ჩემი კაბინეტი
გამარჯობა, სტუმარი
გთხოვთ რეგისტრაცია.    დაკარგეთ პაროლი?
Quick Log In
Go to bottom პასუხის გაცემა Favoured: 0
თემა: DTM 2013
#56841
Yojik (Admin)
MersoMania
ადმინისტრატორი
Posts: 11903
graph

ადგილმდებარეობა: Tbilisi, Georgia დაბადების თარიღი: 1980-11-16 სქესი: მამრობითი Yojikman Mercedes-benz Club Georgia
მანქანა: Mercedes-benz E Class Avantgarde
გამოშვების წელი: 1997
ძრავი: 2.4
სახ. ნომ.: YOJ-001
6 წელი, 1 თვე წინ; 2013/05/04 17:35
Karma: 103  
როგორც ვიცით ხვალ 5 მაისს იწყება DTM-ის 2013 წლის ჩემპიონატი!!!
გთავაზობთ თემას სადაც ვადევნებთ თვალყურს ჩემპიონატს და გვექნება შესაბამისი მსჯელობები.
შეგიძლიათ დეტალურად გაერკვეთ DTM-ის წესებში

წამატებებს ვუსურვებ Mercedes-Benz-ის გუნდებს!!!
.........
წავიდაააა

.........

ტექნიკური რეგულაციები DTM 2013

DTM-ის ახალი წესები რომელიც წარდგენილი იქნა გასულ წელს კვლავ ვრცელდება 2013 წლის სეზონზე. ტექნიკური თვალსაზრისით უმეტესი პარამეტრი უცვლელი დარჩა. ინოვაციები კი გასაოცარია.
ის ფაქტი რომ BMW-იმ მისი დაბრუნებისთანავე გასულ წელს მოიგო DTM-ის ყველა ტიტული, მიეწერება მხოლოდ BMW-ის ძლიერ წარმოდგენას, მის გუნდებს და მძღოლებს, მაგრამ ასევე დიდი როლი ითამაშა ახალმა ტექნიკურმა რეგულაციებმა. რეგულაციების დასახული მიზანი იყო: უსაფრთხოება, ხარჯების კონტროლი, და შესაძლებლობების თანასწორობა (რაც უკეთესი შოუს გარანტია). ეს ყველა ასპექტი შესანიშნავად შესრულდა წინა სეზონში.

2013 წლის სეზონისთვის ტექნიკური რეგულაციები ძირითადად იგივე რჩება. მძღოლები ისევ ეყრდნობიან სხვადასხვა სპეციფიკურ უსაფრთხოების სტრუქტურებს, რომლებიც ავარიის შემთხვევაში მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. შეჯახების ექვსი ელემენტის გარდა, რომლებიც განლაგებულია ფოლადის ძელებით ("დუგებით" შეკრული უსაფრთხოების სტრუქტურის წინა, უკანა და გვედით ნაწილებში, ამას გარდა მძღოლი კიდევ უფრო უსაფრთხოდ არის მთლიანი ძელების სტრუქტურის და მძღოლის კაფსულის (monocoque) ინტეგრირების ხარჯზე. მძღოლის სავარძელი გაკეთებულია Formula 1-ის სავარძლის სტილში და დამონტაჟებულია კარბონის კაფსულაში, რომელიც ინტეგრირებულია ძლიერი ფოლადით გამზადებულ სტრუქტურაში.

2013 წლის სეზონში გულშემატკივრებს შეუძლიათ სულმოუთქმელად დაელოდნონ რამოდენიმე ახალი ფუნქციის გამოჩენას. განსაკუთრებით საბურავების არჩევის უფლება (ბრენდი Hankook) და მოდების/დაწოლის შემცირების სისტემის (DRS) რაც რბოლას კიდევ უფრო დაძაბულს და ამაღელვებელს გახდის. ორივე ინოვაცია გვთავაზობს გასწრების უკეთეს შესაძლებლობებს და რბოლის დროს სტრატეგიულ ცვალებადობებს. დანარჩენი ცვლილებები რეგულაციაში შემდეგია: კვალიფიკაციის მეოთხე და პირველ სეგმენტში დაშვებული იქნება ახალი საბურავების გამოყენება. გუნდებმა შაბათის კვალიფიკაციის შემდეგ - უნდა განსაზღვრონ და განაცხადონ საბურავების ის ტიპი რომლითაც დაიწყებენ რბოლას.

