Mercedes-Benz SL65 AMG 2013
mercedes-benz-sl65_amg_2013_1600x1200_wallpaper_07.jpgსულ რაღაც დღეებიღა დარჩა და აპრილის ნიუ–იორკის ‘’ავტოსალონზე’’ მოხდება ახალი Mercedes SL 65 AMG 2013 – ის პრეზენტაცია. ეს არის ყველაზე მძლავრი სერიული SL65 AMG. მისი ავტოსალონიდან შეძენა მხოლოდ 2012 წლის შემოდგომიდან იქნება შესაძლებელი.
ახალ მოდელი აღიჭურვა გადაკეთებული ელექტრომექანიკური საჭის მექანიზმის გამაძლიერებლით, ასევე ელექტრომართვადი ამორტიზატორებით, ავტომობილზე საბაზისო ოფციის სახით ყენდება კარბონკერამიკული მუხრუჭები და 19 დიუმიანი დისკები. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ავტომანქანაზე დამონტაჟებულია 6,0 ლიტრი მოცულობის V12 ტიპის ძრავა, ორმაგი ტურბოდაბერვით, რომლის სიმძლავრეც 630 ცხენის ძალაა.

mercedes-benz-sl65_amg_2013_1600x1200_wallpaper_0e.jpgტრანსმისიის სახით გამოყენებულია 7 საფუხურიანი ავტომატი : AMG Speedshift Plus 7G-TRONIC, რომელსაც 4 მუშაობის რეჟიმი გააჩნია : 1) მექანიკური, 2) სპორტი, 3) სპორტ პლიუსი, 4) კონტროლირებადი ეფექტურობის რეჟიმი. ავტომანქანა 0–100 კმ/სთ. სიჩქარეს 4,0 წამში ავითარებს ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 250კმ/სთ–ზეა შეზღუდული, თუმცა მიხვდებით რომ ასეთი ძრავისთვის 330კმ/სთ–ც არ წარმოადგენს პრობლემას. რაც შეეხება საწვავის მოხმარებას, გერმანელები ამტკიცებენ, რომ შერეულ პირობებში ავტომობილი მოიხმარს მხოლოდ 11,6 ლ ბენზინს 100 კილომეტრ მანძილზე, ასევე საგრძნობლად არის გამახვილებული ყურადღება ეკოლოგიაზეც.
მანქანის კუზაო შესრულებულია ალუმინის შენადნობისაგან, რომლის წყალობითაც მისი წონა 2 120 კგ– იდან 1 950კგ–მდეა შემცირებული.

mercedes-benz-sl65_amg_2013_1600x1200_wallpaper_0b.jpg

SL 65 AMG – ის საბაზისო კომპლექტაცია შედგება: სპორტული ტყავის სავარძლებით გათბობისა და გაგრილების ფუნქციით, პანორამული სახურავით, ე.წ. Magic Sky Control, Bang & Olufsen – ის აუდიოსისტემით, სალონი გაწყობილია კარბონით და ავტომობილს აქვს ქარხნული ნავიგაციის სისტემა, ასევე დღეისათვის ყველაზე უფრო თანამედროვე პასიური და აქტიური უსაფრთხოების სისტემები და ბევრი სხვა, რომელთა წერაც საკმაოდ შორს წაგვიყვანს.

mercedes-benz-sl65_amg_2013_1600x1200_wallpaper_08.jpg
SL 65 AMG – ს გააჩნია გაუმჯებესებული გამონაბოლქვის სისტემა, რომელიც 3.2. კგ–თი მსუბუქია წინა ვერსიებზე არსებული ანალოგისაგან. წონის დაკლების ამოცანა იყო მთავარი პრინციპი სავალი ნაწილის შექმნის პროცესში, რომელიც ასევე ალუმინისაგან არის დამზადებული. ახალ ელექტრონულ დაკიდებას აქვს მუშაობის ორი რეჟიმი : 1) სპორტი, 2) კომფორტი. უკანა ხიდი აღჭურვილია გაუმჯობესებული მგრძნობელობის დიფერენციალით.

mercedes-benz-sl65_amg_2013_1600x1200_wallpaper_0a.jpg

როგორც უკვე აღვნიშნეთ 2013 Mercedes SL65 AMG – ის მსოფლიო პრემიერა 2012 წლის აპრილის თვეში გაიმართება ნიუ–იორკის ავტოშოუზე. ამერიკაში მანქანა გაყიდვაში 2012 წლის ნოემბრიდან ჩაეშვება, ხოლო ევროპაში კი სექტემბრიდან. გერმანიაში უკვე ცნობილია შიდა საბაზრო მიახლოვებითი ფასი, რაც 236,350 ევროა.

სტატია უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით თარგმნა და მოამზადა დავით დოლიძემ სპეციალურად mercedesclub.ge – სათვის.


წყარო : www.roscity.com, www.autompv.ru

 
GEOENG
წევრობა
photo
ბოლო წერილები
Re:W204
Yojik 11:46 - 12-12-2017
Re:W204
matrix 11:07 - 12-12-2017
Re:დახმარების ოთახი (საერთო თემა) 6
Yojik 07:56 - 12-12-2017
Re:დახმარების ოთახი (საერთო თემა) 6
1nhale 21:11 - 11-12-2017