Mercedes - Benz E63 AMG 2014 Year Model - გერმანული ავტოგიგანტის ბიზნეს კლასის ახალი ფავორიტი
0cd7ae9f2d20.jpg კომპანია Mercedes – Benz - მა ოფიციალურად დაანონსირა E63 AMG - ის, ახალი ‘’დაკუნთული’’, 2014 წლის მოდელი. ავტომობილის Live პრემიერა 2013 წელს ქალაქ დეტროიტის ავტოსალონზე გაიმართება. Mercedes - Benz E63 AMG 2014 წარმოდგენილი იქნება 2 ტიპით: სედანი და უნივერსალი. ახალი ბენცის ექსტერიერი უფრო ექსტრემალურია. სილუეტზე გამოიკვეთა აგრესიული წინა მხარე, ახალი ფორმის დიოდებით გაწყობილი ფარები, უნიკალური დიზაინის ცხაური. სახეზეა AMG - ინოვაციური დიზაინი: ყურადღებას იქცევს დაუნდობელი იერსახის წინა ე.წ. ‘’ბამპერი’’ დიდი მოცულობის ჰაერმშთანთქმელი ჭრილებით.

მათ საშუალებით ავტომობილი აეროდინამიურობის ოპტიმალურ ნიშნულს აღწევს. ამდენად აეროდინამიურობის გასაუმჯობესებლად ავტომობილის ექსტერიერში ასევე შევხვდებით სპეციფიკური ფორმის ფრთებსა და საბარგულის სახურავის სპოილერისამებრ დაბოლოებას. დამატებითი ოფციის სახით შემოთავაზებულია კარბონის გვერდითი სარკეების ხუფები, ასევე კარბონში გაწყობილი აეროდინამიური ელემენტები და ძრავის კარბონის ხუფი. აღსანიშნავია განახლებული უკანა ე.წ. ''ბამპერი'', ''დიფუზორი'' და ოთხმაგი გამოსაბოლქვი სისტემა თითოეული დაბოლოებული ტრაპეციისებრი ქრომირებული ჭრილებით. 7c54259ea55f.jpg                                                                  ავტომობილზე დამონტაჟდება ახალი ფორმის დისკები, შესაბამისი რეზინით. ახალი AMG - ის საბაზისო კომპლექტაცია ოფციონალურად საკმაოდ მდიდარია. ყველაფერთან ერთად მას შეუძლია სვლისა და სიჩქარის გაუმჯობესებული მაჩვენებლებითაც დაიკვეხნოს. აგრეთვე ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციად მწარმოებლის მხრიდან შემოთავაზებულია სრული ამძრავი, Mercedes – Benz - ის საფირმო 4 Matic სისტემა.  

1a2c89e2d310.jpg

ახალი Mercedes - Benz E63 AMG აღჭურვილია 5.5 ლიტრი მოცულობის ორმაგი ტურბირებული V8 ტიპის ძრავით, რომლის სიმძლავრეც 557 ცხენის ძალას შეადგენს 5500 ბრუნ წუთში. ეს აგრეგატი გამოიმუშავებს 720 NM - ს 1750 – 5250 ბრუნების დიაპაზონში. ავტომობილზე ტრანსმისიის სახით დამონტაჟებულია AMG - ის შვიდ საფეხურიანი სპორტული, ავტომატური გადაცემათა კოლოფი - AMG Speedshift MCT. კოლოფს მუშაობის ოთხი რეჟიმი გააჩნია : - ჩვეულებრივი (Controlled Efficiency); - სპორტული (Sport); - სპორტ პლიუსი (Sport Plus) და მექანიკური (Manual). უკანა ამძრავიანი, RWD ტიპის სედანი 0 - იდან 100 კმ/სთ - მდე 4.2 წამში ჩქარდება. ამასთანავე ავტომობილის საწვავის ხარჯის მაჩვენებელი შერეულ ციკლში საშუალოდ 9.8 ლიტრ ბენზინს შეადგენს 100 კილომენტრზე. გამონაბოლქვის ოდენობა (CO2) კი 230 გ./კმ. - ს არ აღემატება. 

7bb0ee6f40b5.jpg

კიდევ უფრო შთამბეჭდავი დინამიურობის მაჩვენებლების დემონსტრირებას ახდენს Mercedes - Benz E63 AMG - ის სრულ ამძრავიანი, AWD – 4 Matic მოდიფიკაცია. აქ მთლიანი მაბრუნებელი მომენტის 33% წინა თვლებს გადაეცემა, ხოლო 67% - ის დატვირთვა კი უკანა ღერძზე მოდის. 4 Matic სედანი 0 – 100 კმ - სთ - მდე სულ რაღაც 3.7 წამში ჩქარდება, ხოლო უნივერსალი კი იგივე სიჩქარეს 3.8 წამში ავითარებს. Mercedes - Benz E63 AMG სტანდარტული 4 Matic - ის საწვავის ხარჯი შერეულ რეჟიმში 10.3 ლიტრია, ხოლო უნივერსალისა კი 10.5 ლიტრი. CO2 - ის მაჩვენებლები კი ასეთია : სედანი - 242გ./კმ. ხოლო უნივერსალი კი 246 გ./კმ.   