მუხრუჭები კარბონის მუხრუჭები, ხუნდები და სამუხრუჭე საყრდენები ყველა გუნდს მიეწოდება ერთი მწარმოებელის AP-ის მიერ. თითოეულ მანქანაზე მთელი სეზონის მანძილზე დაშვებულია მხოლოდ საყრდენი დისკების (წინა და უკანა) სამი კომპლექტის გამოყენება.

DRS: მოკიდების/დაწოლის შემცირების სისტემა რომელიც მუშაობს უკანა ფრთის/სპოილერის დაკეცვის საფუძველზე და საშუალებას აძლევს მანქანას უფრო მაღალი მაქსიმალური სიჩქარე განავითაროს. ეს სისტემა 2013 წლის სეზონში გასწრების მეტ შესაძლებლობებს შექმნის.

ელექტრონიკა: DTM-ის ყველა მანქანაზე გამოიყენება ერთი და იგივე ძრავის მართვის კომპიუტერი. მომწოდებელი Bosch. რბოლის დროს მონაცემთა გადაცემა აკრძალულია.

საწვავი: დაშვებულია მხოლოდ ARAL Ultimate 102.

გადაცემათა კოლოფი: ერთადერთი გადაცემათა კოლოფი - დიფერენცირებული რომელიც დაშვებულია - Hewland-ის.

უსაფრთხოება: კაბინაში მძღოლი დაცულია კარბონის კაფსულით რომელიც ფოლადის სტუქტურაშია დამონტაჟებული, ხოლო ოთხივე მხრიდან შეჯახების ელემენტებით არის აღჭურვილი. ასევე გამოიყენება "HANS" (Head and Neck Support) ანუ თავის და კისერის დამჭერი სისტემა, რომელიც 2002 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა.

საბურავები: საბურავები ექსკლუზიურად მოწოდებულია Hankook-ის მიერ მოდელი "Ventus". წინა ზომები: 300/680 - 18, ხოლო უკან: 320/710 - 18. რბოლისას გუნდმა ერთხელ უნდა გამოიყენოს "რბილი"(Soft) საბურავების კომპლექტი - ეს მომენტი მკაცრად გამონტროლდება. კვალიფიკაციის შემდეგ გუნდებმა უნდა განაცხადონ თუ ორი ხელმისაწვდომი ვარიანტიდან რომელ ტიპის საბურავებით დაიწყებენ რბოლას.

წონა: DTM-ის მანქანის მინიმალური წონა მძღოლის და ეკიპირების (ჩაფხუტი, კომბინიზონი) ჩათვლით არის 1,110 კგ.


სპორტული რეგულაციები DTM 2013

ავარიის მანაცემთა ჩამწერი: ამ თაობის ყველა მანქანა აღჭურვილი უნდა იყოს ავარიის მონაცემთა ჩამწერით. ყველა პრეტენდენტს მოეთხოვება ტექნიკურ სტუარდებს მისცენ სისტემასთან დაკავშირების უფლება რათა ნებისმიერ დროს შეძლონ მონაცემების წაკითხვა.

კლასიფიკაციები: DTM-ში არსებობს სამი წლიური კლასიფიკაცია. DTM-ის ჩემპიონის ტიტული გადაეცემა მძღოლს, რომელიც მოაგროვებს ყველაზე მეტ ქულას. DTM-ის ჩემპიონი გუნდის ტიტული გადაეცემა გუნდს, რომლის ორმა მძღოლმაც მოაგროვა ქულების ყველაზე მეტი რაოდენობა. DTM-ის მწარმოებლების/ბრენდების ჩემპიონის ტიტული გადაეცემა ბრენდის ექვს საკეთესო მძღოლს, რომლებმაც რბოლები დასრულა top ათეულში.

