ჩემი კაბინეტი
გამარჯობა, სტუმარი
გთხოვთ რეგისტრაცია.    დაკარგეთ პაროლი?
Quick Log In
ძრავის კონსტრუქცია და ძირითადი სისტემები (1 ნახვა) (1) სტუმარი
Go to bottom პასუხის გაცემა Favoured: 0
თემა: ძრავის კონსტრუქცია და ძირითადი სისტემები
#2244
CHIBARA_AMG (Admin)
ეხლა ხანს აქ იყო
ადმინისტრატორი
Posts: 2064
graphgraph

ადგილმდებარეობა: თბილისი დაბადების თარიღი: 1984-04-02 სქესი: მამრობითი
მანქანა: 190E 2.3-16V
გამოშვების წელი: 1987
ძრავი: 2.3 K
12 წელი, 1 თვე წინ; 2010/12/16 00:59
Karma: 16  
თეორია, რომელიც უნდა იცოდეს თითოეულმა ავტომოყვარულმა. დარწმუნებული ვარ ბევრმა ისედაც იცის, მაგრამ მე მაინც დავწერ იმ ხალხისთვის, ვინც ჯერ-ჯერობით დამწყებია ავტოსამყაროში და ვისაც რეალურად აინტერესებს, როგორ მუშაობს ავტომობილი. კერძოდ, ძრავის კონსტრუქცია, შეზეთვის სისტემა, გაგრილების სისტემა, კვების სისტემა და ყველა ძირითადი დეტალი, რომელიც ამ სისტემებში შედიც.

დავიწყებ ძრავის კონსტრუქციიდან და მასში შემავალ ძირითად ნაწილებიდან.

ძრავი
ძრავი შესდგება მრუდხარა ბარბაცა მექნიზმისგან, რომლის შემადგენლობაში შედის შემდეგი დეტალები:
დგუში, დგუშის თითი, ბარბაცა, მუხლა ლილვი და მქნევარა. დავიწყოთ დგუშიდან:

დგუში (Поршень)

დგუშის დანიშნულებაა მიიღოს აირების წვის შედეგად წარმოქმნილი თბური ენერია და თითისა და ბარბაცას საშუალებით გადასცეს მუხლა ლილვს. დგუში ასევე ემსახურება დამხმარე ტაქტებს: შეშვება, შეკუმშვა, მუშა სვლა და აირების გაშვება.
დგუშის მუშაობის პირობები ხასიათდება დიდი მექანიკური და თბური დატვირთვებით, ამავე დროს იგი გადაადგილდება არათანაბარი სიჩქარით. ცილინდრის შუა ნაწილში სიჩქარე აღწევს მაქსიმუმს, ხოლო მკვდარ წერტილებში იგი ნულის ტოლია. აღნიშვნული პროცესი იწვევს ინერციას. მუდმივი ხახუნი დგუშისა და ცილინდრებს შორის იწვევს მექანიკურ ცვეთას. ზემოთ აღნიშნულის გამო დგუშის დასამზადებლად გამოყენებულ მასალას უნდა ჰქონდეს შემდეგი თვისებები:
-მაღალი მექანიკური სიმტკიცე და მდგრადობა დიდ ტემპერატურულ რეჟიმზე
-მაღალი ანტიფრიციული თვისება
- სითბოს კარგი გამტარეობა
-სწორხაზოვანი გაფართოების დაბალი კოეფიცენტი
-კოროზიული მდგრადობა
საავტომობილო მწარმოებლებში დგუშის დასამზადებლად ძირითადად იყენებენ ალუმინის შენადნობებს, იშვიათად თუჯს. ამჟამად მიდის აქტიური მუშაობა კერამიკული მასალისგან დგუშების დასანერგად. ალუმინის ნაკლები კუთრი წონის გამო მისგან დამზადებულ დგუშებს ინერციული დატვირთვა შემცირებული აქვთ. სითბოს კარგი გადაცემის შედეგად შემცირებულია თბური დაძაბულობა. დაბალი ხახუნის კოეფიცენტის გამო ნაკლებია შიდა დანაკარგები. ამავდოულად ალუმინის შენადნობიდან დამზადებულ დგუშებს აქვთ შემდეგი ნაკლოვანებები:
-თბური გაფართოების დიდი კოეფიცენტი
-არასაკმარისი ცვეთამედეგობა
-შედარებით მაღალი ღირებულება
თიჯისგან დამზადებულ დგუშებს აქვთ უფრო მაღალი სისალე, ცვეთადემედეგობა და მხურვალმტკიცობა და ამავ დროულად ხახოვანი გაფართოების თანაბარი კოეფიცენტი მასრებთან. აღნიშნული ფაქტორი იძლევა ღრიჩოს შემცირების საშუალებას. თუჯის ძირითადად უარყოფითი მხარე:
-შედარებით მაღალი კუთრი წონა, რაც ზრდის ინერციის ძალებს. ამიტომ შეუძლებელი ხდება მათი გამოყენება სწრაფსვლიან ძრავებში.

