ ძალიან დიდი გარბენი აქვს და ჩამოყრილია შეიძლება ტურბო უკვე აღარ არის კარგ მდგომარეობაში; ასევე დიაგნოსტიკაზე ნახავ გადაცემათა კოლოფის მდგომარეობას, კოლოფში ზეთის დონეს შუპის შეგიმოწმენენ და მდგომარეობას ნახავენ (ფერი,სუნი, წებოვნება).

ძრავს უარყოფითი ისეთი გამორჩეული არაფერი, დადებითი ის არის რომ დიზელის ძრავებს დიდი კომპრესია და მაღალი ნიუტონმეტრაჟი (თორქი) აქვს დაბალ რევოლუციებზეც (აბაროტებზე), კერძოდ CDI (Common rail Direct Injection) დიზელის ძრავი ეკონომიური იმიტომ არის რომ ხდება დიზელის პირდაპირი შეფრქვევა ცილინდრებში და კიდე რატომაც ზოდაგათ დიზელი ძრავები ეკონომიური - რომ დაქოქავ არ უნდა ლოდინი (ვსიო დაძარი წადი) რომ წყლის ტემპერატურამ აიწიოს, ამის ხარჯზე ძალიან ბევრს უგებს ბენზინის ძრავს ეკონომიურობაში.
+ყურადღება მიაქციე სავალ ნაწილს..განსაკუთრებით წინა დაკიდებას...როგორც ვიცით w203 ძარაზე წინა დაკიდება არის მაკფერსონის სისტემის....წინა w202-ის დაკიდება უფრო გამძლე იყო მაგრამ ,ეს დაკიდება გამოირჩევა ელასტიურობით და უფრო მოქნილს ხდის მანქანას,მას გააჩნია 4 დამოუკიდებელი საკიდარი(გიტარა),2-2 თითო მხარეს,აქედან ორი ალუმინისაა,ორი კი თუჯის. ალუმინის საკიდრის სუსტი წერტილია მისი რეზინის "ვტულკა",რომელიც ხშირად გამოდის მწყობრიდან,რაც საკიდარში იწვევს ყრუ ბრაგუნის ხმას.თუჯის საკიდრის სუსტი წერტილი კი არის ე.წ. "შარავოი" ,რომელსაც უჩნდება ლუფტი "შატკა" და მოძრაობისას იწვევს ისეთ შეგრძნებას თითქოს მანქანა არამდგრადია. "ვტულკების" შეცვლა შესაძლებელია და ნორმალური ხარისხის ფასები მერყეობს 80-60 ლარის ფარგლებში,აღსანიშნავია რომ თუჯის და ალუმინის საკიდრის "ვტულკები" განხვავებულია,პირველის უფრო პატარაა სიგანეში ვიდრე მეორის,დიამეტრი ერთია და ამიტომ ზოგიერთ "პროფესორ" ხელოსანი შეცდომით ამონტაჟებს. ყურადღება უნდა მივაქციოთ სტაბილიზატორის სამაგრის რეზინებს,ეს რეზინებიც არის ორი კატეგორიის,გაძლიერებული(დიდი სიგანის) და სტანდარტული(სიგანეში ნაკლებია 1 სმ-ით),მათი მწყობრიდან გამოსვლაც იწვევს მაღალი სიხშირის კაკუნს დაკიდებაში.იგივე სიხშირის კაკუნს იწვევს სტაბილიზატორის დამჭერი ე.წ. "ნაკანეჩნიკების" მწყობრიდან გამოსვლა...რაც იშვიათად ხდება. საჭის მექანიზმი არ არის სუსტი,თითქმის ყველა მეორად მანქანს აქქვს ოდნავ ხარვეზი,მაგრამ ეგ არა არის საგანგაშო,მთავარია ყურადღება მიაქციოთ ე.წ. რეზინის "პილნიკებს" მექანიზმის ბოლოებში,თუ პილნიკი გახეულია ან დაბზარულია ეს გამოიწვევს წყლის და ჭუჭყის მოხვედრას მუშა ცილინდრში და აქედან გამომდინარე მექანიზმის რემონტი არ აქცდებათ ....ეს სიამოვნება კი 300-400 ლარი ღირს. დაკიდებაში ყურადღება მიაქციეთ ე.წ. ცაპკის საკისარს....დროთა განმავლობაში მასაც ლუფტი უჩნდება და იწყებს ბრაგუნს. ამორტიზატორები გამძლეა და მე იშვიათად მსმენია მათი მწყობრიდან გამოსვლის შესახებ.
ესეც დაკიდების ძირითადი კომპონენტები...ამას ემატება ამორტიზატორი და საჭის მექანიზმი.
 
