Mercedes – Benz CLK GTR
Mercedes – Benz CLK GTR

Mercedes-Benz – სრულყოფილი სპორტმეისტერი, Le Mans – ისა და FIA GT –ის სერიების არაერთგზის გამარჯვებული, შედეგი – უამრავი ჯილდო, საუკეთესო ბრენდის სახელი და ერთ–ერთი პირველი სუპერქარი Mercedes-Benz CLK GTR AMG.

მოდით მცირეოდენი ისტორიული ექსკურსი გავაკეთოთ და ავღნიშნოთ, რომ Mercedes-Benz CLK – არის С და Е კლასებს შორის მდგომი კლასის ავტომობილი, იგი შექმნილია С კლასის ბაზაზე. CLK–ის პირველი კუპე პირველად წარმოდგენილი იქნა 1997 წელს დეტროიტის ავტოსალონში. ხოლო 1998 წელს კი კუპის დახურულ ვერსიას მოჰყვა კაბრიოლეტიც, ხოლო 1999 წლის ზაფხულში კი საბაზისო კუზაოს ჩაუტარდა რესტაილინგი, და CLK–ის სერიამ უფრო მიმზიდველი დიზაინერული სახე მიიღო.


Mercedes-Benz CLK GTR AMG Race Version



იმავდროულად მერსედესი ამზადებდა ნამდვილ ე.წ. ‘’სუპერქარს’’ – 1997 წელს მოხდა Mercedes-Benz CLK GTR–ის ბოლიდის პრეზენტაცია, რომლითაც მერსედესმა გახსნა კიდეც FIA-GT–ის სეზონი გერმანულ ‘’ჰოკენხაიმის’’ ტრასაზე. მოდელი CLK GTR –ი მერსედესისა და AMG –ის ნაყოფიერი შრომის შედეგი იყო, თუმცა იმისათვის, რომ მერსედესის გუნდს მისცემოდა FIA GT–ში მონაწილეობის უფლება, მათ აუცილებლად უნდა წარმოედგინათ CLK GTR–ის ე.წ. სამოქალაქო ვარიანტიც, ეს ყოველივე მერსედესმა მალე რეალობად აქცია და CLK GTR–ის საგზაო ვარიანტიც შექმნა, თუმცა ტირაჟი ძალიან შეზღუდული იყო, სულ : 25 ეგზემპლარი.

Mercedes-Benz CLK GTR AMG Street Version



Mercedes-Benz CLK GTR AMG , GTR–ის სერიის წარმომადგენელი, უნიკალური საგზაო ბოლიდია, რომელიც ძალიან ცოტა რამით თუ წააგავს სერიულ CLK–ს. ძარა დამზადებულია ბოჭკოვანი მინის მასალისაგან, დამზადების დროს თითოეული დეტალი მუშავდებოდა აეროდინამიურ მილში მრავალი ტესტის გავლის საფუძველზე. CLK GTR AMG – ის ძარა მთლიანად იწონის 1630 კილოგრამს. კოკპიტი დამზადებულია კარბონის კომპოზიტური მასალისაგან, ძრავი და მექანიკური ექვსსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი განლაგებულია ავტომობილის უკანა ნაწილში, მძღოლის უკან. აღნიშნული მოდელი აღჭურვილია ფორსირებული 6.9 ლიტრის მოცულობის V12–ი ტიპის ძრავით, რომელსაც ჩვენ ვხვდებით S600 და SL600–ში. ძრავი ითვლება ე.წ. ‘’მზიდ ელემენტად’’ და იგი მჭიდროდ არის დამაგრებული ძარის პლასტიკურ ბაზასთან და გადაბმასთან, რომელიც მას გამოყოფს სალონისაგან. აღნიშნული ძრავის მეშვეობით CLK GTR AMG 100 კმ/საათამდე აჩქარებას ანდომებს 3.8 წამს, ხოლო 200 კმ/საათს კი იგი ავითარებს 9.9 წამში. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე ლიმიტირებულია 320 კმ/საათზე. ამ მოდელში დარჩენილია სერიული CLK –ის ძარა, (ე.წ. ‘’შასი’’), თუმცა მცირეოდენი მოდიფიკაციებით.– ავტომობილის წინა მხარე კიდევ უფრო დაბალპროფილიანია, ხოლო წინა ბამპერი კი აღჭურვილია საჰაერო ჭრილებით. უნდა აღინიშნოს, რომ CLK GTR AMG–შეტანილია ‘’გინესების’’ რეკორდის წიგნში, როგორც ყველაზე ძვირი საგზაო სერიული ავტომობილი. ავტომობილზე დამონტაჟებულია ე.წ. ‘’LAMBODOORS’’, სალონში კი ნებისმიერი დეტალი, შესაფერისია თავბრუდამხვევი სიჩქარისა, და სისწრაფის მოთხოვნათა სტანდარტის მიხედვით არის შემუშავებული, სწორედ ამიტომაც ავტომობილის სალონი საკმაოდ პატარაა და მასში ჩაჯდომა/გადმოსვლა გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია, რამეთუ მერსედესი ყოველ CLK GTR AMG–ას ამზადებდა ინდივიდუალური შეკვეთის საფუძველზე, და საჭის მექანიზმის, სავარძლების და სალონის ნებისმიერი დეტალის ზომას თავად შემკვეთი განსაზღვრავდა. საშუალოდ CLK GTR AMG–ღირებულება დღესაც კი 1,7 მილიონი დოლარია.

