ჩემი კაბინეტი
გამარჯობა, სტუმარი
გთხოვთ რეგისტრაცია.    დაკარგეთ პაროლი?
Quick Log In
Go to bottom პასუხის გაცემა Favoured: 0
თემა: Formula1 2015
#72689
Yojik (Admin)
MersoMania
ადმინისტრატორი
Posts: 11912
graphgraph

ადგილმდებარეობა: Tbilisi, Georgia დაბადების თარიღი: 1980-11-16 სქესი: მამრობითი Yojikman Mercedes-benz Club Georgia
მანქანა: Mercedes-benz E Class Avantgarde
გამოშვების წელი: 1997
ძრავი: 2.4
სახ. ნომ.: YOJ-001
4 წელი, 8 თვე წინ; 2015/03/12 21:01
Karma: 103  
































http://kaban.tv/rossiya-2-online - (РОССИЯ 2 გადახვევის ფუნქციით)

http://debilizator.tv/rossiia_2_(sport)/ - (РОССИЯ 2 გადახვევის ფუნქციით)

http://www.sportlemon.tv/ - (ხშირად არის sky sports f1-ის ლინკი)

http://www.aviatortv.org/sport_1/ - (СПОРТ 1)

http://www.aviatortv.org/sport_1/ - (СПОРТ 1 HD)

http://www.aviatortv.org/russia_2/ - (РОССИЯ 2)

http://livetv.ru/ - (სვადასხვა არხი)

http://www.allsport-live.ru/ (სხვადასხვა არხი)





ფორმულა 1-ის პირველი ჩემპიონატი 1950 წელს ჩატარდა. თავდაპირველად ჩემპიონატი მხოლოდ საუკეთესო პილოტის გამოსავლენად მიმდინარეობდა, ხოლო 1958 წლიდან უკვე დაწესდა კონსტრუქტორთა თასიც, რამაც დამატებითი ხიბლი და ინტრიგა შესძინა ჩემპიონატს. პირველი გამარჯვებული ჯუზეპე ნინო ფარინა გახდა ალფა რომეოთი (Alfa Romeo), რომელმაც მცირე უპირატესობით აჯობა თავის თანაგუნდელ ხუან-მანუელ ფანხიოს, რომელმაც შემდეგი 7 წლის მანძილზე 5-ჯერ მოიპოვა ჩემპიონის თასი და ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი დიადი მრბოლელის სახელით შევიდა. მის მიერ 5 ტიტულის მოპოვებით დამყარებული რეკორდი დიდი ხნის მანძილზე რჩებოდა მიუწვდომელი სხვა მრბოლელებისთვის.

პირველი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე ფორმულა 1-ში უკანა ძრავიანი ბოლიდების გამოჩენა იუო, რომელიც კომპანია კუპერს (Cooper) ეკუთვნოდა. მანამდე დიდ პრიზებზე 1934-1939 წწ. სარბოლო გუნდი Auto Union იყენებდა უკანა ძრავიან ბოლიდებს, რომლის კონსტრუქციაც ფერდინანდ პორშეს ეკუთვნოდა. პორშეს კონსტრუირებულ ბოლიდებს ჰქონდათ ერთი ნაკლი, ისინი რთული სამართავნი იყვნენ ტრასაზე, ხოლო კუპერ T43/51 ბევრად ადვილი სამართავნი იყვნენ, თუმცა შედარებით სუსტი ძრავი გააჩნდათ. 1959-1960 წლებში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ჯეკ ბრებჰემმა (გუნდი „კუპერი“), ხოლო 1961 წლიდან უკვე ჩემპიონატის ყველა მონაწილე გადავიდა უკანა ძრავიან ბოლიდებზე.

1958 წლიდან ფაქტიურად დაიწყო ინგლისურენოვანი მრბოლელების ეპოქა. 1969 წლამდე ჩემპიონები გახდნენ ბრიტანელები მაიკ ჰოტორნი, გრემ ჰილი, ჯიმი კლარკი და ჯეკი სტიუარტი, ავსტრალიელი ჯეკ ბრებჰემი, ახალზელანდიელი დენი ჰიუმი და ამერიკელი ფილ ჰილი.

1962 წელს გუნდმა ლუტუსმა (Lotus) (რომელიც ერთ-ერთი წამყვანი იყო 60-იან, 70-იან წლებში) პირველად გამოიყენა ბოლიდის კონსტრუქციაში მონოკოკი, რომელიც საავიაციო ინდუსტრიიდან იყო გადმოღებული. ლოტუსმა 1968 წელს კიდევ ერთი სიახლე შემოიტანა ფორმულა 1-ში, მან საკუთარ ბოლიდზე დაიტანა კომპანია Imperial Tobacco-ს სარეკლამო გამოსახულება. სწორედ აქედან დაიწყო სხვადასხვა კომპანიების სპონსორობა ფორმულაში.

