ჩემი კაბინეტი
გამარჯობა, სტუმარი
გთხოვთ რეგისტრაცია.    დაკარგეთ პაროლი?
Quick Log In
Re:Mercedes-Benz ML 63 AMG 2013 (1 ნახვა) (1) სტუმარი
Go to bottom პასუხის გაცემა Favoured: 0
თემა: Re:Mercedes-Benz ML 63 AMG 2013
#40316
Merso (User)
othee
Member Avantgarde
Posts: 2314
graphgraph

ადგილმდებარეობა: othee დაბადების თარიღი: 1912-12-12 სქესი: მამრობითი other other
მანქანა: other
გამოშვების წელი: other
ძრავი: other
სახ. ნომ.: other
7 წელი, 4 თვე წინ; 2012/05/15 14:09
Karma: 21  
Mercedes-Benz ML 63 AMG 2013





ძველი თქმულება ამბობს: ‘’ რომ ძალიან ბევრი არასდროსაა საკმარისი’’. ეს ფრაზა ზუსტად შეეხება ახალი Mercedes–Benz ML63 AMG 2013–ის იდეას. აღნიშნული ყველგანმავალი ჯერ კიდევ 2011 წლის პირმშოა, მისი გაყიდვები, ხომ სწორედ 2011 წელს დაიწყო, და ML 350 საკმაოდ გაყიდვადი მოდელიც გახდა. თუმცა როდის ყოფილა რომ დაიმლერის ინჟინრები მიღწეულზე შეჩერებულან? არც არასდროს! ამიტომაც წარმოგიდგენთ სამქიმიანი ვარსკვლავის ახალ ფავორიტს Mercedes–Benz ML63 AMG 2013–ს.

გამოხმაურებები

კომპანია AMG–ს დირექტორთა საბჭოს წევრი Tobias Moers (რომელიც ასევე ხელმძღვანელობს AMG სატრანსპორტო საშუალებების განყოფილებას) აღნიშნავს, რომ Mercedes–Benz AMG–მ შექმნა ე.წ. ‘’ყველგანმავლების’’ მაღალეფექტური სეგმენტი და დღეისათვის აღნიშნულ საავტომობილო ხაზში გერმანული კონცერნი 15 მოდიფიკაციის პროდუქტს გვთავაზობს.
ეს უკვე უკვე გაცილებით მეტია და Daimler AG ამ მხრივ მსოფლიო ლიდერია. ვერც ერთი ჰიპერ ავტომწარმოებელი მას კონკურენციას ვერ უწევს. სწორედ აღნიშნული უნდა მივიჩნიოთ იმის მიზეზად რომ მოყოლებული 2011 წლიდან წინა წლებთან შედარებით AMG ნიშნით გამოშვებული ავტომანქანების გაყიდვებმა 7%-ით მოიმატა.

ძლიერი და კიდევ უფრო მძლავრი

რაც შეეხება ავტომობილის გულს – ესაა 5.5. ლიტრი მოცულობის V8 ტიპის ორმაგი ტურბირებული ძრავი. ე.წ. ‘’Bიტურბო’’, რომელიც 518 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 5.250 ბრუნს აკეთებს წუთში. თუმცა თუ თქვენთვის აღნიშნული საკმარისი არაა AMG Performance გთავაზობთ 550 ცხენისძალიან მოდიფიკაციას, რომელიც დღეს დღეობით ამ კლაში ყველაზე სწრაფი X5M–ის სრულფასოვან კონკურენტად უნდა ჩაითვალოს. ბავარიელი 555 ცხენისძალიანი აგრეგატით არის აღჭურვილი. როგორც ბევრსისთვის ასევე ჩემთვისაც გაუგებარია რატომ არ აქვს ახალ მერსედესს BMW-ზე თუნდაც ერთი ცხენის ძალით მეტი?!

აღნიშნულ სეგმენტში ახალ მერსედესს ასევე კონკურენციას გაუწევენ: Range Rover Sport Supercharged, Porsche Cayenne Turbo და Jeep Grand Cherokee SRT8.

პირდაპირი შეფრქვევის სისტემის წყალობით, V8–ს ეძლევა საშუალება მიაღწიოს 700NM მბრუნავ მომენტს 1.750–იდან 5000 ბრუნ წუთში დიაპაზონში. რაც შეეხება AMG Performance პაკეტს აქ მბრუნავი მომენტი 459 NM–ია, 2.000–იდან 5000 ბრუნ წუთში დიაპაზონში. საბაზისო ვერსიის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ–ია, ხოლო AMG Performance ვერსიისა კი 280 კმ/სთ. ორივე ნიშნული ელექტრონულადაა შეზღუდული. რაც შეეხება აჩქარებას საბაზისო მოდელი 100 კმ/სთ–მადე 4.8 წამში ჩქარდება, ხოლო AMG Performance–ის პაკეტით თქვენ მთელი 0.1 წამით უფრო ''სწრაფად'' აჩქარდებით და ეს ნიშნული 4.7 წამია. ავტომობილის დაუტვირთავი მასა 2260 კილოგრამს შეადგენს.