CLK GTR AMG – ამკვიდრებს ‘’სპორტქარის’’ თავისებურ სტანდარტებს. სპიდომეტრი მაქსსიმალური სიჩქარის აღმნიშვნელი ‘’320’’–ით, დომინირებს მანქანის ტორპედოს შიდა დიზაინში. თუმცა ზეთის წნევისა და ტემპერატურის მაჩვენებელ სენსორებს ჩვენ აქ ვერ ვხვდებით. Mercedes-Benz CLK GTR–ის კონსტრუქტორებმა უარი თქვეს ტრადიციულ ხელის სიჩქარეთა გადამრთველზე და მანქანა აღჭურვეს სიჩქარის გადამრთველებით საჭეზე, სწორედ ისე, როგორც ფორმულა 1 –ის ბოლიდებს აქვთ. სიჩქარეთა კოლოფი სეკვენსალური, ექვსსიჩქარიანია, თუმცა ავტომობილის საგზაო ვარიანტზე დამონტაჟებულია მისი მოდიფიცირებული ვარიანტი რომელიც უფრო მიესადაგება დინამიურ სვლას, და ამ მონსტრს უფრო ლბომიერ სახეს აძლევს. რაც შეეხება სამუხრუჭე სისტემას, CLK GTR–ზე დამონტაჟებულია ორმაგი სამუხუჭე სისტემა ოთხი ან ექვსდგუშიანი სამუხრუჭე სუპორტებით. ასევე ვხვდებით საამუხრუჭე სისტემის ჰიდროგამაძლიერებელს. ყველა თვალზე დამონტაჟებულია სამუხუჭე სისტემა თვითგაგრილების და ანტიბლოკირების სისტემით.

Mercedes-Benz CLK GTR AMG Roadster



CLK GTR AMG–ის კაბრიოლეტის ვერსია, ჩვეულებრივი კუპის წარმატებული პრეზენტაციის შემდეგ გამოვიდა, სწორედ ამ ავტომობილით გაიმარჯვეს ბერნდ შნაიდერმა და მარკ ვებერმა FIA GT–ის 1997 წლის სეზონში. მომდევნო წელს კი კომპანია AMG, Mercedes-Benz CLK GTR AMG Roadster–ის წყალობით 1998 წლის სეზონში კვლავაც წამყვან ადგილს იკავებდა FIA-GT– ში. მერსედესმა ამ წელს 10 რბოლიდან ათივეში შესძლო გამარჯვების მოპოვება. როდსტერი დღესაც ითვლება მერსედესის მთლიანი კონცერნის სიძლიერისა და სიმძლავრის ერთგვარ სიმბოლოდ.

