ჩემი კაბინეტი
გამარჯობა, სტუმარი
გთხოვთ რეგისტრაცია.    დაკარგეთ პაროლი?
Quick Log In
Mercedes - Benz – ის ლეგენდა W124 (1 ნახვა) (1) სტუმარი
Go to bottom პასუხის გაცემა Favoured: 1
თემა: Mercedes - Benz – ის ლეგენდა W124
#7451
Merso (User)
othee
Member Avantgarde
Posts: 2314
graphgraph

ადგილმდებარეობა: othee დაბადების თარიღი: 1912-12-12 სქესი: მამრობითი other other
მანქანა: other
გამოშვების წელი: other
ძრავი: other
სახ. ნომ.: other
8 წელი, 5 თვე წინ; 2011/03/28 16:48
Karma: 21  
MERCEDES-BENZ E–class W124 – მერსედესის ლეგენდა!



სახელით, E–class –ი მერსედესის ავტომობილები გამოდიან 1993წლიდან, მაშინ ეს აბრევიატურა პირველად იქნა გამოყენებული და ის ასახავდა ბიზნეს კლასის ავტომობილს. დღეისათვის უმრავლესობა ადამიანისათვის E კლასი ესაა ოთხი მრგვალი ფარისა და ‘’კაპოტზე’’ სამქიმიანი ვარსკვლავის მქონე ავტომობილი, თუმცა ეს მე–2 თაობის E კლასებზე შეგვიძლია ვთქვათ, დაწყებული W210 – ის ძარადან. თუმცა ისტორია ამ მოდელისა, რომელიც საკუთარ თავში ყოველთვის გულისხმობდა, კომფორტს, საიმედოობასა და უსაფრთხოებას, ძალიან მრავლისმომცველია. პირველი ავტომანქანა ამ სერიისა იყო მოდელი W170 რომელიც 1947 წელში შეიქმნა, შემდეგი მოდელი იყო W180 და W190 ცნობილები, როგორც “Ponton Mercedes” ამ ავტომობილების გამოშვება 1953 წელს დაიწყო და 9 წლის განმავლობაში 468 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. ეს წარმატებული სერია შეიცვალა ნაკლებად წარმატებული W114/115–ით. 1968 წელში პირველად გამოჩნდა E კლასების ვერსიები დაგრძელებული თვლების ბაზითა და კუპე მოდიფიკაციებით. 1976 წელს უკვე გამოდის W123, რომელიც პირველად ე კლასების ისტორიაში წარმოდგენილი იყო, უნივერსალის სახითაც, და ბოლოს E კლასების პირველი თაობის ღირსეულ დასასრულს დასაბამი დაუდო, მართლაც, რომ ლეგენდარულმა W124–მა, რომლის პრეზენტაციაც 1984 წლის ნოემბერში შედგა. ასე და ამგვარად მთელი 5 თაობა შეიცვალა ავტომობილებისა, სანამ 1995 წელს გამოჩნდა, მერსედესის მაქნანათმშენებლობის სრულიად ახალი იმ დროინდელი დიზაინერული ხაზის წარმომადგენელი W210.

E კლასებიდან პირველ რიგში უნდა აღინიშნოს W124, მოდელები რომლებიც 1993 წლამდე დამზადდნენ, გამორჩეოდნენ დიდი ნიშით უკანა სანომრე ნიშანთად, და ვიწრო შავი გვერდითი მოლდინგებით. ასევე ძალიან დიდ ყირადღებას იქცევს 1 ცალი წვიმის საწმენდი ე.წ. ‘’დვორნიკი’’. W124–მა პირველად დანერგა მერსედესის ამ კლასში დიფერენციალი ავტომატური ბლოკირების სისტემით, ე.წ. (ASD). ასევე მოცურების საწინააღმდეგო სისტემა (ASR). და პირველად მერსედესებს შორის სრული 4 ამძრავი თვალი მბრუნავი მომენტის ავტომატური განაწილების ფუნქციით ე.წ. (4Matic). ასევე 1988 წლის სექტემბერს W124–ის მყიდველებს, დამატებითი ოპციის სახით კომპანიამ შესთავაზა უსაფრთხოების ბალიშები. ხოლო ოთხი წლის შემდეგ კი როგორც უსაფრთხოების ბალიშები, ისე ABS–ი ყოველი მერსედესის საბაზისო აღჭურვილობაში შევიდა.

