Mercedes GP Petronas–ს ის ახალი ბოლიდის პრეზენტაცია
Mercedes GP Petronas

''ვერცხლისფერი ისარი'' W02



W02 Mercedes–Benz–ის ახალი ბოლიდის კოდური სახელწოდებაა, რომელსაც ‘’ვერცხლისფერი ისრის’’ სახელწოდებით მოიხსენიებენ. ამ ბოლიდს მართავს მსოფლიოს 7 გზის გერმანელი ჩემპიონი მიხაილ შუმახერი. ავტობოლიდის პრეზენტაცია 2011 წლის თებერვალში შედგა ვალენსია, ესპანეთში. Mercedes GP Petronas–ს ის პრეზენტაცია მისმა ორმა გერმანელმა მბრბოლელმა მიხაილ შუმახერმა და ნიკო როსბერგმა მოახდინეს.

სარბოლო ბოლიდი W02 – მერცედესის ინჟინრებისა და დიზაინერების 12 თვიანი ინტენსიური შრომის შედეგია. ავტომობილი მერსედესის ისტორიაში ითვლება მეორე ‘’ვერცხლისფერ ისრად’’ მოყოლებული 1955 წლიდან როდესაც Mercedes – ის პირველი ‘’ვერცხლისფერი ისარი’’ იყო W196.

მბრწყინავი ლაკის ვერცხლისფერი საფარი აეროგრაფიული ეფექტებით კიდევ უფრო მეტ ელფერს სძენს ბოლიდის იერსახეს. მერსედესის პარტნიორთა სამგანზომილებიანი 3D ლოგოტიპები განაპირობებენ ბოლიდის ეფექტურობასა და დიზაინერული ხაზით მას განუმეორებელს ხდიან.

ბოლიდი W02 ტექნიკური აღჭურვილობა გულისხმობს სისტემა KERS– კინეტიკური ენერგიის აღდგენა. რომელიც უკვე გამოიყენებოდა 2009 წლის სეზონში Mercedes-Mclaren ბოლიდზე, რომლითაც ინგლისელი ჯენსონ ბატონი, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ასევე ინოვაციაა ის რომ ინჟინრებმა W02 აღჭურვეს რეგულირებადი უკანა ე.წ.‘’სპოილერით’’, რომლის რეგულირებაც თავად პილოტს შეუძლია. ასევე გაუმჯობესდა მაღალ სიჩქარეზე მანქანის მანევრირების კოეფიციენტი. რაც შეეხება საბურავებს, ბრიჯსტოუნის საკმაოდ გრძელვადიანი ‘’მონოპოლიზაციის’’ შემდეგ 2011 წელს ფორმულა 1–ში საბურავების ოფიციალური მიმწოდებელი ხდება იტალიური ‘’Pirelli’’, სწორედ ეს იტალიური ბრენდი დააკომპლექტებს W02–ს საბურავებით.

მიხაილ შუმახერი : ‘’ როგორც მოხდა, გრძელვადიანი ლოდინის შემდეგ ყველაფერი იწყება. პილოტებისათვის ყოველთვის რთული გადასატანია ყოველწლიური საზამთრო პაუზა. დრო რომელიც ძველი სეზონიდან ახალ სეზონამდეა გასავლელი დაუსრულებლად გვეჩვენება. მართალია ზამთარში მე ვიღებდი მონაწილეობას W02–ის შექმნაში, სწორედ ამიტომაც ვიცი, რომ გადამზადება აუცილებელია, იმისათვის, რომ მანქანას შეეწყო, შეითვისო იგი. მე ყველაფერს სწორად ვგრძნობ – დაინახო ახალი მანქანა, მდგარი შენს წინ – ეს განუმეორებელი გრძნობაა. სწორედ ამ მომენტში გიჩნდება წინასეზონური დაძაბულობა. მე მოუთმენლად ველოდები ახალი 2011 წლის სეზონის დაწყებას. მე უკვე ბევრჯერ მითქვამს, რომ მე, უფრო სწორედ კი ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რაღაც ღირსშესანიშნავი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სეზონში ჩვენ რეგულარულად ვიდგებით პოდიუმზე, და საბოლოო ჯამში ეს სეზონი ჩვენთვის წარმატებული იქნება.

ნორბერტ ხაუგი, Mercedes-Benz Motorsport–ის ვიცე–პრეზიდენტი: ახალი ‘’ვერცხლისფერი ისარი’’ მთლიანად განსხვავდება თავისი წინამორბედისაგან. ინჟინრები რომლებიც მუშაობდნენ 02–ის შასის შექმნაზე, უკომპრომისოდ მიუდგნენ საქმეს და მთლიანად მოახერხეს ის, რომ ყოველი ზედმეტი გრამი და მილიგრამისაგან განტვირთეს მანქანის ძარა. აღნიშნული სამუშაოს რეზულტატი – კომპაქტური ავტომობილი შესანიშნავი ფორმებით, რომელიც სრულყოფილია და ზუსტად წარმოაჩენს იმ შრომას რაც მასში შექმნელებმა ჩადეს''.

ხაუგმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მათ შუმახერს აუწყვეს საკმაოდ კონკურენტუნარიანი ბოლიდი და ახლა მისგან ელიან შედეგს, თუმცა სიფრთხილით ისიც თქვა, რომ ახალ საბურავებთან მიმართებაში გაურკვევლობებს არ გამორიცხავს. თუმცა Pirelli – ისთან ადაპტაცია ფორმულა ერთის ყველა გუნდს მოუწევს.

სტატია თარგმნა და გამოაქვეყნა დავით დოლიძემ სპეციალურად mercedesclub.ge –სათვის.
 
GEOENG
წევრობა
photo
ბოლო წერილები
Re:Mercedes-Banz ის ცნობილი რეკლამები
Yojik 17:57 - 23-10-2017
Re:ჩვენი მხეცები. მხოლოდ კლუბელთა მანქანები...
Yojik 17:53 - 23-10-2017
Re:ჩვენი მხეცები. მხოლოდ კლუბელთა მანქანები...
V/COLONEL BENZ 00:44 - 23-10-2017
Re:ჩვენი მხეცები. მხოლოდ კლუბელთა მანქანები...
Yojik 09:33 - 22-10-2017

Focused on the goal: IRONMAN athletes are ready for Hawaii.
12.10.2017
Triathletes Daniela Ryf, Anja Beranek and Sebastian Kienle stand for self-control, balance and the will to push their limits at IRONMAN Hawaii 2017.
დაწვრილებით...
MercedesTrophy World Final 2017 in Stuttgart.
09.10.2017
MercedesTrophy World Final 2017 in Stuttgart: an inspiring and exclusive golf tournament at the birthplace of the automobile.
დაწვრილებით...
Triathlete Anja Beranek: Motivation is something you can learn.
05.10.2017
Anja Beranek knows: Motivation can be learned. With these techniques, the triathlete is pushing herself for the IRONMAN on Hawaii.
დაწვრილებით...