DRS: მოკიდების/დაწოლის შემცირების სისტემა. ამ სისტემის ჩასართავად ღილაკი საჭეზე აქტიურდება წინა მანქანასთან ორ წამზე ნაკლები სხვაობის დროს, მხოლოდ "სტარტის" და "ფინიშის" სწორ მონაკვეთზე. მუხრუჭის გამოყენებისას სისტემა ავტომატურად ითიშება. სისტემის გამოყენება შესაძლებელია წრეზე მხოლოდ ერთხელ. სისტემა არ არის აქტიური: რბოლის დაწყებიდან პირველი სამი წრე; ასევე როდესაც უსაფრთხოების მანქანა (Safety Car) ავტოდრომზეა; და ბოლო სამ წრეზე.

სავალდებულო Pit Stop-ი: DTM-ის ყველა რბოლაზე გათვალისწინებულია ორი სავალდებულო Pit Stop-ი, რომლის დროსაც აუცილებელად უნდა შეიცვალოს ოთხივე საბურავი. საწვავით გამართვა აღარ არის ნებადართული 2012 წლის სეზონიდან.

კვალიფიკაცია: კვალიფიკაცია შედგება რამოდენიმე ეტაპისგან. მძღოლები "სტარტზე" საწყისი პოზიციებისთვის იბრძოლებენ ოთხ ეტაპში: Q1-დან Q4-ის ჩათვლით. Q1-ში ყველა (22) მძღოლს ექნება 16 წუთი საუკეთესო დროის საჩვენებლად. 16 საუკეთესო მრბოლელი გადავა Q2-ში სადაც მათ ეძლევათ 11 წუთი, ხოლო დარჩენილი 6 მრბოლელი მათი დროების მიხედვით დაიკავებენ ადგილებს 17-დან 22-ის ჩათვლით. Q3-ში გადადის 10 მრბოლელი, და დარჩენილი 6 იკავებს ადგილებს 11-დან 16-ის ჩათვლით. Q3-ში მძღოლებს ეძლევათ ისევ 11 წუთი. 6 ყველაზე ნელი ბრბოლელი დაიკავებენ ადგილებს 5-დან 10-ის ჩათვლით, ხოლო საუკეთესო 4 მძღოლი იბრძოლებს Q4-ში. Q4-ის ფორმატი განსხვავდება წინა სამისგან, მძღოლებს აქვთ შანსი აჩვენონ მხოლოდ ერთი ჩათვლადი წრე "time lap", მთლიანობაში გადიან სამ წრეს ანუ Pit Stop-დან გამოსვლის შემდეგ "out წრე" შემდეგ "Time წრე"(რომელიც ითვლება) და ბოლო "in lap" რომ დაბრუნდნენ Pit Stop-ში. საუკეთესო მძღოლი რბოლას დაიწყებს პირველი ადგილიდან ანუ Pole პოზიციიდან.

ქულების სისტემა: ქულები პირველიდან მეათე ადგილის ჩათვლით ენიჭებათ შემდეგნაირად: 25-18-15-12-10-8-6-4-2-1. Pole პოზიციაზე და რბოლის დროს სწრაფ წრეზე ქულები არ ენიჭებათ.

რბოლის შეწყვეტა: DTM-ში რბოლები სერიოზული ავარიის გამო აღარ წყდება. რბოლა შეიძლება შეწყდეს იმ შემთხვევაში თუ მანქანები მიყოლებით დაზიანდება რბოლის ლიდერის უკან და გაჩერდებიან "ფინიშის" ხაზის წინ. რბოლა ყოველთვის გრძელდება უსაფრთხოების მანქანის დახმარებით, იგი უძღვება რბოლას ერთი წრე, შემდეგ შედის Pit Stop-ში და რბოლა ჩვეულებრივად განახლდება "სტარტის" ხაზიდან.

უსაფრთხოების მანქანა: მწარმოებლები რომლებიც DTM-ში მონაწილეობენ ვალდებულები არიან რიგრიგობიოთ დაამზადონ უსაფრთხოების მანქანა DTM-ის სეზონისთვის. უსაფრთხოების მანქანის მთავარი მიზანია არ შეწყდეს რბოლა. როდესაც უსაფრთხოების მანქანა გამოსულია ავტოდრომზე რბოლის მარშლები ყვითელ დროშებს აჩვენებენ და ასევე "SC" (Safety Car) ნიშანს. უსაფრთხოების მანქანას ჩართული აქვს სპეციალური მაშუქები და ციმციმა და მოძრაობს რბოლის ლიდერის წინ, ამ დროს გასწრება აკრძალურია.