საკმაოდ სადა, მოხერხებული, საიმედო, და ექსპლუატაციაში მოხერხებული, ძრავის დაუსრულებელი ექსპლუატაციის მარაგით, საკმაოდ დიდი მოცულობის სალონით და სხვა მრავალი დამსახურებით W124–ი სამართლიანად ითვლება მანქანათმშენებლობის 80 –ანი წლების ეტალონად. რაც შეეხება სალონს, შემოთავაზებული იყო 7 სახის სალონი, სავარძლები გობელენის ან ტყავის ზედაპირით, საკმაოდ მოსახერხებელი წინა სკამების ელექტრონული რეგულირების სისტემა, დისტანციურად მართვადი ე.წ. უკანა ‘’პადგალოვნიკები’’, მოსახერხებელი უსაფრთხოების ღვედები. ყურადღებას იქცევს ძარის ჰერმეტულობა და შესანიშნავი ხმის იზოლაცია. ამ ყოველივესთვის კი იხდიდნენ ისინი, ვისთვისაც კომფორტი და უსაფრთხოები უპერველესია ავტომობილით მგზავრობის დროს. ასევე საბარგულიც საკმაოდ კარგად იყო განათებული.
1989 წლის აგვისტოში მოხდა W124–ის რესტაილინგი, იგი აღიჭურვა განიერი ე.წ. პლასტმასის ზედნადებებით (ნაკლადკებით) კარებებზე, და ძარაზე ქრომირებული მოლდინგებით. პირველად გამოჩნდა მერსედესის ბამპერებზე და კარების სახელურებზე ქრომი. შეიცვალა ფარების შუშაც. სალონში გამოთავისუფლდა მეტი ადგილი, გაუმჯობესდა სავარძლები და სალონში სულ უფრო მეტად იქნა გამოყენებული ძვირფასი ხის მასალა. ამ წლებში ასევე W124–ზე პირველად იქნა გამოყენებული ძრავები ელექტრონული კვებისა და დაქოქვის სისტემებით.

ამდენად მორიგი მოდერნიზაციის შედეგად W124–ი 1993 წლის ბოლოსათვის გამოჩნდა პირველი Е კლასი, რომელიც დღესაც რჩება, პრემიუმ კლასის, საკმაოდ პრესტიჟულ ავტომობილად. 1993 წლისათვის მერსედესმა დანერგა ინდექსაციის ახალი სტანდარტები, რის შედეგადაც, "200Е", "220Е" და ა.შ. მოდელებს შეეცვალათ ინდექსები და ისისნი გახდნენ : "Е200", "Е220", "Е280". ასო, Е ძრავის სერიის წინ უკვე იქცა მოდელის აღმნიშვნელ ინდექსათ. Е – 1993 წლიდან ეს უკვე Е–კლასის აღმნიშვნელი სიმბოლოა ხოლო შემდეგი რიცხვები კი ძრავის მოცულობას აღნიშნავენ.
მერსედეს Е –კლასი W124 მოდელი არის ერთ–ერთი პირველი ავტომობილი, რომელმაც თავის მყიდველს შესთავაზა უამრავი ძრავის მოდიფიკაციები დაწყებული 4 ცილინდრიანი ძრავებიდან და დამთავრებული 8 ცილინდრიანი V ტიპის ძრავებით. ყველაზე უბრალოდ მიიჩნევა М111 –ის სერია : Е200 136(ც.ძ.) და Е220 150(ც.ძ.) ძრავები, რომლებიც ექსპლუატაციაშიც და რესურსითაც ყველაზე უფრო გამოირჩევიან.

