ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი

ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი "მერსედეს-ბენცის" მარკის ავტომწარმოებლებზე წერაში გავატარე, ვწერდი საკუთარ წიგნებს, სტატიებს ამერიკის მერსედეს-ბენცის მოყვარულთა კლუბის ოფიციალური გამოცემისთვის "სტარ" და ისეთი ჟურნალებისთვის, როგორებიცაა "ქარ კოლექტორი", "იუროფიან ქარი", "რობ რიფორთი" და "ფობსი". რომელ ეპოქაზეც არ უნდა ვწერდე, XIX საუკუნის მიწურელზე თუ XXI საუკუნეზე, ზუსტად ვიცი, რომელ მანქანას უნდა მივაქციო ყურადღება – ესენია ბენცის, დაიმლერისა თუ მერსედეს-ბენცის მიერ შექმნილი ავტომობილები. ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილი ხომ სწორედ მათ გამოიგონეს!

gotrif_daimleri.jpgkarl_benci.jpg

           გოთრიფ  დაიმლერი                                     კარლ ბენცი  

mercedes_velo.jpg

         ბენც  პატენტ მოტორვაგენ 1886 წელი

მაშინაც, როცა პირველად ჩავჯექი 1886 წლის "ბენც პატენტ-მოტორვაგენში" საყოველთაოდ ცნობილ კოლექციონერ დონ რიკარდოსთან ერთად, მაშინაც, როცა პირველად გავატარე კომპრესორიანი "მერსედეს ბენც მოდელ K" და მაშინაც როცა 300SL როდსტერით შარაგზაზე მივქროდი, აღტაცებული ვუყურებდი ვერცხლისფერ ვარსკვლავიან მანქანებს. რამდენიც არ უნდა ვიკითხოთ ავტომანქანების შესახებ, საჭესთან ჯდომით და გზაზე მოძრაობით მიღებულ ცოდნას ვერაფერი შეედრება.

velos_patenti.jpg

  ბენცის პირველი პატენტი

daimleris_pirveli_qmnileba.jpg

დაიმლერის პირველი ქმნილება 

 

თუ გადავხედავთ იმ 124-წლიან პერიოდს, რომელიც გავიდა 1886 წლის 26 იანვრიდან, როცა კარლ ბენცმა თავისი `მოტორვაგენის~ პატენტი მიიღო, დავინახავთ, რომ ავტომობილის ისტორიის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი სიახლე დაიმლერისა და ბენცის ხელმძღვანელობით მომუშავე ინჟინრებსა და დიზაინერებს ეკუთვნოდათ. პირველი ძრავიანი მანქანების შექმნით დაწყებული და რადიატორების, კარბურატორების, საწვავის შეფრქვევის, ABS მუხრუჭების, ურთიერთმოქმედი დაკიდების სისტემის გამოგონებით დამთავრებული, პიონერები ამა თუ იმ სახით ყოველთვის მსოფლიოს უძველეს ავტომწარმოებელთან იყვნენ დაკავშირებულნი.
    "მერსედეს-ბენცი" თვალსაჩინო გამოხატულებაა მიღწევებით სავსე იმ ასწლეულისა, რომელსაც სათავე ერთცილინდრიანმა შიგა წვის ძრავამ, სამთვალიანმა ღია ეტლმა და გერმანელი გამომგონებლის, კარლ ბენცის მდიდარმა წარმოსახვამ დაუდო.
  

დენის ადლერი.                                          

სტატია მოამზადა: ზურაბ დოლიძემ

 
GEOENG
ბოლო წერილები
скачать чит на голоса вк
Kottikcpi 22:27 - 22-07-2019
смотреть Детские игры онлайн в хорошем качестве полный...
Kottikcpi 22:22 - 22-07-2019
смотреть Проклятие Аннабель 3 полный фильм в ютубе
Kottikcpi 22:18 - 22-07-2019
mercedesclub.ge смотреть План побега 3 полностью 2019
Kottikcpi 22:14 - 22-07-2019