მოგესალმებით! 1 კვირის წინ გავხდი ცლს 550-ის მფლობელი (2008 წლის, იაპონური, 58,000 კმ გარბენი, M273 ძრავი). სანამ შევიძენდი ცენტრში შევამოწმე და ყველაფერი კარგი აქვსო. ერთადერთი რაც დავაკვირდი ცივზე დაქოქვისას თავიდან 1-2 წამი აქვს დიზელის ძრავის მსგავსი ხმა (რა თქმა უნდა ბევრად ჩუმი), ასევე ეს ხმა აქვს იმ შემთხვევაშიც თუ 1-2 საათი დააყენებ და შემდეგ დაქოქავ... თუ იმ მომენტში ჩააქრობ და ისევ დაქოქავ ეგ ხმა აღარ აქვს, როგორც ვხვდები ზეთი ამოაქვს (წნევას ქმნის), მაგრამ არ ვიცი ეგ პრობლემაა თუ არა

) თუ გაქვთ გამოცდილება იქნებ გამიზიაროთ.
მადლობა წინასწარ