სიჩქარის შეზღუდვა: მთელი ჩემპიონატის განმავლობაში Pit Lane-ში დასაშვები სიჩქარე არის 80კმ/სთ. გამონაკლისი ვრცელდება რამოდენიმე ავტოდრომზე, სადაც განსაკუთრებით ვიწრო Pit Lane-ია და სიჩქარის შეზღუდვა 60კმ/სთ-ია, ესენია: Norisring, Zandvoort და Brands Hatch.

რბოლის დაწყება: რბოლის დაწყებისას პოზიციები განლაგებულია ჭადრაკისებულად. პირველი წრე არის ფორმაციის წრე, საბურავების და მუხრუჭების გასახურებლად და მანქანები კვალიფიკაციის დროს დაკავებულ პოზიციებზე რომ დადგნენ. ამ წრეზე გასწრება აკრძალულია.

ტესტები: ტესტ დღეების რაოდენობა შეზღუდულია. ასევე შეზღუდულია ავტოდრომზე DTM ტაქსით გასვლებიც. ტესტების დროს ვიდეო ჩანაწერები რეგისტრირებული უნდა იყოს DMSB-ში (Deutscher Motor Sport Bund) გერმანიის ავტო სპორტის ლიგაში.

საბურავები ყველა მძღოლს DTM-ის თითოეულ სარბოლო ეტაპის დღეებზე: თავისუფალ ვარჯიშზე, კვალიფიკაციაზე და რბოლაზე შეუძლია მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის Hankook Ventus სლიკების და წვიმის საბურავების გამოყენება. საბურავები გამოყოფილი იქნება ტექნიკური სტუარდების მიერ ეტაპის პირველ დღეს (პარასკევს). "რბილი" საბურავების კომპლექტი, რომელიც ერთხელ უნდა იქნეს გამოყენებული დაშვებულია მხოლოდ რბოლის დროს. კვალიფიკაციის შემდეგ გუნდებმა უნდა განაცხადონ თუ ორი ხელმისაწვდომი ვარიანტიდან რომელ ტიპის საბურავებით დაიწყებენ რბოლას.

DTM-ის 2013 წლის სეზონის კალენდარი
მოსკოვი დაემატა!!!



გუნდები და მრბოლელები

Mercedes-Bnez-ის გუნდში - DTM-ის ისტორიაში ყველაზე ახალგახრდა მრბოლელი Pascal Wehrlein.




განწყობისთვის




DTM-ის DRS-ის შესახებ:

 
 
Last Edit: 2013/05/04 17:36 By Yojik.
 
  The administrator has disabled public write access.
#56843
zemdeg (Admin)
kompressor power///
ადმინისტრატორი
Posts: 5326
graphgraph

ადგილმდებარეობა: Tbilisi დაბადების თარიღი: 1987-03-02 სქესი: მამრობითი zuradd
მანქანა: MB C32 AMG
გამოშვების წელი: 2002
ძრავი: 3.2
სახ. ნომ.: DOL 002
6 წელი, 1 თვე წინ; 2013/05/04 17:51
Karma: 31  
მოუთმენლად ველი პირველ რბოლას. წელს ცოტა მრბოლელი გვყავს მაგრამ ძირითადად საქმის გამკეთებლები
 
 
aaaangryyyy

  The administrator has disabled public write access.
#56848
Yojik (Admin)
MersoMania
ადმინისტრატორი
Posts: 11903
graph

ადგილმდებარეობა: Tbilisi, Georgia დაბადების თარიღი: 1980-11-16 სქესი: მამრობითი Yojikman Mercedes-benz Club Georgia
მანქანა: Mercedes-benz E Class Avantgarde
გამოშვების წელი: 1997
ძრავი: 2.4
სახ. ნომ.: YOJ-001
6 წელი, 1 თვე წინ; 2013/05/04 19:08
Karma: 103  
ბროლების საყურებელი ლინკები ვინც იცით დადეთ, მე რასაც გავიგებ გავდებ.
 