დგუშს აქვს შემამჭიდროებელი ნაწილი (თავი) ძრო და მიმმართველი ნაწილი (კალთა)
შემამჭიდროებელ ნაწილს აქვს არხები საკომპრესიო და ზეთჩამომწმენდი რგოლებისათვის. თითის დასამაგრებლად დგუშს აქვს კორძი.
დგუში მუშაობისას ცხელდება არათანაბრად. იმ მიზნით, რათა მოხდეს სხვადასხვა ხარისხით გაფართოების კომპენსირება, დგუშს აკეთებენ კონუსურს და ოვალურს. კორძების ღერძზე დიამეტრი ნაკლებია, ვიდრე მის პერპენდიკულარულად. ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ დიდი მეტალის მასა უფრო ინტენსიურად ფართოვდება, რადგან დგუშის ზედა ნაწილი უფრო მეტად ცხელდება. ამიტომ თავის დიამეტრი უფრო ნაკლებია ვიდრე კალთისა. სიმტკიცის გაზრდის მიზნით შიდა ნაწილში აკეთებენ სიხისტის წიბოებს, რომელნიც გარკვეულ წილად ხელს უწყობენ დგუშის თავიდან კალთაზე ტემპერატურის გადაცემას. იმისათვის, რომ სწორად მოხდეს დგუშის ცილინდრში ჩასმა მას უკეთებენ მისანიშნ ჭდეს. ასეთი ჭდე კეთდება დგუშის და ბარბაცას სწორად შეერთებისათვის.

დგუშის რგოლები (Поршневые Кольца)
[/url]
დგუშის რგოლები ავსებენ სივრცეს ცილინდრში. ისინი არ უშვებენ აირებს ძრავის კარტერში და ზეთს წვის კამერაში. დანიშნულების მიხედვით რგოლები არის შემამჭიდროვებელი (საკომპრესიო) და ზეთჩამომწმენდი.
საკომპრესიო რგოლები უზრუნველყოფენ წვის კამერაში სასურველი წნევის შექმნას. ზეთჩამომწმენდი რგოლები კი, ცილინდრის კედლებიდან ჩამოწმინდავენ ზეთს, რათა იგი არ მოხდეს წვის კამერაში.

რგოლებს ამზადებენ სპეციალური ლაგირებული თუჯის ან ფოლადისაგან. რგოლის გაჭრილ ნაწილს საკეთი ეწოდება. იგი შეიძლება იყოს სწორი, დახრილი ან საფეხურისებური. ჩვეულებრივ მდგომარეობაში რგოლის დიამეტრი აღემატება ცილინდრის შიდა დიამეტრს. მისი ჩასმა ხდება შეკუმშულ მდგომარეობაში. გეომატრიული ზომების გამო იგი მჭიდროთ ებჭინება ცილინდრის კედლებს. ამასთან აწყობილ მდგომარეობაში საკეთები 180 გრადუსით უნდა განლაგდეს, რაც კიდე უკეთ უწყობს ხელს წვის კამერაში სასურველი წნევის შენარჩუნებას. ზედა საკომპრესიო რგოლები მუშაობს უფრო რთულ პირობებში, ამიტომ ზედა რგოლებს ახდენენ ქრომირებას, მოლიბდენით დაფარვას, ხოლო დანარჩენი რგოლები იფარება კალით, რათა უკეთ მოხდეს მათი მიმუშავება ცილინდრის კედლებზე. ზეთჩამომწმენდი რგოლები შესდგება ბრტყელი დისკების და ორი გამფართოებლისაგან: ღერძული და რადიალური. დგუშის ამ არხს, სადაც მოთავსებულია ზეთჩამომწმენდი რგოლი, აქვს ხვრელები ზეთის გასატარებლად.

