Brabus E V12 / T V12 (W210) - 1996 წლის მსოფლიოს უსწრაფესი სედანი და უნივერსალი
W210 BRABUS E V12, ავტმობილია, რომელიც გინესის რეკორდის წიგნის ეგიდით თავის დროზე დასახელებულ იქნა მსოფლიოს უსწრაფეს ოთხკარიან სედანად. სადაო არაფერია, BRABUS E V12 – ის ბაზა გახლავთ W210 - ის კუზაო, თუმცა გარდა კუზაოსი ამ ავტომობილს სტანდარტული ‘’მრგვალფარასი’’ თითქმის არაფერი გაააჩნია. E V12 აღიჭურვა V12 ტიპის ძრავით, რომლის საბაზისო პროტოტიპიც SL კლასში იდგა, თუმცა ძრავმა მნიშვნელოვანი მოდიფიკაციებიც განიცადა, საბოლოო შედეგი – განსაცვიფრებელი 582 ცხენის ძალა და 5705 lb-ft ე.წ. ‘’თორქი’’, მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ-ზეა ელექტრონულად შეზღუდული. სწორედ ამ მაჩვენებლების გამო ავტოკრიტიკოსებმა E V12 ისეთი სპორტული გიგანტების გვერდით დააყენეს, როგორებიცაა Lamborghini Diablo, Ferarri 550 Maranello, და Dodge Viper. მერსედესის ტრადიცია გრძელდება – აღნიშნული ავტომობილი აღჭურვილია გამაგრებული, ხუთ სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, რომელიც სპეციალურად აღნიშნული ავტომობილისათვის შემუშავდა.
დამატებით BRABUS E V12 აღიჭურვა ASR (anti-slip-regulation) და ESP(driving stability system) - ებით. ავტომობილის შასი კომპანია ბრაბუსის მიერაა შექმნილი, სპორტულობა და კომფორტი მერსედესის უკომპრომისო კომბინაცია, აღნიშნულ ავტომობილში საუკეთესოდ არის შერწყმული. რაც შეეხება ინტერიერს აქ ვხვდებით, ძვირფას ტყავს დამუშავებულს ე.წ. ‘’BRABUS Mastik’’ - ის მეშვეობით. ყველაფერი ბუნებრივია, არანაირ ქიმიურ მინარევებს ავტომობილის ინტერიერში ვერ შევხვდებით. ასევე ავტომობილს გააჩნია მაღალი კლასის HiFi სისტემა, CD - Changer კონტროლი და უმაღლესი კლასის აუდიო სისტემა.
ერთი შეხედვით E V12 სტანდარტულ W210 - ს წააგავს, თუმცა მისი მართვისთანავე ვხვდებით თუ რა შესანიშნავ და ექსკლუზიურ ქმნილებასთან გვაქვს საქმე.
აღსანისნავია, რომ სედანთან ერთად ბრაბუსმა გამოუშვა უნივერსალის ტიპის - T V12 მოდელიც, რომელიც ასევე ‘’რეკორდმეისტერი’’ გახდა, ის იყო მსოფლიოს უსწრაფესი უნივერსალი, რომელმაც მაქსსმალური სიჩქარე 320 კმ/სთ დააფიქსირა. პირველი T V12 1996 წელს გამოვიდა და იგი 457.700 გერმანული მარკა ღირდა.
აუცილებელია შევეხოთ EV12 – ის გულს, V12 ტიპის 7.3 ლიტრი მოცულობის ძრავს, ეს არის მერსედესის 6.0 ლიტრიანი V12 ძრავი რომლის მოცულობა გაზრდილია 7.3 ლიტრამდე, იგი გამოსცემს 582 ცხენის ძალას (482kw) და მისი ბრუნავი მომენტი აღწევს 6000rpm - ემს, აკომპანირებულია რა 570 b-ft თორქით 4000 rpm – ზე. ძრავის ზუსტი მოცულობაა 7255 cc და მასში ბრაბუსმა შეიტანა შემდეგი ცვლილებები: შეცვლიალია ე.წ. ‘’გალოვკა’’, ცილინდრების მოცულობა გაზრდილია, ასევე დამონტაჟდა ე.წ.ახალი ‘’კლაპნები’’, შეიცვალა კოლექტორების სისტემა, ასევე კატალიზატორებისა და მაყუჩების სისტემები. მთლიანი ძრავი აწყობილია ხელით და მიუხედავად ასეთი სიმძლავრისა სრულად პასუხობს EC სტანდარტებს.
რაც შეეხება უნივერსალს T V12 მოდელი აღჭურვილი იყო Michelin MXX3 245/40 ZR 18 ბორბლებით წინ და 285/30 ZR 18 უკანა თვლებზე. რათქმა უნდა იმისათვის რომ ავტომობილის დამუხრუჭება პრობლემა არ ყოვილიყო, BRABUS – მა იზრუნა სამუხრუჭე სისტემის სრულყოფაზე. როგორც სედანი ისე უნივერსალი აღიჭურვა საკმაოდ დიდი, სპეციალური შენარევებისაგან დამზადებული თვითვინტილირებადი საყრდენი დისკებით, ე.წ. ''ოთხპორშნიანი'' სისტემით. ასევე უნივერსალმა განიცადა ვიზუალური ცვლილებები რათა იგი მდგრადი გამხდარიყო, დაიხვეწა რა ავტომობილის აეროდინამიკა, მასზე დამატებით დამონტაჟდა ფრთები, ე.წ. ''სპოილერები'', რომლებიც ამცირებდნენ ჰაერის ნაკადის ავტომობილის ქვემოდან სვლას. აგრეთვე ორივე მოდელი აღიჭურვა BRABUS – ის ორლულიანი მაყუჩით.
როგორც უმრავლესობა BRABUS - ის მოდელებისა E V12 და T V12 მხოლოდ შეკვეთით მზადდებოდა, კომპანია მომხმარებელს საშუალებას აძლევდა თავად აერჩია ფერი, ოფციები, ა.შ. და ჰყოლოდა ექსკლუზიური ავტომობილი.
ბოლოს მინდა ვთქვა, რომ W210 E V12 და T V12 - ების შექმნით ბრაბუსმა ერთგვარი საფუძველი ჩაუყარა სტანდარტული E კლასების უსწრაფეს ავტომობილებად გარდაქმნას, აღნიშნულს მოჰყვა შემდეგ უკვე W211 – ისა და W212 - ის BRABUS - ის ვერსიები.
ტექნიკური მახასიათებლები :
საბაზისო ფასი : 457.700 გერმანული მარკა;
ძრავის განლაგება, წამყვანი თვლები : კუზაოს წინა მხარე, შუა ნაწილი, წამყვანი თვლები უკანა;
ძრავის ტიპი : V12,48 ''კლაპნიანი'', DOHC;
გადაცემათა კოლოფი : 5 საფეხურიანი ავტომატი;
პრეზენტაციის თარიღ : 1996 წელი;
ქვეყანა : გერმანია;
დაუტვირთავი, სუფთა წონა : 1800 კილოგრამი;
სიმძლავრე : Brabus E V12 - 582@6000 და T V12 - 570@4000;
0-100 მადე აჩქარება : Brabus E V12 - 4.5 წამი, T V12 - 4.9 წამი;
მაქსიმალური სიჩქარე : Brabus E V12 – 330კმ/სთ, T V12 – 320კმ/სთ.
სტატია მოამზადა დავით დოლიძემ სპეციალურად Mercedesclub.ge-სათვის.