 
Last Edit: 2017/12/25 00:02 By V/COLONEL BENZ.
 
KOMFORT+SPEED=MERCEDES[size=4]
  The administrator has disabled public write access.
#77580
DavitG (User)
Member Classic
Posts: 5
graphgraph

3 კვირა, 1 დღე წინ; 2017/12/25 21:46
Karma: 0  
V/COLONEL BENZ
ძალიან დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი პასუხისთვის, დღეს ვიყიდე ტიპტრონიკი. (2.2 CDI წელი 2000, გარბენი 195 000, ავანგარდი) 1 წლის ჩამოყვანილიაო როგორც მითხრა პატრონმა, ნუ გარბენმა დამაეჭვა და დიდი შანსიც არის რომ ჩამოყრილი იყოს, მარა სალონი არის იდეალური, 1 დეტალიც კი არ არის დახეული. თეგეტაში შევამოწმე სავალი ნაწილი, საგანგაშო და აუცილებელი არაფერი იყო შესაცვლელი. რაღაც დროის მერე მოუწევს ხელის შევლება. მარტო 1 პრობლემას მიწერს მონიტორზე "BUS" და ეს საგანგაშოა რამე? როგორც მითხრეს რაღაც ლაგუშკაოოო.
 
  The administrator has disabled public write access.
#77581
V/COLONEL BENZ (User)
Member Avantgarde
Posts: 2581
graphgraph

ადგილმდებარეობა: სენაკი დაბადების თარიღი: 1967-06-03 სქესი: მამრობითი CHIKO67
მანქანა: c220 CDI, C32 AMG W203
გამოშვების წელი: 2001-2001
ძრავი: 2.2-3.2
სახ. ნომ.: MII-757 SW511AT
3 კვირა, 1 დღე წინ; 2017/12/25 23:29
Karma: 19  
DavitG გილოცავ..ბედნიერად გაცვითე..მე მყავს მასეთი ავანგარდი მეორე მანქანად უკვე 4 წელია.
QUOTE:
"BUS
არამედ BAS..ბრეიკ ასისტანტ სისტემს....ეს შეიძლება ტორმუზის ე.წ. "ლაგუშკა" იყოს ან სხვა რამე სამუხრუჭე სისტემაში...შეიძლება რაღაც მომენტში მუხრუჭმა არ იმუშაოს...გამოცვალე არ დაგეზაროს.
 
 
Last Edit: 2017/12/25 23:31 By V/COLONEL BENZ.
 
KOMFORT+SPEED=MERCEDES[size=4]
  The administrator has disabled public write access.
#77584
Yojik (Admin)
MersoMania
ადმინისტრატორი
Posts: 11748
graph

ადგილმდებარეობა: Tbilisi, Georgia დაბადების თარიღი: 1980-11-16 სქესი: მამრობითი Yojikman Mercedes-benz Club Georgia
მანქანა: Mercedes-benz E Class Avantgarde
გამოშვების წელი: 1997
ძრავი: 2.4
სახ. ნომ.: YOJ-001
3 კვირა, 1 დღე წინ; 2017/12/26 08:06
Karma: 98  
DavitG
გამარჯობა, სასიამოვნოა რომ დარეგისტრირდი კლუბის ფორუმზე
მშვიდობაში, სულ მწვანეზე გევლოს.
ასევე მაგ მოდელებს ახასიათებს:
1. ფეჩის/კონდიციონერის ჟალუზების მამოძრევებელი ბერკეტის გატეხვა, სალონში გამუდმებით პატარა ტრაცუნის ხმა თუ მოგესმა (ტორბედოს უკნიდან) ეგაა. და შესაბამისად რამდენიმე მიმართულების ვერ დაუბერავს. საგანგაშო არაფერია. შეცვლი მაგ დეტალს და ეგაა. ადრე ცენტში გაუმჯობესებული დეტალი ჰქონდათ (პლასტმასის არის).
2. ხანდახან ელექტროობა, არის ხოლმე რომ მთავარ ინსტურუმენტების დაფას ელექტროობის მიწოდება ეკარგება ხოლმე. შეიძლება შენსას არც დაემართოს.

მანქანაზე დიაგნოსტიკა და ელექტრული პრობლემების მოგვარება დაგჭირდა გირჩევ იურას მაგარი მცოდნოა. ხელოსნების თემაში წერია პირველ გვერდზე

QUOTE:
მარტო 1 პრობლემას მიწერს მონიტორზე "BUS" და ეს საგანგაშოა რამე? როგორც მითხრეს რაღაც ლაგუშკაოოო.