დგუშის თითი (Поршневой Палец)

დგუშის თითის დანიშნულებაა შეაერთოს დგუში ბარბაცასთან. თითს უდნა ჰქონდეს საკმარისი სიმტკიცე, რადგან მასზე მოდის მნიშვნელოვანი დატვირთვები, რომელნიც იცვლებიან, როგორც სიდიდით, ასევე მიმართულებით.

თითი წარმოადგენს მცირე ზომის ფოლადის მილს, რომელიც გადის ბარბაცას ზედა თავში და ბოლოებით ეყრდნობა კორძებს.
თითი მზადდება ნახშირბადოვანი ფოლდაისაგან, მას აწრთობენ და გარე ზედაპირს აპრიალებენ. თანამედროვე ავტომობილებში გამოიყენება ე.წ. მცოცავი ჩამაგრება, რაც გამოიხატება შემდეგში: თითი თავისუფლადაა ჩამაგრებული, როგორც ბარბაცას ზედა თავში, ასევე დგუშის კერძებში. თითს ღერძული გადაადგილებისაგან იცავს კერძების ღარაკებში ჩაყენებული საყრდენი რგოლები. მცოცავი თითი მთელ გარშემომწერილობაზე ცვდება თანაბრად.
ვინაიდან ალუმინის დგუშს და ფოლადის თითს აქვთ სხვადასხვა გაფართოების კოეფიცენტი, ამიტომ აწყობისას წინასწარ ახდენენ დგუშის გახურებას და ისე ხდება დგუშის თითისა და ბარბაცას აწყობა. ტემპერატურის დაწევის შედეგად თითი აღმოჩნდება დგუშშუ მჭიდროდ ჩასმული
ზოგიერთ ავტომობილებში ხდება თითის უძრავად ჩამაგრება, პრინციპში ასეთი თითი ცვდება არათანაბრად.

ბარბაცა (Шатун)

ბარბაცა აერთებს დგუშს მუხლა ლილვთან და დგუშის წინსვლის-უკუსვლის ძრაობას გარდაქმნის მუხლა ლილვის ბრუნვის ძრაობად. ასრულებს რთულ ძრაობას, ღებულობს დიდ დატვირთვას, რომლებიც იცვლებიან სიდიდით და მიმართულებით, რომ გაუძლოს ამ დატვირთვებს ბარბაცა უნდ აიყოს ხისტი, მტკიცე და ამავდოულად ინერციის ძალების შემცირების მიზნით - მსუბუქი.

ბარბაცა იშტამპება ფოლადისაგან და უკეთებენ თერმულ დამუშავებას ბარბაცას რერო აქ ორკესებრი კვეთი.
ბარბაცა შესდგება შემდეგი ნაწილისაგან: ზედა თავი, ღერო, ქვედა თავი/ ზედა თავი მთლიანია, ხოლო ქვედა თავი - ასაწყობი. ზედა თავში ჩასმულია ბრინჯაოს მილისა. ქვედა თავისა და მისი სახურავის დამუშავება ხდება ერთად და მისი გადაადგილება და შლა-აწყობის შედეგად არ შეიძლება. საკისრის როლს თავში ასრულებს სადები, რომელიც დამზადებულია მცირე ნახშირბადოვანი ფოლადის ლენტისგან, რომელიც დაფარულია ანტიფრიციული შენადნობისგან.
ბარბაცას ქვედა თავის სახურავს აქვს კიდო, რომელიც ჯდება სადაბის გამონაშვერში. ამიტომ აუცილებელია სადების შემობრუნება. ბარბაცას გვერდზე აქვს აღნიშვნა სადაც მითითებულია ბარბაცას ნომერი და წონა.