შემდგომ უკვე მოდის M104–ის სერიის ძრავები, განასხვავებენ: Е280" (193 ც.ძ.) და "Е320" (220 ც.ძ.)–ტიპიური მერსედესის მყუდროობა მგზავრობისას და არანაირი ზედმეტი ხმა, მაშინაც კი როდესაც მანქანა სრულად დატვირთულია. თუმცა ეს ძრავები საკმაოდ ხარჯიანი იყო და საშუალოდ ქალაქში 17.0 ლიტრს მოიხმარდნენ 100 კმ–ზე. რესურსი ამ ძრავებსაც თითქმის ულევი ჰქონდათ.

სისწრაფის მოყვარულთათვის გამოვარჩევ М119– სერიის V8 ტიპის 4.2 ძრავს, 279 ცხენის ძალით. თუმცა ეს ძრავი ერთ–ერთი ყველაზე საიმედო იყო, მაგრამ საშუალოდ 20 ლიტრამდე მოიხმარდა ბენზინს, თუმცა ადრენალინის გამომუშავების 100%–იან გარანტიას ქმნიდა მისი მფლობელისათვის.

და ბოლოს უნდა აღვნიშნო 124 –ის უმაღლესი წვერო – Е500, ლეგენდარული ავტომობილი, მრავალი კოლექციონერის ჯერ კიდევ აუსრულებელი ოცნება, დაუჯერებლად საიმედო და სწრაფი სედანი. საბაზისო მოდელისაგან Е500 მერსედესი გამოირჩევა: წინა ფარების უკეთესი განლაგების, ჭრილების სისტემით, ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, ფართოდ დაბერილი წინა და უკანა თვლების არკებით, უმაღლესი დონის მდიდრული სალონითა და სპორტული სავარძლებით. Е500, აღჭურვილი იყო М117 სერიის V8 ტიპის 5 ლიტრიანი ძრავით, რომელიც გამოიმუშავებდა 326 ცხენის ძალას, და 0-იდან 100 კმ/საათამდე აჩქარებას მხოლოდ 6.1 წამს ანდომებდა, რაც 1993 წლის სედანისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია. ამ მოდელის აწყობაში კონვეირზე მონაწილეობას იღებდა ისეთი ცნობილი სპორტული ავტობრენდი, როგორიც პორშეა. ხოლო ‘’თავზეხელაღებულთათვის’’, რომლებსაც სიჩქარის წყურვილი კლავდათ შეთავაზებული იქნა "Е60 AMG" ვერსია, ექვსლიტრიანი V8 ტიპის ძრავით, რომელიც 381 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 0–იდან 100 კილომეტრამდე აჩქარებას 5.4 წამს ანდომებდა. თუმცა ეს მოდელი გერმანიაშიც კი იშვიათობას წარმოადგენდა. მერსედესის ტრადიციების გათვალისწინებით ორივე მოდელი : Е500–იცა და Е60 AMG–იც აღჭურვილი იყო ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

ამდენად ასე დასრულდა ლეგენდა და 1995 წელს W124 უკვე W210 –ით შეიცვალა, თუმცა მრავალი ავტომოყვარულის გულში და მათ შორის ჩემშიც W124 კლვავაც რჩება საონცებო მანქანად, მანქანათმშენებლობის ეტალონად.

სტატია თარგმნა და მოამზადა დავით დოლიძემ სპეციალურად mercedesclub.ge – სათვის.
 
 
Last Edit: 2011/03/31 15:38 By Merso.
  The administrator has disabled public write access.
#7452
Levaniko (User)
Member Avantgarde
Posts: 2245
graphgraph

დაბადების თარიღი: 1986-11-08 სქესი: მამრობითი http://mercedesclub.ge/
8 წელი, 5 თვე წინ; 2011/03/28 17:00
Karma: 8  
კაი სტატიაა,
კლუბში უკვე მეოთხე დოლიძე ხარ