სიჩქარის ზრდასთან ერთად იზრებოდა ბოლიდის მოჭიდულობის ძალის მნიშვნელობაც, რამაც აიძულა გუნდები ანტიფრთებისა თუ სხვა აეროდინამიკული ელემენტების ექსპერიმენტირებისკენ. 1970-იანი წლების ბოლოს ლოტუსმა პირველად გამოიყენა Ground Effect-ის სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდიდა მოჭიდულობის ძალას. ეს სიახლე პილოტებს საშუალებას აძლევდა უფრო სწრაფად გაეარათ მოსახვევები. 1983 წლიდან FIA-მ (Fédération Internationale de l'Automobile) აკრძალა Ground Effect-ის გამოყენება.

1981 წელს პირველად დაიდო შეთანხმების ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებდა ფორმულა 1-ის გუნდებისა და FIA-ს ურთიერთობებს. შეთანხმების მიხედვით ფორმულა 1-ის სატელევიზიო ტრანსლაციის უფლება გადაეცემოდა ფორმულა 1-ის მართვის და განვითარების ახლდად დაარსებულ კომპანიას, რომელსაც ბერნი ეკლსტოუნი ხელმძღვანელობდა. მასვე ევალებოდა ტრანსლაციიდან შემოსული თანხების განკარგვა.

1980-იანი წლები არის ტურბო ძრავების ერა ფორმულა 1-ში. პირველი ასეთი ძრავი გამოიყენა რენომ (Renault) 1977 წელს. 1987 წლისთვის ძრავის სიმძლავრე 1000 ცხენის ძალას სცილდებოდა, რაც ერთ-ერთ რეკორდად ითვლება ღია საბურავებიანი ავტომობილებისათვის. 1984 წელს FIA-მ შეზღუდვა დააწესა საწვავის ავზის ზომაზე, რამაც სიჩქარის დაკლება გამოიწვია, 1989 წელს კი აიკრძალა ტურბო ძრავების გამოყენება.

1990-იანი წლების დასაწყისში გუნდებმა ფართოდ დაიწყეს ელექტრონიკის გამოყენება ბოლიდის კონსტრუქციაში. თანდათან უფრო მეტი ფუნქცია შეიძინა ელექტრონიკამ ბოლიდის კონსტრუქციაში, რაც უფრო უადვილებდა პილოტს ბოლიდის მართვას, თუმცა FIA-მ ამ მხრივაც დააწესა შეზღუდვები 1994 წელს რათა გარკვეულ კონტროლში მოექცია ამ მიმართულების განვითარება.

1980-იან წლებში გამოიკვეთა ჯგუფი ეგრედწოდებული ტოპ გუნდების: ფერარი (Ferrarri), მაკლარენი (McLaren), უილიამსი(Williams) და ბენეტონი (Benetton). 1984 წლიდან მოყოლებული ეს გუნდები ისაკუთრებდნენ ჩემპიონის ტიტულს და უმეტეს შემთხვევაში სწორედ ეს გუნდები იკავებდნენ პირველ 4 ადგილს კონსტრუქტორთა თასის რეიტინგში.

1980-იანი წლების ბოლო და 1990-იანი წლების დასაწყისი გამოკვეთილია ორი ლეგენდარული მრბოლელის აირტონ სენას და ალენ პროსტის ბრძოლით. 1988 წელს 16-დან 15 რბოლა სწორედ ამ ორი მრბოლელის გამარჯვებით დასრულდა, ერთი რბოლა კი ფერარის პილოტმა გერჰარდ ბერგერმა მოიგო (ეს იყო პირველი გამარჯვება ფერარისთვის ენცო ფერარის გარდაცვალების შემდეგ). სენა-პროსტის შერკინება 1993 წლის ბოლომდე გაგრძელდა. 1993 წლის სეზონის შემდეგ ალენ პროსტმა დაასწულა კარიერა, ხოლო 1994 წელს სან-მარინოს დიდი პრიზის დროს დაიყუპა აირტონ სენა, რაც იყო დიდი ტრაგედია ფორმულა 1-ის ისტორიაში. ამ ფაქტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია უსაფრთხოების სტანდარტებზე. აირტონ სენა იყო ბოლო პილოტი ფორმულა 1-ში, რომელიც ტრასაზე დაიღუპა.

ტექნოლოგიური პროგრესისკენ სრაფვამ და მსხვილი ავტომწარმოებლების ჩართვამ სამეფო რბოლებში (ანუ ფორმულა 1-ში) გამოიწვია დანახარჯების მნიშვნელოვანი ზრდა. XXI საუკუნის დასაწყისში გუნდების ნაწილის ბიუჯეტი რამოდენიმე ასეულ მილიონს შეადგენდა. ამან გამოიწვია ის, რომ 1990 წლიდან მოყოლებული ფორმულა 1 30-ზე მეტმა გუნდმა დატოვა არასაკმარისი ფინანსების გამო.

ოცდამეერთე საუკუნე ფერარის დომინირებით დაიწყო. 2000-2004 წწ. ფერარიმ და მისმა პილოტმა მიხაელ შუმახერმა ზედიზედ 5 ტიტული მოიპოვეს (როგორც პირად ჩათვლაში, ასევე კონსტრუქტორთა თასისთვის ბრძოლაშიც). ეს პერიოდი ფერარისთვის და შუმახერისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. 2003 წელს მოპოვებული მეექვსე ტიტულით შუმახერმა ფანხიოს რეკორდი მოხსნა და ამით კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. 2004 წელს შუმახერმა 18-დან 13 რბოლა მოიგო და ფაქტიურად შანსი არ დაუტოვა მოწინააღმდეგეებს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. ფერარიში ასეთი წარმატებული კარიერის გამო მიხაელ შუმახერს წითელი ბარონი შეარქვეს.

