ხალხო გამარჯობათ, კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ფორუმზე. თქვენი დახმარება მჭირდება, ამერიკიდან ჩამოვიყვანე ახალი C კლასი 240, ჰოდა დილერმა თავიდანვე ნაკაწრების მეტი არაფერი აქვსო და ისე აქო და ადიდა, რომ ჩამოვიდა, ლამის ყველაფერი გასაკეთებელი მაქვს

ჩემმა ძმამ წაიყვანა გუშინ რომელიღაც დიაგნოსტიკაზე და ასე უთხრეს, კარობკა არის დასაშლელიო და თუნუქის მასალით უნდა შეცვალოთო, რაც ახლა აქვს ისო. რადიატორის წყალს ერევა ზეთიო, თუ რაღაცეებიო, მოკლედ იმდენი რამე გვითხრეს, რომ აღარც კი მახსოვს. რას მირჩევთ, კიდევ გავაკეთებინო დიაგნოსტიკა, თუ პირდაპირ კარობკა დავაშლევინო და გავაკეთებინო? ან ვისთან მივიდე კარობკაზე

მართლა მკითხავებითაა სავსე აქაურობა და მირჩიეთ რა თქვენ შემოგევლეთ. გავწვალდი ძალიან