მუხლა ლილვი (Коленчатый Вал)

მუხლა ლილვი ღებულობს ენერგიას ბარბაცას საშუალებით და გადასცემს მაბრუნებელ მომენტს ტრანსმისიას. მუხლა ლილვს საშუალებით მოძრაობაში მოდის მთელი რიგი მექანიზმებისა.
მუხლა ლილვი მზადდება ლეგილებურ ფოლადისგან ან ჩამოსხმით მაღალხარისხოვანი თუჯისგან.
მუხლა ლილვის ძირითადი ყელები ბრუნავენ ძრავის კარტერში ჩასმულ სრიალით საკისრებზე. საბარბაცე ყელებზე შეერთებულია ბარბაცას ყველათავები. მუხლა ლილვის ყბა აერთებს ძირითად საბარბაცო ყელებს. გაუწონასწორებელი მასების დატვირთვისაგან საყრდენ საკისრებს იცავს საპირწონეები (Противовесы). მუხლა ლილვის წინა ნაწილში მოთავსებულია ყელი, რომელზეც ჯდება შკივი ან კბილი დამხმარე მექანიზმების ასაძრავად, ხოლო უკანა ნაწილში მილტური მქნევარას დასამაგრებლად.
მუხლა ლილვის ფორმა და ძირითადი საბარბაცე ყელების რაოდენობა დამოკიდებულია ცილინდრების რაოდენობისა და განლაგებაზე.
თუ გვაქვს ერთრიგა განლაგება, მაშინ ცილინდრების რაოდენობა და საბარბაცე ყელების რაოდენობა ტოლია, ხოლო V-ს მაგვარ ძრავში ცილინდრების რაოდენობა ორჯერ აღემატება საბარბაცე ყელების რაოდენობას. ძირითადი ყელების რაოდენობა სხვადასხვანაირია. თუ ყველა მომინჯნავე ძირითად ყელს შორის გვაქვს ერთი საბარბაცე ყელი, ასეთ შემთხვევაში ძირითადი ყელების რაოდენობა ერთით აღემატება საბარბაცებს. ასეთი მუხლა ლილვი არის სრულსაყრდენიანი. იგი გამოიყენება დიზელის ძრავებში და იმ კარბურატორიან ძრავებში, სადაც გვაქვს დიდი დატვირთვები არასრულსაყრდენიან მუხლა ლილვის შემთხვევაში ყოველ ორ მომინჯნავე ძირითად ყელს შორის გვაქვს ორი საბარბაცე ყელი. ასეთი კონსტრუქცია გამოიყენება ერთრიგა ძრავებში.
ცვეთამედეგობის გაზრდის მიზნით ძირითად და საბარბაცე ყელებს უტარებენ წრთობას. წონის შემცირების მიზნით კი ყელებს შიგნიდან აქვთ სიღრუე, რომელიც გამოიყენება შეზეთვისთვის. ერთერთ ძირითად ყელს უკეთდება საყელური ღერძული ფიქსაციისთვის. ამ მიზნით, რათა არ მოხდეს ძრავიდან ზეთის გამოდინება მუხლა ლილვის წინა და უკანა მხარეს აქვს ჩობალები.
მქნევარა (Маховик)

მქნევარა ამცირებს მუხლა ლილვის ბრუნვის უთანაბრობას. იგი აგროვებს ენერგიას მუშა სვლის დროს, ხოლო დამხმარე ტაქტებისას ამ ენერგიას გადასცემს მუხლა ლილვს. ცილინდრების რაოდენობის ზრდისას, იზრდება იმ ცილინდრთა რაოდენობა, რომლებშიც ერთდროულად ხდება მუშა ტაქტები. ამის შედეგად შესაძლებელი ხდება მქნევარას მასის შემცირება. მქნევარას ასხავენ თუჯისგან. იგი მაგრდება მუხლა ლილვის უკანა ნაწილზე. მქნევარას გარე ზედაპირი ასრულებს გადაბმულობის წამყვანი დისკის მოვალეობას, ხოლო მქნევარაზე ჩამოსხმული გვირგვინა კბილანა გამოიყენება ძრავის გაშვების სტარტერის საშუალებით.