 
  The administrator has disabled public write access.
#56856
benco (Admin)
brembo
ადმინისტრატორი
Posts: 3157
graphgraph

ადგილმდებარეობა: Tbilisi დაბადების თარიღი: 1981-07-29 სქესი: მამრობითი beso7x7 www.mercedesclub.ge
მანქანა: Mercedes-Benz W201
გამოშვების წელი: 1993
ძრავი: 190E 2.3-16V
სახ. ნომ.: MY 190 MB
6 წელი, 1 თვე წინ; 2013/05/04 23:17
Karma: 26  
Yojik

კარმა ჩემგან

აქ არის პროგრამა

http://www.autoplustv.ru/teleprogram?week=next&date=2013-05-05

აქ არის LIVE...

http://tvali.eu/index.php?action=sat&channel=7
http://www.autocentre.ua/tv/
http://www.piranya.com/video-russia.php?from=aplus
http://tv.addvideo.ru/dir/tv_channels/online_tv/av

ხვალ 20:00 საათზე არის გახსნა
 
 
Last Edit: 2013/05/04 23:37 By benco.
 
  The administrator has disabled public write access.
#56858
Yojik (Admin)
MersoMania
ადმინისტრატორი
Posts: 11903
graph

ადგილმდებარეობა: Tbilisi, Georgia დაბადების თარიღი: 1980-11-16 სქესი: მამრობითი Yojikman Mercedes-benz Club Georgia
მანქანა: Mercedes-benz E Class Avantgarde
გამოშვების წელი: 1997
ძრავი: 2.4
სახ. ნომ.: YOJ-001
6 წელი, 1 თვე წინ; 2013/05/04 23:52
Karma: 103  
benco
QUOTE:
კარმა ჩემგან

მადლობა ძმაო
QUOTE:
აქ არის პროგრამა
http://www.autoplustv.ru/teleprogram?week=next&date=2013-05-05
აქ არის LIVE...
http://tvali.eu/index.php?action=sat&channel=7
http://www.autocentre.ua/tv/
http://www.piranya.com/video-russia.php?from=aplus
http://tv.addvideo.ru/dir/tv_channels/online_tv/av

და რომელიმეზე რომ რომ გადავახვიო და ისე უყურო ეგეც შეიძლება ხო?
აი კიდე ეს არის მაგარი საიტი aviatortv.org აქაც ყველა პონტში უნდა იყოს.
ასევე თვითონ DTM-ის საიტზეც არის პირდაპირში ყურების ვარიანტი მაგარია!
QUOTE:
ხვალ 20:00 საათზე არის გახსნა

ჩვენი დროით ხო?
.....
მაგრად გვიტევენ პირველია და გვეპატიება, მაგრამ მეტი ასეთი აღარ გვინდა!!!
დღევანდელი კვალიფიკაციის შედეგები:

.....
ჩემი მეგობარი ნიკო ესწრება გახსნას
 
 
Last Edit: 2013/05/05 00:05 By Yojik.
 
  The administrator has disabled public write access.
#56860
benco (Admin)
brembo
ადმინისტრატორი
Posts: 3157
graphgraph

ადგილმდებარეობა: Tbilisi დაბადების თარიღი: 1981-07-29 სქესი: მამრობითი beso7x7 www.mercedesclub.ge
მანქანა: Mercedes-Benz W201
გამოშვების წელი: 1993
ძრავი: 190E 2.3-16V
სახ. ნომ.: MY 190 MB
6 წელი, 1 თვე წინ; 2013/05/05 00:32
Karma: 26  
Yojik
QUOTE:
ჩვენი დროით ხო?