ე500 მართლაც საოცნებო სედანია ჩემთვის, და E60 ხო ვაბშე


1 შესწორება: "E" ნიშნით 124 ები გამოვიდა არა 1993 წელს არამედ 1992 წლის შუათვეებიდან
 
 
Last Edit: 2011/03/28 17:08 By Levaniko.
  The administrator has disabled public write access.
#7455
Merso (User)
othee
Member Avantgarde
Posts: 2314
graphgraph

ადგილმდებარეობა: othee დაბადების თარიღი: 1912-12-12 სქესი: მამრობითი other other
მანქანა: other
გამოშვების წელი: other
ძრავი: other
სახ. ნომ.: other
8 წელი, 5 თვე წინ; 2011/03/28 17:12
Karma: 21  
Levanikooooo

გაიხარე.

ე.ი. მარტო მე არ ვყოფილვარ მესოს ასეთი თავგადაკლული მოყვარული....

პროსტა 210, 211 და 212 –ზეც დაიდება მსგავსი ინფოები ამ დღეებში, მარა დღეს 124 დავდე, მიტო რომ სადაც მერსედესის ხსენებაა, ეს მოდელი ნამდვილად იმსახურებს იქ ყოფნას.
 
  The administrator has disabled public write access.
#7457
Bacho (Admin)
ადმინისტრატორი
Posts: 2271
graphgraph

ადგილმდებარეობა: თბილისი დაბადების თარიღი: 1975-07-31 სქესი: მამრობითი Sir_Bacho
მანქანა: W211
გამოშვების წელი: 2006
ძრავი: 2.0 CDI
სახ. ნომ.: WI 648 IW
8 წელი, 5 თვე წინ; 2011/03/28 17:44
Karma: 5  
დავითი
კარგი ნამუშევარია, ტექსტის ბოლოს რაღაც დაგიწერე და მერე წავშლი ჩემს ნაწერს
 
 
სულით თბილისელი ჯინსებიანი ყარაჩოღელი
სატანამ ვერ მიაგნო ქართულ სულს, ხოლო ქართველებმა მიაგნეს და გაანადგურეს
ქალი მძღოლების ფანი
когда у меня не было телевизора, я смотрел радио
Меня забыть невазможно, но и помнить тоже нелегко (c) MEXXX
ნაკბეჩი ვაშლის MP3 პლეერი
  The administrator has disabled public write access.
#7467
Ziku (User)
ნერვიული
Member Avantgarde
Posts: 1206
graphgraph

ადგილმდებარეობა: თბილისი სქესი: მამრობითი
მანქანა: CLS
გამოშვების წელი: 2005
ძრავი: 3.2 CDI
სახ. ნომ.: SLS-659
8 წელი, 5 თვე წინ; 2011/03/28 20:43
Karma: 4  
დავითი
მალადეც ძამიკო,140 ზე დადე რა მაგრად გამახარებ
 
  The administrator has disabled public write access.
#7472
ShoTTTa (User)
S h o T T T a.
Member Avantgarde
Posts: 1155
graphgraph

ადგილმდებარეობა: georgia დაბადების თარიღი: 1993-08-25 სქესი: მამრობითი baracha_401 www.mercedesclub.ge
მანქანა: C Class
გამოშვების წელი: 1996
ძრავი: 1.8
სახ. ნომ.: 842
8 წელი, 5 თვე წინ; 2011/03/28 20:57
Karma: 2  
დავითი
QUOTE:
სახელით, E–class –ი მერსედესის ავტომობილები გამოდიან 1993წლიდან,

და 1986 წელს გამოშვებული რო ყავდა მამაჩემს ეგ რა იყო?
 
 
Mercedes-Benz.

It\'s My Style Bitch !!!
  The administrator has disabled public write access.
#7491
Merso (User)
othee
Member Avantgarde
Posts: 2314
graphgraph

ადგილმდებარეობა: othee დაბადების თარიღი: 1912-12-12 სქესი: მამრობითი other other
მანქანა: other
გამოშვების წელი: other
ძრავი: other
სახ. ნომ.: other
8 წელი, 5 თვე წინ; 2011/03/28 23:47
Karma: 21  
გაიხარეთ, ყველა იმ მოდელზე დაიდება, რომელმაც თავისი კვალი დატოვა მერსედესის ისტორიაში.