კარბურატორიან ძრავის კვების სისტემა
კარბურატორიანი ძრავის კვების სისტემის დანიშნულებაა მომზადება სამუშაო ნარევის, რომელიც შესდგება საწვავის ორთქლისა და ჰაერისგან. მომზადებული ნარევი უნდა მიეწოდოს ცილინდრს და ასევე უნდა მოხდეს ცილინდრიდან ნამუშევარია აირების გამოდევნა.

ნახაზზე წარმოდგენილია პრინციპიალური სქემა კვების სისტემისა კარბურატორიანი ძრავით. საწვავი ავზიდან ფილტრ-სალექარის გავლით ბენზინის ტუმბოთი სუფთად მწმენდი ფილტრის შემდეგ მიეწოდება კარბურატორს. ამ უკანასკნელში ჰაერის ჰაერის ფილტრიდან შედის ჰაერიც. კარბურატორში მომზადებული ნარევი შემშვები მილსადენის გავლით მიეწოდება ცილინდრს. მილსადენში ხდება ნარევის ტემპერატურის დაწევა

საწვავის ტუმბო


საწვავის ტუმბო მიაწოდებს საწვავის საჭირო რაოდენობას ავზიდან კარბურატორის ტივტივა კამერას. საწვავის ტუმბო არის ელექტრონული და მექანიკური. ეს უკანასკნელი უმეტესად მემბრანის საშუალებით ახდენს საწვავის მიწოდების რეგულირებას. თანამედროვე ავტომობილებში უფრო ხშირად გამოიყენება ელექტრო ტუმბო, რომლის კანსტრუქციაზე და მუშაობის პრინციპზე არაფერი ვიცი, ამიტომ ავღწერ მამაპაპურ მექანიკურ ტუმბოს.
დამჭიმი ზამბარის საშუალებით მემბრანა იმყოფება უკიდურეს ზედა მდგომარეობაში, როდესაც მუშტას საშუალებით ბერკეტის მარჯვენა ბოლო აიწევა ზევით, მარცხენა მხარე ჩამოიწევა ქვევით ჩანგალისებური ბოლოს საშუალებით ღეროს ჩამოსწევს ქვევით. ამის შედეგად მემბრანა ჩამოიწევა ქვევით და მის თავზე წარმოიქმნება გაუხშოება. იხსნება შემომშვები სარქველი და შეიწოვება საწვავი. როდესაც ბერკეტის მარჯვენა ბოლოზე მუშტას ზემოქმედება შეწყდება ზამბარა მემბრანას გადაადგილებს ზევით, რაც მემბრანას ზედა სივრცეში წარმოქმნის წნევას, ამიტომ იხსნება გადამშვები სარქველი ( თავისთავად ცხადია, რომ შემშვები სარქველი იკეტება) და საწვავი მიეწოდება კარბურატორს.

იმ შემთხვევაში, როდესაც კარბურატორის ტივტივას კამერაში ნემსა შესასვლელ ხვრელს ჩაკეტავს, ბენზინის მიწოდება შეწყდება, მემბრანა დარჩება უკიდურეს ქვედა მდგომარეობაში. ამ დროს ბერკეტის რხევა ხორციელდება როგორც უქმი სვლა. როგორც კი ტივტივას კამერაში დონე დაიწევს და ნემსა გახსნის შემშვებ ხვრელს სამუშაო პროცესი წარიმართება ჩვეულებრივ, ზემოთ არნიშნულ თანმიმდევრობით.

უმარტივესი კარბურატორი


უმარტივესი კარბურატორი შესდგება ოთხი ძირითადი ნაწილისგან: ტივტივა, კამერა ტივტივათი, ჟიკლიორი, გამფრქვევი, დიფუზორი და სადროსელო მისაფარი.
ტივტივას კამერაში საწვავი შემოდის ტუმბოს საშუალებით. საკმარისი დონის მიღწევისას ნემსა კეტავს შემოსასვლელ ხვრელს და საწვავის მიწოდება წყდება.


P. S . პროფესორობას ჯობია გადახედონ ზოგიერთებმა და ძრავი და კერასინკა გაარჩიონ !!!!
 
 
Last Edit: 2010/12/16 18:18 By CHIBARA_AMG.
 
Unlike any other

The best or nothing!!!!