989ea5f087aa.jpg

ახლა კი უნდა აღვნიშნოთ E63 AMG - ის საუკეთესო მოდიფიკაცია. ესაა Mercedes - Benz E63 AMG 4 Matic S მოდელი, რომელიც კიდევ უფრო მეტი სიმძლავრით გამოირჩევა. იგი გამოიმუშავებს 585 ცხენის ძალას 5500 ბრუნ - წუთ დიაპაზონში და 800 NM – ს მაბრუნებელ მომენტს 1750 – 5000 ბრუნვათა რიცხვის ინტერვალში. ასეთი აგრეგატით ავტომობილი, სედანი 0 – 100 კმ - სთ - ს 3.6 წამში კრეფს, ხოლო უნივერსალი კი იგივეს 3.7 წამს ანდომებს. საწვავის ხარჯი ორივე ტიპის კუზაოს ავტომობილზე ჩვეულებრივი Mercedes - Benz E63 AMG 4 Matic მოდელის ანალოგიურია.

5f9908a866d9.jpg

Mercedes - Benz E63 AMG - ის ყველა ვერსიის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ - ის ნიშნულზეა ელექტრონულად შეზღუდული. ავტომობილი ეკოლოგიურობის თვალსაზრისით სრულად შეესაბამება Euro – 6 - ის სტანდარტებს, რომლებიც ძალაში 2015 წლიდან შევა.

75f38b516986.jpg

გარდა მძლავრი აგრეგატისა, ბიზნეს კლასის ‘’დაკუნტული’’ E კლასი ასევე მიიღებს : სამსაფეხურიან კურსის სტაბილურობის (ESP) სისტემას, ე.წ. Start – Stop ავტომატურად მართვად ფუნქციას, ცილინდრების ავტომატურად გამოთიშვის ფუნქციას, თვითბლოკირებად დიფერენციალს, მოდიფიცირებულ, ადაპტირებად სპორტულ დაკიდებას - AMG Ride Control, მუშაობის სამი რეჟიმით : (Comfort, Sport, Sport +). ასევე მაღალეფექტურ 360 მმ დიამეტრის სამუხრუჭე თვლებს 6 პორშნიანი სუპორტებით წინა თვლებზე და 4 პორშნიანი სუპორტებით უკანა თვლებზე. რაც შეეხება Mercedes - Benz E63 AMG 4 MATIC S მოდელს, მასზე დამონტაჟდება 40% უფრო მსუბუქი სამუხრუჭე სისტემა, რაც გულისხმობს, 402 მმ დიამეტრის კერამიკულ სამუხრუჭე თვლებს და AMG - ის საფირმო სუპორტებს ზედ დატანილი AMG Carbon Ceramic - ის ლოგოტიპის გამოსახულებით. E63 AMG, 4 MATIC - ის სტანდარტულ მოდელზე მიყენებული იქნება 18 დიუმიანი 10 ქიმიანი დისკები, წინა თვლებზე 255/40 - ზე რეზინით, ხოლო უკანა თვლებზე კი 285/35 - ზე რეზინით. რაც შეეხება E63 AMG 4 MATIC S მოდელს, იგი მიიღებს 19 დიუმიან დისკებს, წინ 255/35 ხოლო უკან კი 285/30 ზომის საბურავებით.

cb29bc37f1a8_1.jpg

ავტომობილის ინტერიერი, სალონი უმაღლესი კლასის გემოვნებითაა გაწყობილი. აქ შევხვდებით საუკეთესო ხარისხის პერფორირებული ტყავის მასალას. შავი ლაქით დაფარულ ჩადგმულ დეტალებს, რომლებიც შეკვეთს შემთხვევაში შესაძლებელია კარბონის ანალოგით შეიცვალოს. ასევე ყურადღებას იქცევს ალუმინის სატერფულები და გვერდითა კარებების ჩარჩოს ალუმინით გაწყობილი ხუფები. საბაზისო კომპლექტაციის E63 საკუთარ თავში აერთიანებს ყველა თანამედროვე ელექტრონულ აღჭურვილობას. მათ შორის არის ანტისაავარიო სისტემაც. ოფციის სახით ასევე შემოთავაზებულია Bang & Olufsen - ის ფირმის High – End კლასის აუდიო სისტემაც.

8d14706f57c1.jpg e2cae0d59e85_1.jpg

სტატია მომზადებულია Auto Press Agency (APA) - ის მიერ. 

 
GEOENG
წევრობა
photo
ბოლო წერილები
Re:W204
Yojik 11:46 - 12-12-2017
Re:W204
matrix 11:07 - 12-12-2017
Re:დახმარების ოთახი (საერთო თემა) 6
Yojik 07:56 - 12-12-2017
Re:დახმარების ოთახი (საერთო თემა) 6
1nhale 21:11 - 11-12-2017