New Generation C-Klasse
New Generation C-Klasse



2011 წლის გაზაფხულზე C კლასი სრულიად განსხვავებული დიზაინით იქნება წარმოდგენილი. როგორც წინა ისევე უკანა კუზაოს ნაწილებმა საკმაოდ საგრძნობი მოდიფიცირება განიცადეს, და მათ მეტად გამომხატველი დიზაინი მიეცათ. ახალი კონსოლის პანელი მაღალხარისხიანი ზედაპირით და მოდური დეკორაციული ელემენტებით, მოწმობს რომ ავტომობილის ინტერიერი პრემიუმ კლასის დონეს შეესაბამება. ასევე ‘’ ოპციის’’ სახით შემოთავაზებულია ფერადი ეკრანი, ფერთა ფართო გამით და საკმაოდ კარგი გაფართოებით. ამ თაობის ც კლასში მერსედესმა შეძლო და საკმაოდ შეამცირა სააწვავის ხარჯი, საშვალოდ 31%–ით წინა თაობებთან შედარებით. საწვავის შემცირების უმთავრესი პირობა არის მთლიანად ახალი თაობის მერსედესის ძრავები, სრულყოფილი 7G-TRONIC PLUS–ის გადაცემათა ავტომატური კოლოფი, და სისტემა «Start – Stop ECO» (თუმცა იგი ყველა ქვეყანაში არაა დაშვებული). ავტომობილში დანერგილია 10 ახალი კონტროლის სისტემა, დაწყებული: მძღოლის დაღლილობის დონის მაკონტროლებელი სისტემით ე.წ. ATTENTION ASSIST და დამთავრებული ადაპტირებადი კრუიზ–კონტროლით ე.წ. DISTRONIC PLUS – ეს ყოველივე უკვე ხელმისაწვდომია C კლასების ახალი თაობისათვის. ასევე აღსანიშნავია, ელექტრონული მართვის (კომპიუტერის) ადაპტირება ინტერნეტთან, (თანმგზავრის მეშვეობით) და სამ განზომილებიანი ე.წ. 3D ნავიგაცია.

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ც კლასების ახალი თაობა გვთავაზობს კომფორტისა და უსაფრთხოების უმაღლეს დონეს დღეს არსებულ ავტომობილთა შორის. ასევე აღსანშნავია, რომ აღნიშნულ ავტომანქანებში გამოიყენება საკმაოდ ძვირადღირებული შიდა ინტერიერის დეტალები, ისეთები რომლებიც უკვე გამოყენებულ იქნა CLS–ში. ამიტომაც დღეს ახალი C კლასი უკვე ამკვიდრებს სრულიად ახალ სტანდარტებს თავის სეგმენტში. ამ მოდელში ტარებისას მიღებული სიამოვნება, ის შეგრძნებაა, რომელიც ამართლებს ავტომობილის ღირებულებას. როგორც ბატონმა იოახიმ შმიდტმა, მერსედესის მარკის მარკეტინგის ხელმძღვანელმა აღნიშნა : ‘’ ასეთ თვალშისაცემ სალონის მოდერნიზაციას, ემატება ახალი თაობის ე.წ. ‘’ტელემატიკების’’ სისტემა რომლის ძირითად ღირებულებად ინტერნეტთან დაკავშირება მიიჩნევა.

საკმაოდ რომ დავწვრილმანდეთ ც კლასების ახალი თაობა წინამორბედებისაგან დაახლოებით 2000 ინოვაციური მახასიათებელით გამოირჩევა. ახალი C კლასის როგორც სედანის ისე უნივერსალის ევროპულ ბაზარზე გამოჩენა დაგეგმილია 2011 წლის მარტში. მოდიფიკაცია იქნება მხოლოდ ორი: ელეგანსი და ავანგარდი (მერსედესი აგრზელებს ტრადიციას). ორივე მოდიფიკაციას კიდევ უფრო მეტედ განსხვავებულია ერთმანეთისაგან C კლასების ახალ თაობაში.

C კლასი ეს ყველაზე გაყიდვადი მოდელია მერცედესის ავტომობილთა შორის და ამიტომაც ‘’შვაბური ვარსკვლავისათვის’’ მას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. დღეს არსებულ უკანასკნელი C კლასის თაობის ავტომობილთა მსოფლიო დებიუტი 2007 წელს გაიმართა და მოყოლებული დღემდე დაახლოებით მილიონზე მეტი ეგზემპლარი იქნა გაყიდული. საერთოდ ბაზარზე გამოსვლის მომენტიდან, 1982 წლიდან, (Mercedes-Benz 190) მოყოლებული დღემდე ამ სეგმენტში მთლიანად გაიყიდა დაახლოებით 8,5 მილიონზე მეტი ავტომობილი. და 2010 წელშიც სტატისტიკის მიხედვით ც კლასი მერსედესის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია.

ძრავები უფრო მძლავრია, თუმცა გაცილებით ეკონომიურია:
C კლასების ახალ თაობაში ყველა ძრავი C 300 CDI 4MATIC მოდიფიკაციის გამოკლებით აღჭურვილი იქნება 7G-TRONIC PLUS შვიდსიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

მერსედესის ფავორიტად C კლასის ახალ თაობაში დასახელდა C 350 BlueEFFICIENCY V6 ძრავი, რომელიც ავითარებს 306ც/ძ, მბრუნავი მომენტით 370 ნმ. და რომლის ბენზინის მოხმარების მაჩვენებელიც საშუალოდ 6.8 ლიტრია 100 კილომეტრზე.

მერსედესის მიერ ახალ C კლასში წარმოდგენილ ძრავთა შორის ყველაზე ეკონომიურად მიიჩნევა C 220 CDI BlueEFFICIENCY, მექანიკური გადაცემათა კოლოფით. რომელიც საშუალოდ 4,4 ლიტრს მოიხმარს 100 კილომეტრზე. თითქმის იგივე მაჩვენებელი აქვს C 250 CDI BlueEFFICIENCY–საც, საშუალოდ 4,8 ლიტრი დიზელის წვა 100 კილომეტრზე.

ყველანაირი სხვა დეტალი, რაც C კლასის ახალ თაობასთანაა დაკავშირებული, ავტომობილის გამოსვლისთანავე გახდება ცნობილი.

სტატია თარგმნა და მოამზადა დავით დოლიძემ სპეციალურად mercedesclub.ge –სათვის.
 
GEOENG
წევრობა
photo
ბოლო წერილები
Re:W204
Yojik 11:46 - 12-12-2017
Re:W204
matrix 11:07 - 12-12-2017
Re:დახმარების ოთახი (საერთო თემა) 6
Yojik 07:56 - 12-12-2017
Re:დახმარების ოთახი (საერთო თემა) 6
1nhale 21:11 - 11-12-2017