  The administrator has disabled public write access.
#2249
benco (Admin)
brembo
ადმინისტრატორი
Posts: 3152
graphgraph

ადგილმდებარეობა: Tbilisi დაბადების თარიღი: 1981-07-29 სქესი: მამრობითი beso7x7 www.mercedesclub.ge
მანქანა: Mercedes-Benz W201
გამოშვების წელი: 1993
ძრავი: 190E 2.3-16V
სახ. ნომ.: MY 190 MB
12 წელი, 1 თვე წინ; 2010/12/16 10:53
Karma: 26  
CHIBARA_AMG

ვაა შენ გენაცვალე!!!

კაი იყო!!

განსაკუთრებით ეს:

QUOTE:
P. S . პროფესორობას ჯობია გადახედონ ზოგიერთებმა და ძრავი და კერასინკა გაარჩიონ !!!!


გამანაწილებელი ლილვი და მუხლა ლილვი რომ დაუდო ვერგაარჩევს ხომ
 
 
Last Edit: 2010/12/16 10:55 By benco.
 
  The administrator has disabled public write access.
#2250
benco (Admin)
brembo
ადმინისტრატორი
Posts: 3152
graphgraph

ადგილმდებარეობა: Tbilisi დაბადების თარიღი: 1981-07-29 სქესი: მამრობითი beso7x7 www.mercedesclub.ge
მანქანა: Mercedes-Benz W201
გამოშვების წელი: 1993
ძრავი: 190E 2.3-16V
სახ. ნომ.: MY 190 MB
12 წელი, 1 თვე წინ; 2010/12/16 11:17
Karma: 26  
მოკლედ ესეთი ქართული ტერმინოლოგია ტექნიკაზე პირველად წავიკითხე ასე მეგონა სამედიცინო ოპერაციაზე იყო ბაზარი
 
 
  The administrator has disabled public write access.
#2256
zemdeg (Admin)
kompressor power///
ადმინისტრატორი
Posts: 5318
graphgraph

ადგილმდებარეობა: Tbilisi დაბადების თარიღი: 1987-03-02 სქესი: მამრობითი zuradd
მანქანა: MB C32 AMG
გამოშვების წელი: 2002
ძრავი: 3.2
სახ. ნომ.: DOL 002
12 წელი, 1 თვე წინ; 2010/12/16 14:32
Karma: 32  
CDI როგორ მუშაობს ეგ მაინტერესებს სადმე გარკვევით თუ ნახეტ ამის შესახებ მითხარით
 
 
aaaangryyyy

  The administrator has disabled public write access.
#2259
benco (Admin)
brembo
ადმინისტრატორი
Posts: 3152
graphgraph

ადგილმდებარეობა: Tbilisi დაბადების თარიღი: 1981-07-29 სქესი: მამრობითი beso7x7 www.mercedesclub.ge
მანქანა: Mercedes-Benz W201
გამოშვების წელი: 1993
ძრავი: 190E 2.3-16V
სახ. ნომ.: MY 190 MB
12 წელი, 1 თვე წინ; 2010/12/16 16:03
Karma: 26  
zemdeg

მაგაზე ორჯერ მაქვს დაწერილი სტატია! დავდე და თუ ვიპოვე კიდე დადებ!
 
 
  The administrator has disabled public write access.
#5857
StarDiagnoser (User)
Member Classic
Posts: 4
graphgraph

11 წელი, 11 თვე წინ; 2011/03/08 23:26
Karma: 0  
CHIBARA_AMG (Admin)
კარგია რომ განმანათლებელ საქმიანობას ეწევით საიტზე,გასაგებია რომ ტექსტი რუსულიდან არის თარგმნილი, მაგრამ ცუდია ის რომ პირდაპირ რუსულიდან გადმოგაქვთ, არ ჯობია დეტალები პირდაპირ ინგლისურიდან თარგმნოთ, ვიდრე რაღაც ბარბაცა шатун-ები. მაგალიტად ინგლისური connecting rod, piston,piston rings,camshaft,crunckshaft და სხვებს მოეძებმოს და დაინერგოს ქართული შესატყვისი აბრევიატურები. ეს ძნელი არ უნდა იყოს მითუმეტეს ინგლისური ენა სულ უფრო მოთხოვნადია.
 