2005 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა რეგლამენტში, რის შემდეგადაც დასრულდა შუმახერისა და ფერარის ტანდემის დომინირება.

2005-2006 წწ. ჩემპიონობა რენომ და მისმა პილოტმა ფერნანდო ალონსომ მოიპოვეს. 2006 წელს შუმახერმა კარიერა დაასრულა და წავიდა ფორმულა 1-დან (თუმცა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა დროებით), მისი ადგილი კი კიმი რაიკონენმა დაიკავა, რომელმაც მორიგი ჩემპიონობა მოუტანა 2007 წელს. 2008 წელსაც ფერარის ერგო ჩემპიონთა თასი, თუმცა პირად ჩათვლაში მაკლარენის პილოტმა ლუის ჰამილტონმა გაიმარჯვა.

2009 წელი ფორმულა 1-ის ახალბედა გუნდის ბრაუნის (Brawn) წარმატებულ დებიუტად იქცა. სწორედ ბრაუნს ერგო კონსტრუქტორთა თასი და პირად ჩათვლაშიც მისმა პილოტმა ჯენსონ ბატონმა გაიმარჯვა. ბრაუნი 2009 წელს ჰონდას (Honda) ბაზაზე შეიქმნა და ერთი წელი იარსება, შემდეგ კი მერსედესმა (Mercedes) შეიძინა, თუმცა მან თავისი ხანმოკლე ისტორიის განმვალობაშიც კი მოახერხა თავი დაემახსოვრებინა ფორმულა 1-ის გულშემატკივრებისატვის და თავისი ადგილიც დაიმკვიდრა ამ ავტოსპორტის ახალ იხალ ისტორიაში.

2010 წლიდან კი ფორმულა 1-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს. 2005 წელს იაგუარის ბაზაზე დაფუძნებულმა რედ ბულმა (Red Bull) კრისტიან ჰორნერისა (გუნდის ხელმძღვანელი) და ედრიან ნიუის (ტექნიკური ხელმძღვანელი) დამსახურებით შეძლო პროგრესირება და 2010-2013 წწ. ზედიზედ ოთხი ჩემპიონობა ფორმულა ერთის ახალგაზრდა მრბოლელ სებასტიან ფეტელთან ერთად, რომელმაც მიუხედავად ასაკის სიმცირისა უკვე შეძლო.

 
 
Last Edit: 2015/03/13 10:08 By Yojik.
 
  The administrator has disabled public write access.

Compartir en Facebook
      თემა ავტორი თარიღი
    thread link
Formula1 2015
Yojik 2015/03/12 21:01
    thread link
thread linkthread link Re:Formula1 2015
mrfantom 2015/03/13 02:08
    thread link
thread linkthread linkthread link Re:Formula1 2015
Yojik 2015/03/13 08:56
    thread link
thread linkthread linkthread linkthread link Re:Formula1 2015
Yojik 2015/03/13 11:36
    thread link
thread linkthread linkthread linkthread linkthread link Re:Formula1 2015
Yojik 2015/03/14 09:49
    thread link
thread linkthread linkthread linkthread linkthread linkthread link Re:Formula1 2015
Yojik 2015/03/14 12:21
    thread link
thread linkthread link Re:Formula1 2015
mrfantom 2015/03/15 12:52
    thread link
thread linkthread linkthread link Re:Formula1 2015
Yojik 2015/03/16 08:14
    thread link
thread linkthread link Re:Formula1 2015
2101ge 2015/03/30 01:27
    thread link
thread linkthread linkthread link Re:Formula1 2015
Yojik 2015/03/30 22:46
    thread link
thread linkthread link Re:Formula1 2015
2101ge 2015/03/31 16:39
    thread link
thread linkthread linkthread link Re:Formula1 2015
Yojik 2015/04/07 14:33
    thread link
thread linkthread linkthread linkthread link Re:Formula1 2015
Yojik 2015/04/11 21:26
    thread link
thread linkthread linkthread linkthread linkthread link Re:Formula1 2015
Yojik 2015/04/19 12:53
    thread link
thread linkthread linkthread linkthread linkthread linkthread link Re:Formula1 2015
Yojik 2015/04/20 14:47
Go to top პასუხის გაცემა
 
GEOENG
ბოლო წერილები
фильмфільми Малефисента 2: Владычица тьмы
Kottikcpi 14:41 - 17-11-2019
mercedesclub.ge Ford против Ferrari фильм 2019 года смотреть онлайн
Kottikcpi 14:37 - 17-11-2019
скачать фильм полностью Робо
Kottikcpi 14:33 - 17-11-2019
Семейка Аддамс смотреть онлайн кинокрад
Kottikcpi 14:28 - 17-11-2019