Mercedes-Benz G63 AMG/ G65 AMG 2013
683165_1.jpg ყველაზე სწრაფი სერიული G კლასი ისტორიაში. 2012 წლის ივნისში Mercedes-Benz გეგმავს ოფიციალურად ახადოს ფარდა G-Class ახალ თაობას. თუმცა შეუკავებელმა ჟურნალისტემბა გერმანული კონცერნის გეგმები მცირეოდენ შეცვალეს, რამეთუ უკვე გამოაქვეყნეს ახალი მოდელის შესახებ მთელი რიგი ინფორმაცია. ინტერნეტში გავრცელდა არა მარტო ახალი G-Class მოდიფიკაციების შესახებ ინფორმაცია, არამედ მათი ღირებულებაც. ასევე მთელი რიგი დამატებითი ოფციების ღირებულება, დამატებითი აღჭურვილობათა, სისტემათა სრულყოფილი ჩამონათვალი.   

spyshots-mercedes-benz-g65-amg-closer-to-release-medium_2.jpg თუ დღეს–დღეობით წსრაფი ‘’ჯიპების’’ მოყვარულები G55 AMG – ვერსიას ყიდულობენ, მომავალში ისინი ყველანი გადასხდებიან ახალ G63 AMG–ზე, რომელიც აღჭურვილი იქნება 5,5 ლიტრის მოცულობის V8 ტიპის ძრავით, ორმაგი ტურბოდაბერვის ფუნქციით, რომელიც დაახლოებით 544 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს კი 34 ცხენით მეტია ვიდრე წინამორბედ მოდელში ვხვდებოდით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 5 სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიის ადგილს დაიკავებს 7 სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი ინდექსით AMG Speedshift Plus. სამშობლოში–გერმანიაში ავტომობილის მინიმალური ფასი 115 500 ევრო იქნება. mercedes-benz-g63-amg-specs-and-pricing-leaked-exclusive-43450-7.jpg

ხოლო მათთვის ვისთვისაც 8 ცილინდრიანი 544 ცხენის ძალი მქონე ძრავი საკმარისი არ არის შეუძლიათ შეიძინონ ახალი მოდიფიკაცია Mercedes-Benz G65 AMG, 6,0 ლიტრის მოცულობის V12 ტიპის ძრავით, რომელიც გასაოცარ 612 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და უკვე აღნიშნული AMG Speedshift Plus –ით იმართება. ყოველივეს გათვალისწინებით ‘’ყველგანმავალი’’ 0-100კმ/სთ–მდე აჩქარებას დაახლოებით 5 წამს მოანდომებს, რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, იგი ავტომობილის დიდი წონის გამო ხელოვნურადაა შეზღუდული 230 კმ/საათის ნიშნულზე. ფასები 6 ლიტრიან G – ზე 222000 ევროდან დაიწყება.
spyshots-mercedes-benz-g65-amg-closer-to-release-medium_5.jpg

რაც შეეხება სხვადასხვა მოდიფიკაციებს აქ შემოთავაზებულია G350 BlueTEC დიზელი, 211 ცხენის ძალით, ფასი 88 896 ევრო. ასევე ბენზინის 8 ცილინდრიანი G500, ფასით 104 148 ევრო. ხოლი ამავე G500 Cabrio ვერსიის შეძენა 105 140 ევროდანაა შესაძლებელი. (ყველა ფასები მოცემულია სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე), ანუ ესაა სუფთა ფასები, რომლებიც იმის მიხედვით გაიზრდება თუ რომელი ქვეყნის ბაზარზე გაიყიდება ესა თუ ის კონკრეტული ავტომობილის მოდიფიკაცია.
დამატებითი ოფციებიდან აღსანიშნავია საღებავის განსაკუთრებული სახეობა – Designo Magno Paint, რომელშიც 5100 ევროს გადახდა მოგიწევთ. ასევე ადაპტირებადი კრუიზკონტროლი – Distronic Plus, იგი 1550 ევრო ღირს. და სხვადასხვა ინტერიერის მოპირკეთების ექსკლუზიური პაკეტები, რომელთა ფასიც 4000 ევროდან იწყება.
ავტომობილთან დაკავშირებით ინფორმაციები ყოველდღიურად ნახლდება, ამიტომაც დროთა განმავლობაში ავტომობილზე კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტი გახდება ცნობილი.

სტატია უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით თარგმნა და მოამზადა დავით დოლიძემ სპეციალურად mercedesclub.ge–სათვის.

წყარო: www. autotuni.ru

 
GEOENG
წევრობა
photo
ბოლო წერილები
Re:Mercedes-Banz ის ცნობილი რეკლამები
Yojik 17:57 - 23-10-2017
Re:ჩვენი მხეცები. მხოლოდ კლუბელთა მანქანები...
Yojik 17:53 - 23-10-2017
Re:ჩვენი მხეცები. მხოლოდ კლუბელთა მანქანები...
V/COLONEL BENZ 00:44 - 23-10-2017
Re:ჩვენი მხეცები. მხოლოდ კლუბელთა მანქანები...
Yojik 09:33 - 22-10-2017

Focused on the goal: IRONMAN athletes are ready for Hawaii.
12.10.2017
Triathletes Daniela Ryf, Anja Beranek and Sebastian Kienle stand for self-control, balance and the will to push their limits at IRONMAN Hawaii 2017.
დაწვრილებით...
MercedesTrophy World Final 2017 in Stuttgart.
09.10.2017
MercedesTrophy World Final 2017 in Stuttgart: an inspiring and exclusive golf tournament at the birthplace of the automobile.
დაწვრილებით...
Triathlete Anja Beranek: Motivation is something you can learn.
05.10.2017
Anja Beranek knows: Motivation can be learned. With these techniques, the triathlete is pushing herself for the IRONMAN on Hawaii.
დაწვრილებით...