  The administrator has disabled public write access.
#5858
StarDiagnoser (User)
Member Classic
Posts: 4
graphgraph

11 წელი, 11 თვე წინ; 2011/03/08 23:29
Karma: 0  
დროა რუსული ბარბარიზმები ამოვიღოთ ხმარებიდან, სასარგებლო რუსული საიტების და წყაროების ხმარების და გავრცელების საწინააღმდეგო კი არაფერი არ მაქვს.
 
 
Last Edit: 2011/03/08 23:30 By StarDiagnoser.
  The administrator has disabled public write access.
#5861
E63 ///AMG (User)
MERCEDES-BENZ ამით ყველაფერი ნათქვამია
Member Avantgarde
Posts: 2167
graphgraph

ადგილმდებარეობა: თბილისი,ვაჟა-ფშაველა დაბადების თარიღი: 1994-12-06 სქესი: მამრობითი GIOJGA GIOJGA
მანქანა: C32///AMG
გამოშვების წელი: 2002
ძრავი: 3.2K
სახ. ნომ.: GGIIOOO
11 წელი, 11 თვე წინ; 2011/03/08 23:32
Karma: 11  
StarDiagnoser
ელიავაზე რომ ინგლისური არავინ იცის
ამიტომ ინგლისურს მე მაგალითად ისევ რუსული ბარბარიზმები მირჩევნია
 
 
  The administrator has disabled public write access.
#5864
Bacho (Admin)
ადმინისტრატორი
Posts: 2268
graphgraph

ადგილმდებარეობა: თბილისი დაბადების თარიღი: 1975-07-31 სქესი: მამრობითი Sir_Bacho
მანქანა: W211
გამოშვების წელი: 2006
ძრავი: 2.0 CDI
სახ. ნომ.: WI 648 IW
11 წელი, 11 თვე წინ; 2011/03/08 23:46
Karma: 5  
E63 ///AMG
QUOTE:
ელიავაზე რომ ინგლისური არავინ იცის

ქართული ენა არის ჩვენი მშობლიური და ყველა დეტალს აქვს ქართული სახელი.

როდესაც მეორედ მოსვლა იქნება მსოფლიო უნდა ალაპარაკდეს ქართულადო და შენ ინგლისურზე ეჩალიჩები გადასვლას?
 
 
სულით თბილისელი ჯინსებიანი ყარაჩოღელი
სატანამ ვერ მიაგნო ქართულ სულს, ხოლო ქართველებმა მიაგნეს და გაანადგურეს
ქალი მძღოლების ფანი
когда у меня не было телевизора, я смотрел радио
Меня забыть невазможно, но и помнить тоже нелегко (c) MEXXX
ნაკბეჩი ვაშლის MP3 პლეერი
  The administrator has disabled public write access.
#5866
E63 ///AMG (User)
MERCEDES-BENZ ამით ყველაფერი ნათქვამია
Member Avantgarde
Posts: 2167
graphgraph

ადგილმდებარეობა: თბილისი,ვაჟა-ფშაველა დაბადების თარიღი: 1994-12-06 სქესი: მამრობითი GIOJGA GIOJGA
მანქანა: C32///AMG
გამოშვების წელი: 2002
ძრავი: 3.2K
სახ. ნომ.: GGIIOOO
11 წელი, 11 თვე წინ; 2011/03/09 00:16
Karma: 11  
Bacho
ეგ არ მიგულისმია,უბრალოდ ინგლისურად დაწერეთო და ინგლისურს ვგონებ ისევ რუსული სჯობს ამ საკითხში
 
 
  The administrator has disabled public write access.

Compartir en Facebook
Go to top პასუხის გაცემა
 
GEOENG
ბოლო წერილები
Топ продвижение товара
CleanWhania 20:18 - 08-02-2023
Seo продвижение топ
Whania 17:21 - 08-02-2023
Винни Пух: Кровь и мёд фильм 2023 отзывы кто смотрел
Kottikcpi 17:16 - 03-02-2023
скачать Человек-муравей и Оса: Квантомания на телефон kinotut скачать...
Kottikcpi 17:02 - 03-02-2023