Mercedes-Benz CLS "Golden Steering Wheel"

3-2012-cls-3323.jpg

მილიონის ერთ მეოთხედზე მეტმა მკითხველმა და მაღალი კლასის ჟიურიმ, რომელშიც 40 საავტომობილო ექსპერტი და ცნობილი პიროვნება შედიოდა, ხმა მისცა Mercedes-Benz CLS-ის ახალ მოდელს, როგორც ექსკლუზიური და ლუქსის კლასის სეგმენტში ყველაზე საუკეთესო პროდუქტს.
შედეგად, „Bild am Sonntag“, „Auto Bild“ და 26 ასოცირებულმა ევროპულმა გამოშვებამ ახალ ოთხკარებიან კუპე-მოდელს მიანიჭა „Golden Steering Wheel“ (ოქროს საჭის მართვა) - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საავტომობილო ჯილდო ევროპაში. ეს სასურველი ჯილდო გუშინ საღამოს ბერლინში ოფიციალურად გადაეცა დ-რ დიტერ ზეტჩეს, Daimler AG ხელმძღვანელსა და  Mercedes-Benz Cars-ის მთავარ აღმასრულებელ მენეჯერს (CEO).

20101014152325_30_09_paris_new_cls.jpg
”ათმა ახალმა პროდუქტმა ექსკლუზიურ და ლუქსის კლასში შეაგულა მუდმივი მკითხველი მთელ ევროპის მასშტაბით ხმა მისცეს «Golden Steering Wheel»-ს. «Golden Steering Wheel»-ის ჟიური იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მსოფლიოში ყველაზე ინტერნაციონალური. პირველი რაუნდის ფარგლებში „Auto Bild“, „Bild am Sonntag“ და 26 ევროპული „Auto Bild“-თან დაკავშირებული გამოცემების მკითხველებმა ხმა მისცეს საკუთარ ფავორიტებს. ფინეთიდან ესპანეთამდე, ინგლისიდან ესტონეთამდე, 40 მილიონი მკითხველი წყვიტავდა, თუ რომელი ავტომობილი ამ ოქროს ტროფეის ღირსია. ექსკლუზიურ და ლუქს კლასში ფინალში გავიდნენ Audi A7, BMW 5 Series, Mercedes-Benz CLS, Suzuki Kizashi და Volvo S 60. ოქტომბრის დასაწყისში არანაკლებ 40 გამომცდელისა 3 დღის განმავლობაში ამოწმებდა ავტომობილებს ბალოკოს (იტალია) ტრეკზე. მოგება Mercedes-Benz CLS ახალი მოდელმა მოხვეჭა, რომელმაც შტუტგარტს მე-19-ედ დაუბრუნა „Golden Steering Wheel“, იუწყება Daimler.

9-2012-cls-3323.jpg

CLS-ის მოდელით, Mercedes-Benz-მა 2003 წელს შექმნა ავტომობილების ახალი კატეგორია, რომელმაც პირველად შეათავსა კუპე-მოდელის ელეგანტურობა და დინამიზმი კომფორტსა და სალონის ფუნქციონალურობასთან. მომხმარებელი იყო აღფრთოვანებული, კონკურენტები ჩამორჩნენ: უკვე წლებია რაც  CLS რჩება ერთადერთ მოდელად ამ კლასში.

ახალი CLS ინარჩუნებს თავის წინამორბედის ნოვატორულ როლს, მაგრამ ამავე დროს აბსოლუტურად ახალ ვერსიას წარმოადგენს. ის, რაც უცებ იპყრობს ყურადღებას, არის წინა ნაწილის ინოვაციური დიზაონი, რომელიც Mercedes-Benz SLS AMG-ს გაგონებთ. ამასთან, CLS არის პირველი მსუბუქი ავტომობილი, რომელიც LED ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ზედა განათებას გთავაზობთ, სადაც ზეკაშკაშა შუქდიოდებთან (დღის შუქის ნათურების მსგავსი) ერთად გამოიყენება თვისებები, ფუნქციონალურობა და ენერგოეფექტურობა დღევანდელი ბიქსენონური თაობის. პირველად ეს ახალი სისტემა სთავაზობს განათების ინტელექტუალური სისტემის შესაძლებლობას, რომელიც უკვე მოწონებულია Mercedes-ის მოდელებში, რომელთაც LED ტექნოლოგიის გამოყენებით ჩაყენებული აქვთ ბიქსენონური ნათურები.
გარე შეხედვით, CLS-ის ტიპიური კონტური, მისი გრძელი ელეგანტური პროპორციებით, დომინანტურ ფიგურას წარმოადგენს. კორპუსის წინა ნაწილი მიეღუნება ძარისკენ. ამდაგვარი დიზაინი, რომელსაც დიზაინერებმა გადადინებული ხაზი უწოდეს, წარმოადგენს დიზაინის ფორმალური ელემენტების ახალ ინტერპრეტაციას, და გვაბრუნებს ისტორიკული სპორტული მანქანების ფორმების სიმდიდრესთან. ეს სპორტული მანქანისთვის დამახასიათებელი კუნთოვანი გვერდითი ხაზი  ახალი CLS-ის ათლეტურ ხასიათს უსვამს ხაზს.
2011-mercedes-benz-cls-37.jpg
ექსპლოატაცია: ეფექტურობა უმაღლეს დონეზე: ეს დამახასიათებელია ყველა 4 ძრავისთვის, რომელიც მოყენებულია ახალ CLS-ში. ყველა ძრავას გააჩნია უფრო მაღალი საექსპლოატაციო შესაძლებლობები, ვიდრე წინა მოდელებს, მაშინ როდესაც საწვავის მოხმარება საგრძნობლად - 25%-ით კლებულობს. ევროპულ ბაზარზე 2011 წლის იანვარში ხელმისაწვდომი იქნება ორი ექვსცილინდრიანი მოდელი: 195 კვ სიმძლავრის (265 ცხენის ძალა) CLS 350 CDI BlueEFFICIENCY და 225 კვ სიმძლავრის CLS 350 BlueEFFICIENCY, რომელთაც ასევე ჩართვა/გამორთვის ეკოლოგიური ფუნქციები გააჩნიათ.