იურა დაგეხმარება.


V/COLONEL BENZ
Karma შენს პოსტს ძმაო
მემგონი E კლასის თემაში მიწერია სადრას ეგეთი დეტალური დახასიატება, ოღონდ მოდიფიკაციების
 
 
Last Edit: 2017/12/26 08:08 By Yojik.
 
  The administrator has disabled public write access.
#77586
V/COLONEL BENZ (User)
Member Avantgarde
Posts: 2581
graphgraph

ადგილმდებარეობა: სენაკი დაბადების თარიღი: 1967-06-03 სქესი: მამრობითი CHIKO67
მანქანა: c220 CDI, C32 AMG W203
გამოშვების წელი: 2001-2001
ძრავი: 2.2-3.2
სახ. ნომ.: MII-757 SW511AT
2 კვირა, 3 დღე წინ; 2017/12/30 23:34
Karma: 19  
ვისთვისაც საინტერესოა.....დღეს ჩემს ავტოზე c32 amg w203-ზე შვცვალე უკანა სამუხრუჭე ხუნდები,ჩვენი კლუბელი ბესო მექვაბიშვილის რეკომენდაციით დავაყენე brembo P50 017.


 
 
Last Edit: 2017/12/30 23:35 By V/COLONEL BENZ.
 
KOMFORT+SPEED=MERCEDES[size=4]
  The administrator has disabled public write access.
#77588
Yojik (Admin)
MersoMania
ადმინისტრატორი
Posts: 11748
graph

ადგილმდებარეობა: Tbilisi, Georgia დაბადების თარიღი: 1980-11-16 სქესი: მამრობითი Yojikman Mercedes-benz Club Georgia
მანქანა: Mercedes-benz E Class Avantgarde
გამოშვების წელი: 1997
ძრავი: 2.4
სახ. ნომ.: YOJ-001
2 კვირა, 3 დღე წინ; 2017/12/31 10:17
Karma: 98  
V/COLONEL BENZ
QUOTE:
ვისთვისაც საინტერესოა.....დღეს ჩემს ავტოზე c32 amg w203-ზე შვცვალე უკანა სამუხრუჭე ხუნდები,ჩვენი კლუბელი ბესო მექვაბიშვილის რეკომენდაციით დავაყენე brembo P50 017.

სერიოზული რამეა, მშვიდობაში ძმაო
 
 
  The administrator has disabled public write access.
#77589
V/COLONEL BENZ (User)
Member Avantgarde
Posts: 2581
graphgraph

ადგილმდებარეობა: სენაკი დაბადების თარიღი: 1967-06-03 სქესი: მამრობითი CHIKO67
მანქანა: c220 CDI, C32 AMG W203
გამოშვების წელი: 2001-2001
ძრავი: 2.2-3.2
სახ. ნომ.: MII-757 SW511AT
2 კვირა, 3 დღე წინ; 2017/12/31 17:30
Karma: 19  
Yojik
QUOTE:
სერიოზული რამეა, მშვიდობაში ძმაო
გაიხარე ჯიმა
 
 
KOMFORT+SPEED=MERCEDES[size=4]
  The administrator has disabled public write access.
#77591
DavitG (User)
Member Classic
Posts: 5
graphgraph

2 კვირა წინ; 2018/01/02 19:44
Karma: 0  
კიდევ გამარჯობა, გილოცავთ, მრავალს დაესწარით!

მოკლედ ესეთი პრობლემა მაქვს, ქალაქში ნელა სიარულის დროს წყალი ადის 80 გრადუსამდე, როგორც კი ტრასაზე გავალ ეგრევე ეცემა 40ზე. თერმოსტატის ბრალია ხო? სად ვიყიდო ან ვის შევაცვლევინო? ხვალ ვაპირებ თეგეტაში გავლას და ღიირს? თუ ცენტრში ჯობია? დააახლოებით რა თანხაა დამიჯდება.
 
  The administrator has disabled public write access.

Compartir en Facebook
Go to top პასუხის გაცემა
 
GEOENG
წევრობა
photo
ბოლო წერილები
Re:დახმარების ოთახი (საერთო თემა) 6
dimma 00:08 - 17-01-2018
Re:ზეთები მერსედესისთვის
V/COLONEL BENZ 19:15 - 16-01-2018
Re:დიზელის სექცია
zurex 01:37 - 16-01-2018
Re:ზეთები მერსედესისთვის
dimma 21:46 - 15-01-2018