ML63 ბაზარზე ორგვარი დაგაცემათა კოლოფით იქნება წარმოდგენილი. ერთი ესაა: Speedshift Plus 7G-tronic slusher, რომელიც საკუთარ მისიას მშვენივრად შეასრულებს თუ თქვენ მოგიწევთ ავტობანზე სასიამოვნო სვლით გადაადგილება. ასევე აქ შევხვდებით სიჩქარის გადამრთველებს საჭის მექანიზმზე. აგრეთვე ავტომობილი აღჭურვილია ე.წ. ECO START/STOP, რომელიც შესანიშნავად მუშაობს ე.წ. Comfort Efficiency–ის რეჯიმში. მერსედესის ინჟინრების განცხადების აღნიშნული ტექნოლოგია საუკეთესოა, რამეთუ საშუალებას გვაძლევს შევამციროთ საწვავის ხარჯი 28%-ით. ML 63–ის საბაზისო ვერსიის წვის მაჩვენებელი ზუსტად ცნობილი ჯერ არ არის, თუმცა შერეულ ციკლში საშუალოდ ავტომობილი 13 ლიტრამდე ბენზინს მოიხმარს, რაც უთუოდ კარგი მაჩვენებელია ამ კალიბრის ავტოსათვის.

ავტომობილზე ასევე დამონტაჟდება სპეციალური ე.წ. ‘’რაზდატული’’ სიჩქარეთა კოლოფი ML63, 4MATIC – რომლის მეშვეობითაც მუდმივი ოთხმავალი სისტემა ანაწილებს სიმძლავრეს წინა და უკანა თვლებს შორის 40–60 %-ის შესაბამისად. ავტომობილი ასევე აღჭურვილია AIR MATIC ფუნქციით, რამეთუ აქ დამონტაჟებულია დამოუკიდებელი ამორტიზატორები, რომლებიც ზუსტად ითავსებენ ე.წ. ‘’დემპფირალურ’’ ფუნქციას, რაც გულისხმობს გზის უსწურობათა შეუმჩნევლად შთანთქმას. ასევე სიხისტის მიხედვით შეგვიძლია ამორტიზაცია ვარეგულიროთ ზაფხულში და ზამთარში. კომფორტის მაჩვენებელი იმართება სპეციალური სარეგულირო მოწყობილობით, რომელიც დამონტაჟებულია კონსოლზე. ასევე მისი მეშვეობით ხდება რეჟიმების არჩევა : Comfort, Sport, Sport+ და მექანიკური რეჟიმი.

ML 63 ასევე აღიჭურვა სტანდარტული, აქტიური წინა და უკანა მდგრადობის სტაბილიზატორებით, რომლებიც ავტომანქანის დასაშვებზე მეტად გადახრის შემთხვევაში ხელს უწყობენ წონის კუზაოზე ოპტიმალურად გადანაწილებას და ახდენენ აუტომობილის მძღოლის სიარულის მანერაზე ადაპტირებას. ეს ყოველივე განსაკუთრებით საგრძნობია მაღალ სიჩქარეებზე.

ხედი შიგნიდან




ავტომობილის ინტერიერი გაწყობილია შავი-ალუმინით მოპირკეთებული ტორპედოთი, საჭით, ასევე საკმაოდ ინფორმატიული მაჩვენებელთა დაფითა და სპილოს ძვლის ფერი ტყავის სალონით. რომელზედაც მორგება არც ერთი ტიპის ადამიანს არ გაუჭირდება. საუკეთესოა იგი გრძელ მოგზაურობებში გამოსაყენებლად. სავარძლები ყველა ვინტილირებადია. სალონში საკმაოდ დიდი ფართია, და კიდევ ერთხელ მტკიცდება გმონათქვამი: ‘’სისწრაფე კომფორტის ხარჯზე არ არსებობს’’. – ეს ხომ მერსედესის დევიზია.
ავტომობილის სალონის და კონსოლის დაპროექტებაზე მერსედესის / AMG-ის მთელი ჯგუფი მუშაობდა. ყველაფერი გეომეტრიული სიზუსტითაა შერჩეული და გაკეთებული. მანქანა აღჭურვილია Bang&Olufsen BeoSound–ის 14 დინამიკიანი აუდიო სუპერ კლასის აკუსტიკით. ჰარმან/კარდონ – მესედესისთვის უკვე წარსული სიტყვაა.

2013 Mercedes – Benz ML63 AMG საბაზრო ფასი 102.865$ დაიწყება.

სტატია უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით თარგმნა და მოამზადა დავით დოლიძემ სპეციალურად Mercedesclub.ge - სათვის.

წყარო : www.autointerview.ru
 
 
Last Edit: 2012/05/16 18:03 By Yojik.
  The administrator has disabled public write access.
#47845
Yojik (Admin)
MersoMania
ადმინისტრატორი
Posts: 11906
graphgraph

ადგილმდებარეობა: Tbilisi, Georgia დაბადების თარიღი: 1980-11-16 სქესი: მამრობითი Yojikman Mercedes-benz Club Georgia
მანქანა: Mercedes-benz E Class Avantgarde
გამოშვების წელი: 1997
ძრავი: 2.4
სახ. ნომ.: YOJ-001
6 წელი, 10 თვე წინ; 2012/11/12 00:28
Karma: 103  
მაგრად მომწონს რა ეს მოდელი + AMG
 
 
  The administrator has disabled public write access.

Compartir en Facebook
Go to top პასუხის გაცემა
 
GEOENG
ბოლო წერილები
К звёздам скачать онлайн mercedesclub.ge
Kottikcpi 10:05 - 15-09-2019
mercedesclub.ge Рэмбо 5: Последняя кровь смотреть и без регистрации скачать...
Kottikcpi 09:59 - 15-09-2019
взлом игры сокровище пиратов вк
Kottikcpi 08:45 - 15-09-2019
Re:Bon Marche Rivastigmine Drogue
Prastitnya 08:34 - 15-09-2019