შენ რომელ დროს ეძახი "ჩვენ" დროს


აქაც არის? ადრე არიყო ხო საიტზე LIVE? ეს კარგია თუ ნაღდად არის საიტზე
http://www.dtm.com/
 
 
  The administrator has disabled public write access.
#56864
Yojik (Admin)
MersoMania
ადმინისტრატორი
Posts: 11903
graph

ადგილმდებარეობა: Tbilisi, Georgia დაბადების თარიღი: 1980-11-16 სქესი: მამრობითი Yojikman Mercedes-benz Club Georgia
მანქანა: Mercedes-benz E Class Avantgarde
გამოშვების წელი: 1997
ძრავი: 2.4
სახ. ნომ.: YOJ-001
6 წელი, 1 თვე წინ; 2013/05/05 01:33
Karma: 103  
benco
QUOTE:
შენ რომელ დროს ეძახი "ჩვენ" დროს

თბილისის დროით
QUOTE:
აქაც არის? ადრე არიყო ხო საიტზე LIVE? ეს კარგია თუ ნაღდად არის საიტზე
http://www.dtm.com/

ხომ მანდ არის, აწერია Livestream ეგრევე დაინახავ.
ხო ადრე არ იყო.
 
 
  The administrator has disabled public write access.
#56903
Yojik (Admin)
MersoMania
ადმინისტრატორი
Posts: 11903
graph

ადგილმდებარეობა: Tbilisi, Georgia დაბადების თარიღი: 1980-11-16 სქესი: მამრობითი Yojikman Mercedes-benz Club Georgia
მანქანა: Mercedes-benz E Class Avantgarde
გამოშვების წელი: 1997
ძრავი: 2.4
სახ. ნომ.: YOJ-001
6 წელი, 1 თვე წინ; 2013/05/05 16:40
Karma: 103  
აი კიდე ერთი ლინკი სადაც კვალიფიკაციაა და ჩვეულებრივ რბოლაც იქნება:
http://www.day.to/live-streaming/1/574667/may-5-20

დაწყებულია უკვე!!!!
მე ვერ ვუყურებ.... მერე რამე უნდა მოვახერხო...

შედეგებისგან თავი შევიკავოთ??? თუ როგორ ჯობია?
 
 
  The administrator has disabled public write access.
#56906
benco (Admin)
brembo
ადმინისტრატორი
Posts: 3157
graphgraph

ადგილმდებარეობა: Tbilisi დაბადების თარიღი: 1981-07-29 სქესი: მამრობითი beso7x7 www.mercedesclub.ge
მანქანა: Mercedes-Benz W201
გამოშვების წელი: 1993
ძრავი: 190E 2.3-16V
სახ. ნომ.: MY 190 MB
6 წელი, 1 თვე წინ; 2013/05/05 18:16
Karma: 26  
Yojik

ვერ ჩავრთე.. შენ ნახე?
 
 
  The administrator has disabled public write access.
#56926
Yojik (Admin)
MersoMania
ადმინისტრატორი
Posts: 11903
graph

ადგილმდებარეობა: Tbilisi, Georgia დაბადების თარიღი: 1980-11-16 სქესი: მამრობითი Yojikman Mercedes-benz Club Georgia
მანქანა: Mercedes-benz E Class Avantgarde
გამოშვების წელი: 1997
ძრავი: 2.4
სახ. ნომ.: YOJ-001
6 წელი, 1 თვე წინ; 2013/05/06 00:24
Karma: 103  
benco
QUOTE:
ვერ ჩავრთე.. შენ ნახე?

ვერც მე ვერ ვუყურე და ეხლა გამწარებული ვეძებ, თუ ვნახე გაგაგებინებთ და პირიქით

შედეგბი თუ იცით ვინმემ არ დადოთ!!!
 
 
  The administrator has disabled public write access.

Compartir en Facebook
Go to top პასუხის გაცემა
 
GEOENG
ბოლო წერილები
mercedesclub.ge амедиа щьц4u pitbull j balvin hey ma ft camila cabello ost История игрушек 4 ска...
Kottikcpi 17:28 - 20-06-2019
бесплатный объявление сайт
Kottikcpi 17:25 - 20-06-2019
Клуб анонимных киллеров фильм 2019 1080p
Kottikcpi 17:23 - 20-06-2019
юumercedesclub.geдё Человек-паук: Вдали от дома фильм 2019 720 смотреть...
Kottikcpi 17:19 - 20-06-2019