Mercedes-Benz ML 63 AMG 2013

 b4675cc9476f.jpg ძველი თქმულება ამბობს: ‘’ რომ ძალიან ბევრი არასდროსაა საკმარისი’’. ეს ფრაზა ზუსტად შეეხება ახალი Mercedes–Benz ML63 AMG 2013–ის იდეას. აღნიშნული ყველგანმავალი ჯერ კიდევ 2011 წლის პირმშოა, მისი გაყიდვები, ხომ სწორედ 2011 წელს დაიწყო, და ML 350 საკმაოდ გაყიდვადი მოდელიც გახდა. თუმცა როდის ყოფილა რომ დაიმლერის ინჟინრები მიღწეულზე შეჩერებულან? არც არასდროს! ამიტომაც წარმოგიდგენთ სამქიმიანი ვარსკვლავის ახალ ფავორიტს Mercedes–Benz ML63 AMG 2013–ს.

გამოხმაურებები

კომპანია AMG–ს დირექტორთა საბჭოს წევრი Tobias Moers (რომელიც ასევე ხელმძღვანელობს AMG სატრანსპორტო საშუალებების განყოფილებას) აღნიშნავს, რომ Mercedes–Benz AMG–მ შექმნა ე.წ. ‘’ყველგანმავლების’’ მაღალეფექტური სეგმენტი და დღეისათვის აღნიშნულ საავტომობილო ხაზში გერმანული კონცერნი 15 მოდიფიკაციის პროდუქტს გვთავაზობს.
ეს უკვე გაცილებით მეტია და Daimler AG ამ მხრივ მსოფლიო ლიდერია. ვერც ერთი ჰიპერ ავტომწარმოებელი მას კონკურენციას ვერ უწევს. სწორედ აღნიშნული უნდა მივიჩნიოთ იმის მიზეზად რომ მოყოლებული 2011 წლიდან წინა წლებთან შედარებით AMG ნიშნით გამოშვებული ავტომანქანების გაყიდვებმა 7%-ით მოიმატა.

ძლიერი და კიდევ უფრო მძლავრი

რაც შეეხება ავტომობილის გულს – ესაა 5.5. ლიტრი მოცულობის V8 ტიპის ორმაგი ტურბირებული ძრავი. ე.წ. ‘’Bიტურბო’’, რომელიც 518 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 5.250 ბრუნს აკეთებს წუთში. თუმცა თუ თქვენთვის აღნიშნული საკმარისი არაა AMG Performance გთავაზობთ 550 ცხენისძალიან მოდიფიკაციას, რომელიც დღეს დღეობით ამ კლაში ყველაზე სწრაფი X5M–ის სრულფასოვან კონკურენტად უნდა ჩაითვალოს. ბავარიელი 555 ცხენისძალიანი აგრეგატით არის აღჭურვილი. როგორც ბევრსისთვის ასევე ჩემთვისაც გაუგებარია რატომ არ აქვს ახალ მერსედესს BMW-ზე თუნდაც ერთი ცხენის ძალით მეტი?!

აღნიშნულ სეგმენტში ახალ მერსედესს ასევე კონკურენციას გაუწევენ: Range Rover Sport Supercharged, Porsche Cayenne Turbo და Jeep Grand Cherokee SRT8.

პირდაპირი შეფრქვევის სისტემის წყალობით, V8–ს ეძლევა საშუალება მიაღწიოს 700NM მბრუნავ მომენტს 1.750–იდან 5000 ბრუნ წუთში დიაპაზონში. რაც შეეხება AMG Performance პაკეტს აქ მბრუნავი მომენტი 459 NM–ია, 2.000–იდან 5000 ბრუნ წუთში დიაპაზონში. საბაზისო ვერსიის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ–ია, ხოლო AMG Performance ვერსიისა კი 280 კმ/სთ. ორივე ნიშნული ელექტრონულადაა შეზღუდული. რაც შეეხება აჩქარებას საბაზისო მოდელი 100 კმ/სთ–მადე 4.8 წამში ჩქარდება, ხოლო AMG Performance–ის პაკეტით თქვენ მთელი 0.1 წამით უფრო ''სწრაფად'' აჩქარდებით და ეს ნიშნული 4.7 წამია. ავტომობილის დაუტვირთავი მასა 2260 კილოგრამს შეადგენს. 76499a7f0bac.jpg              ML63 ბაზარზე ორგვარი დაგაცემათა კოლოფით იქნება წარმოდგენილი. ერთი ესაა: Speedshift Plus 7G-tronic slusher, რომელიც საკუთარ მისიას მშვენივრად შეასრულებს თუ თქვენ მოგიწევთ ავტობანზე სასიამოვნო სვლით გადაადგილება. ასევე აქ შევხვდებით სიჩქარის გადამრთველებს საჭის მექანიზმზე. აგრეთვე ავტომობილი აღჭურვილია ე.წ. ECO START/STOP, რომელიც შესანიშნავად მუშაობს ე.წ. Comfort Efficiency–ის რეჯიმში. მერსედესის ინჟინრების განცხადების აღნიშნული ტექნოლოგია საუკეთესოა, რამეთუ საშუალებას გვაძლევს შევამციროთ საწვავის ხარჯი 28%-ით. ML 63–ის საბაზისო ვერსიის წვის მაჩვენებელი ზუსტად ცნობილი ჯერ არ არის, თუმცა შერეულ ციკლში საშუალოდ ავტომობილი 13 ლიტრამდე ბენზინს მოიხმარს, რაც უთუოდ კარგი მაჩვენებელია ამ კალიბრის ავტოსათვის.

