ესეიგი, გავაკეთე კომპრესორი, ზემოთ ხსენებულ გოჩასთან. რაღაც ბლოკი არისო დამწვარიო შეხედა თუ არა მითხრა..
მომთხოვა 150 და 120ლარად გააკეთა, 100ადაც თავისუფლად გააკეთებდა, პროსტა მე ვაჭრობაში მოვიკოჭლებ სამწუხაროდ.. ზუსტად მუშაობს რესტორან ბაბილოსთან რო შუქნიშანია, იმას რო გაცდები ყოფილი დიღმის ავტობაზრობისკენ, 100-200მეტრშია ეზო და იქ..
ეს გოჩა აკეთებს კიდე ჩიპიან გასაღებებს, მე მითხრა პროგრამის ჩაწერა თავისივე გასაღებით 250ლარი და მაგასაც დააკლებს სავარაუდოდ, 50 ლარს გასაღებისას ანგარიშობს.
მეტი ინფორმაციული რა დავწერო აღარ ვიცი, რო შეხედა, კომპრესორს დაგიბრიდავს ესო და გაწევაც არ ევარგებაო, ვერ დავაჯერე რო კარგად იწევდა, რო გააკეთა მერეც მეუბნეოდა ჩათვალე 30 ცხენისძალა მოგემატაო, მარა ფაქტია ისევ ისე დადის, პროსტა დაბალი აბაროტებიდან ცოტა უფრო ფიცხი გახდა, გაზს რო ჩავაჭერ ოდნავადაც ტურბოსავით იგრძნობა კომპრესორის გახსნა იმიტომაც ამ ჯერზე 13 ლიტრი გამომივიდა წვა, მთელი სანაპირო ვაწვალე და მერეც კიდე
მორჩა, მე მგონი დავამთავრე, კითხვები თუ იქნება, აგერ ვარ და გიპასუხებთ.