მსუბუქწონიანი კონსტრუქცია და აეროდინამიკა: ეფექტურობის მიღწევაში მნიშვნელოვანო შენატანი.ახალი CLS-ის მსუბუქწონიანი გააზრებული კონსტრუქცია გადამწყვეტ როლს თამაშობს მსუბუქი წონისა და მაღალი სიმძლავრის კლასიკური კონფლიქტის გადაწყვეტაში. ეს არის პირველი ავტომობილი მთლიანად ალუმინიდან დამზადებული გარეშემოსვითა და კარებით. ამასთან, წინა ფრთები, საბარგულის სახურავი და თაროები, მრავალი დამატებით სექცია, ისევე როგორც სავალი ნაწილი და ძრავები ალუმინისგანაა დამზადებული.
ასევე, Mercedes-Benz CLS-ის ცნობილ ეფექტურობაში მნიშვნელოვანი წვლილი აეროდინამიკას შეაქვს. ეს შესაძლებლობა მიიღწევა აეროდინამიკური წინაღობის 10 პროცენტით შემცირების საშუალებით. ეს შესაძლებელია წინაღობის კოეფიციენტის 0.26-ის გამო, რომელიც გაუმჯობესებულია 13 პროცენტით.ტარების მაღალი დინამიკა უმაღლეს კომფორტთან ერთად ხანგრძლივი მოგზაურობისას.

4-2012-cls-3323.jpg

ახალ მსოფლიო პრემიერას წარმოადგენს პირდაპირი მართვის ელექტრომექანიკური სისტემა. ნოვატორული ინოვაცია რადიკალური ნაბიჯია მძღოლის, მანქანისა და გზის ურთიერთობების სრულყოფისთვის. ეს მიიღწევა იმის წყალობით, რომ ინჟინრებს არჩევანის თავისუფლება და საჭის მართვის პარამეტრების მრავალფეროვნება გააჩნდათ. ახალი CLS-ის თორმეტზე მეტი დამხმარე სისტემა საგზაო შემთხვევების არიდებასა და მათი სიმძიმის შემცირების საშუალებას იძლევა. ასევე, სიახლეა ავტომობილებისა და სხვა საგნების შესახებ შეტყობინების ავტომატური სისტემა (Active Blind Spot Assist) და მანქანის ადგილმდებარეობის კონტროლის ავტომატური სისტემა (Active Lane Keeping Assist).

2011-mercedes-benz-cls-38.jpg

 მოამზადა: ალექსანდრე ჭიაბრიშვილმა.

 
GEOENG
წევრობა
photo
ბოლო წერილები
Re:Mercedes-Banz ის ცნობილი რეკლამები
Yojik 17:57 - 23-10-2017
Re:ჩვენი მხეცები. მხოლოდ კლუბელთა მანქანები...
Yojik 17:53 - 23-10-2017
Re:ჩვენი მხეცები. მხოლოდ კლუბელთა მანქანები...
V/COLONEL BENZ 00:44 - 23-10-2017
Re:ჩვენი მხეცები. მხოლოდ კლუბელთა მანქანები...
Yojik 09:33 - 22-10-2017

Focused on the goal: IRONMAN athletes are ready for Hawaii.
12.10.2017
Triathletes Daniela Ryf, Anja Beranek and Sebastian Kienle stand for self-control, balance and the will to push their limits at IRONMAN Hawaii 2017.
დაწვრილებით...
MercedesTrophy World Final 2017 in Stuttgart.
09.10.2017
MercedesTrophy World Final 2017 in Stuttgart: an inspiring and exclusive golf tournament at the birthplace of the automobile.
დაწვრილებით...
Triathlete Anja Beranek: Motivation is something you can learn.
05.10.2017
Anja Beranek knows: Motivation can be learned. With these techniques, the triathlete is pushing herself for the IRONMAN on Hawaii.
დაწვრილებით...