mercedes-benz-ml63_amg_2012_800x600_wallpaper_1c.jpg
ავტომობილზე ასევე დამონტაჟდება სპეციალური ე.წ. ‘’რაზდატული’’ სიჩქარეთა კოლოფი ML63, 4MATIC – რომლის მეშვეობითაც მუდმივი ოთხმავალი სისტემა ანაწილებს სიმძლავრეს წინა და უკანა თვლებს შორის 40–60 %-ის შესაბამისად. ავტომობილი ასევე აღჭურვილია AIR MATIC ფუნქციით, რამეთუ აქ დამონტაჟებულია დამოუკიდებელი ამორტიზატორები, რომლებიც ზუსტად ითავსებენ ე.წ. ‘’დემპფირალურ’’ ფუნქციას, რაც გულისხმობს გზის უსწურობათა შეუმჩნევლად შთანთქმას. ასევე სიხისტის მიხედვით შეგვიძლია ამორტიზაცია ვარეგულიროთ ზაფხულში და ზამთარში. კომფორტის მაჩვენებელი იმართება სპეციალური სარეგულირო მოწყობილობით, რომელიც დამონტაჟებულია კონსოლზე. ასევე მისი მეშვეობით ხდება რეჟიმების არჩევა : Comfort, Sport, Sport+ და მექანიკური რეჟიმი.

ML 63 ასევე აღიჭურვა სტანდარტული, აქტიური წინა და უკანა მდგრადობის სტაბილიზატორებით, რომლებიც ავტომანქანის დასაშვებზე მეტად გადახრის შემთხვევაში ხელს უწყობენ წონის კუზაოზე ოპტიმალურად გადანაწილებას და ახდენენ აუტომობილის მძღოლის სიარულის მანერაზე ადაპტირებას. ეს ყოველივე განსაკუთრებით საგრძნობია მაღალ სიჩქარეებზე.

ხედი შიგნიდან

5f68407a730a.jpg ავტომობილის ინტერიერი გაწყობილია შავი-ალუმინით მოპირკეთებული ტორპედოთი, საჭით, ასევე საკმაოდ ინფორმატიული მაჩვენებელთა დაფითა და სპილოს ძვლის ფერი ტყავის სალონით. რომელზედაც მორგება არც ერთი ტიპის ადამიანს არ გაუჭირდება. საუკეთესოა იგი გრძელ მოგზაურობებში გამოსაყენებლად. სავარძლები ყველა ვინტილირებადია. სალონში საკმაოდ დიდი ფართია, და კიდევ ერთხელ მტკიცდება გმონათქვამი: ‘’სისწრაფე კომფორტის ხარჯზე არ არსებობს’’. – ეს ხომ მერსედესის დევიზია.
ავტომობილის სალონის და კონსოლის დაპროექტებაზე მერსედესის / AMG-ის მთელი ჯგუფი მუშაობდა. ყველაფერი გეომეტრიული სიზუსტითაა შერჩეული და გაკეთებული. მანქანა აღჭურვილია Bang&Olufsen BeoSound–ის 14 დინამიკიანი აუდიო სუპერ კლასის აკუსტიკით. ჰარმან/კარდონ – მესედესისთვის უკვე წარსული სიტყვაა.

2013 Mercedes – Benz ML63 AMG საბაზრო ფასი 102.865$ დაიწყება.


სტატია უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით თარგმნა და მოამზადა დავით დოლიძემ სპეციალურად Mercedesclub.ge - სათვის.


წყარო :
www.autointerview.ru

 
GEOENG
წევრობა
photo
ბოლო წერილები
Re:Mercedes-Banz ის ცნობილი რეკლამები
Yojik 17:57 - 23-10-2017
Re:ჩვენი მხეცები. მხოლოდ კლუბელთა მანქანები...
Yojik 17:53 - 23-10-2017
Re:ჩვენი მხეცები. მხოლოდ კლუბელთა მანქანები...
V/COLONEL BENZ 00:44 - 23-10-2017
Re:ჩვენი მხეცები. მხოლოდ კლუბელთა მანქანები...
Yojik 09:33 - 22-10-2017

Focused on the goal: IRONMAN athletes are ready for Hawaii.
12.10.2017
Triathletes Daniela Ryf, Anja Beranek and Sebastian Kienle stand for self-control, balance and the will to push their limits at IRONMAN Hawaii 2017.
დაწვრილებით...
MercedesTrophy World Final 2017 in Stuttgart.
09.10.2017
MercedesTrophy World Final 2017 in Stuttgart: an inspiring and exclusive golf tournament at the birthplace of the automobile.
დაწვრილებით...
Triathlete Anja Beranek: Motivation is something you can learn.
05.10.2017
Anja Beranek knows: Motivation can be learned. With these techniques, the triathlete is pushing herself for the IRONMAN on Hawaii.
დაწვრილებით...