ისე, როგორც მერსედესის უმრავლესი სპორტული ავტომობილი, CLK GTR Roadster–იც შექმნილი იყო, როგორც რბოლებში მონაწილეობისათვის, ისე სამოქალაქო გზებზე სამოძრაოდ. ავტომობილი ჩვეულებრივი კუპის ზუსტი ასლია. CLK GTR Roadster–ლიმიტირებული ტირაჟით იქნა გამოშვებული, სულ 5 ეგზემპლარი. ეს მოდელი აგრძელებს Mercedes CLK LM და Mercedes CLK GTR–ის თაობას, რომლებიც 1997-98 წლებში მონაწილეობდნენ Le Mans–ის სერიებში და ასევე ორჯერ გახდენ FIA GT–ის გამარჯვებულები, ისეთ ცნობილ ბრენდთან ჭიდილში, როგორიც იყო McLaren F1. მოყოლებული აქედან Mercedes CLK GTR დღესაც ინარჩუნებს თავის აქტუალობას, ხოლო მოდელის მდიდარი ისტორია, კი მის თითოეულ ეგზემპლარს კიდევ უფრო მეტ ღირებულებას სძენს.

Mercedes-Benz CLK GTR AMG Super Sport



ცოტათი მოგვიანებით კი 2002 წელს მერსედესმა გამოუშვა Mercedes-Benz CLK GTR –ის 25 ეგზემპლარი, CLK GTR Super Sport –ის სახელწოდებით. CLK GTR Super Sport–ი თავის წინამორბედებისაგან განსხვავდებოდა კიდევ უფრო მძლავრი ძრავით. აღნიშნული მოდელი აღჭურვილია 7.3 ლიტრის მოცულობის V12 ტიპის ძრავით, რომელიც 715 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს ძრავი მთლიანად AMG–ის პროდუქტია. GTR Super Sport 100კმ/საათს ავითარებს 3.6 წამში, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/საათს აჭარბებს. ავტომობილის სპიდომეტრზე მაქსიმალური სიჩქარის აღმნიშვნელი ციფრი 400კმ/სთ–ია. აღნიშნული ავტომობილი მსგავსად CLK-GTR–ისა აწყობილია ჩვეულებრიცი CLK-ის გამაგრებულ ძარაზე, და აღჭურვილია ანალოგიური ე.წ. ანტიფრთით, რასაც 1997 წლის CLK-GTR–ზე ვხვდებით.

Mercedes-Benz CLK GTR AMG Super Sport –ის ღირებულება დღეისათვის 1. 250. 000 ევროა და იგი მხოლოდ სპეციალური შეკვეთის საფუძველზე მზადდება.

სტატია მოამზადა და თარგმნა დავით დოლიძემ სპეციალურად mercedesclub.ge –სათვის.
 
GEOENG
წევრობა
photo
ბოლო წერილები
Re:Mercedes-Banz ის ცნობილი რეკლამები
Yojik 17:57 - 23-10-2017
Re:ჩვენი მხეცები. მხოლოდ კლუბელთა მანქანები...
Yojik 17:53 - 23-10-2017
Re:ჩვენი მხეცები. მხოლოდ კლუბელთა მანქანები...
V/COLONEL BENZ 00:44 - 23-10-2017
Re:ჩვენი მხეცები. მხოლოდ კლუბელთა მანქანები...
Yojik 09:33 - 22-10-2017

Focused on the goal: IRONMAN athletes are ready for Hawaii.
12.10.2017
Triathletes Daniela Ryf, Anja Beranek and Sebastian Kienle stand for self-control, balance and the will to push their limits at IRONMAN Hawaii 2017.
დაწვრილებით...
MercedesTrophy World Final 2017 in Stuttgart.
09.10.2017
MercedesTrophy World Final 2017 in Stuttgart: an inspiring and exclusive golf tournament at the birthplace of the automobile.
დაწვრილებით...
Triathlete Anja Beranek: Motivation is something you can learn.
05.10.2017
Anja Beranek knows: Motivation can be learned. With these techniques, the triathlete is pushing herself for the IRONMAN on Hawaii.
დაწვრილებით...