Bacho
მადლობა, რომ ჩაასწორე მაგ დეტალების დასახელებები აღარ მახსოვდა და მიტო დავწერე რუსულად, ისე მართლა არ ჟღერდა კარგად.

__FLASH__

1986 წელს გამოშვებული იყო 124 ების პირველი თაობა, რომელმაც დროთა განმავლობაში მოდიფიცირება განიცადა და 1993 წლიდან ოფიციალურად მიიღო ე კლასის დასახელება

Levanikooooo

მართალია, სხვადასხვა საიტი სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებს, მაგაზე ზოგგან 1992 წლის მეორე ნახევარია დასახელებული ზოგგან კი 1993 წელი, მე მაინც ოფიციალურ საიტს ვენდე და 1993 წელი ავირჩიე.
 
 
Last Edit: 2011/03/28 23:58 By Merso.
  The administrator has disabled public write access.
#7576
V/COLONEL BENZ (User)
Member Avantgarde
Posts: 2653
graphgraph

ადგილმდებარეობა: სენაკი დაბადების თარიღი: 1967-06-03 სქესი: მამრობითი CHIKO67
მანქანა: c220 CDI, C32 AMG W203
გამოშვების წელი: 2001-2001
ძრავი: 2.2-3.2
სახ. ნომ.: MII-757 SW511AT
8 წელი, 5 თვე წინ; 2011/03/29 20:29
Karma: 25  
დავითი ძალიან კარგი სტატიაა...უბრალოდ დავამატებ რომ w124 E60 AMG-ს უწოდებდნენ “Hummer”-ს...
 
 
Last Edit: 2011/03/30 10:23 By V/COLONEL BENZ.
 
KOMFORT+SPEED=MERCEDES[size=4]
  The administrator has disabled public write access.
#7584
pearl98 (User)
best or noting
Member Avantgarde
Posts: 2369
graphgraph

დაბადების თარიღი: 1987-09-14 სქესი: მამრობითი drumer98
მანქანა: w 140 s500
გამოშვების წელი: 1991
ძრავი: 5.0 - 32v
სახ. ნომ.: ..........
8 წელი, 5 თვე წინ; 2011/03/29 22:50
Karma: 6  
 
 
  The administrator has disabled public write access.
#37832
GESHPANA (User)
E36 ///AMG KOMPRESSOR W124
Member Avantgarde
Posts: 438
graphgraph

ადგილმდებარეობა: TELAVI დაბადების თარიღი: 1996-04-13 სქესი: მამრობითი mishomisho410 lomebi
მანქანა: CORSA B
გამოშვების წელი: 1998
ძრავი: 1.0 ECO
სახ. ნომ.: BRI-155
7 წელი, 4 თვე წინ; 2012/04/20 15:21
Karma: 1  




 
 
Last Edit: 2012/04/28 14:07 By Yojik.
 
W124 ავტომობილების არსებობის ისტორიის მანზილზე აღიარებულია როგორც ყველა დროის ერთერთ ყველაზე გამძლე ყველაზე სანდო და ყველაზე ლამაზ ავტომობილად. ამ მანქანამ ყველა ავტომწარმოებელს დაანახა თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტად კარგი ავტომობილი.
  The administrator has disabled public write access.

Compartir en Facebook
Go to top პასუხის გაცემა
 
GEOENG
ბოლო წერილები
К звёздам скачать онлайн mercedesclub.ge
Kottikcpi 10:05 - 15-09-2019
mercedesclub.ge Рэмбо 5: Последняя кровь смотреть и без регистрации скачать...
Kottikcpi 09:59 - 15-09-2019
взлом игры сокровище пиратов вк
Kottikcpi 08:45 - 15-09-2019
Re:Bon Marche Rivastigmine Drogue
Prastitnya 08:34 - 15-09-2019