



1970 წელს, მაშინ, როცა სხვა ავტომწარმოებლები ჩვეულებრივ
სედანზე მუშაობით იყვნენ დაკავებულნი, მერსედესი ცდილობდა, იმ დროისათვის
ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ავტომობილის შექმნას
და მან ჟენევის ავტოშოუზე წარადგინა 370 ცხენისძალიანი V8 ტიპის ძრავით
აღჭურვილი სუპერქარი, სახელად – C 111, რომელიც 0-100 მდე 4.8 წამში ადიოდა და
ავითარებდა მაქსიმალურ 300 კილომეტრ საათს.ამ ავტომობილს ეკუთნის ბევრი
რეკორდი. მაგალითად, Nardo–ს ტრეკზე მან 1978 წლს გაავითარა 322 კმ/სთ, ხოლო 1
წლის შემდეგ, 1979 წლის 5 მაისს, მისმა 500 ცხენისძალიანმა V8 ტიპის ახლა უკვე სუპერჩარჯერმა გასაოცარი 250 მილი საათში განავითარა, რითაც
სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი ავოსამყაროში. მიუხედავად იმისა, რომ ეს
ავტობილი გაყიდვაში არ იყო, მან საკმაო პოპულარობა მოიპოვა და შეძლო და
აჯობა იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ V12 ტიპის ძრავით აღჭურვილ
Lamborghini Miura ს.


