AMG ახალი თაობის CLS-ზე მუშაობს!

 cls-amg-1.jpg  ბატონებო და ქალბატონებო, როგორც ხედავთ, პაპარაცებმა ახალი სურათები ჩაიგდეს ხელში და ამჯერად უკვე ახალი CLS-ის AMG ვერსიაზე გვაქვს ლაპარაკი. მოდით, ჯერ კიდევ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და MERCEDES-BENZ-ის ოფიციალურ განცხადებასაც დაველოდოთ.
წესით, ახალი CLS-ის AMG ვერსიაში 5,5 მოცულობის ორ ტურბოიან ძრავაზე ნაკლებს არ უნდა ველოდოთ. ამ ძრავთან დაკავშირებით სასიხარულოა ის ამბავი, რომ  მალე AMG-ის ყველა V8 ნიშნის ქვეშ მყოფ ქმნილებაზე სტანდარტული იქნება. ანუ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი CLS-ის AMG ვერსია S63 და CL63-თან ერთად პიონერი იქნება ამ ძრავის გამოყენებით.

cls-amg-3.jpg

cls-amg-5.jpg
რაც შეეხაბა სიმძლავრეს, დაახლოებით 540 ცხენის ძალის გარშემო ექნება .რაც უკვე საკმარისია იმისთვის, რომ თქვენში დიდი მღელვარება გამოიწვიოს. დამაინტრიგებელია ის ფაქტიც, რომ  ეს მოდელი AMG-ის გაუმჯობესებული პაკეტით წარსდგება მომხმარებლის წინაშე. თუ რა რიცხვებამდე მიაღწევს მისი სავარაუდო სიმძლავრე,  ჯერ კიდევ ბუნდოვანია და ლოდინის გარდა არაფერი დაგვრჩენია. AMG-ის ერთგული გულშემატკივრებისგან შეკვეთების დასაჯავშნად უკვე არაერთი ზარი დაფიქსირდა.
                                                                                                             

 

                                                                                მოამზადა გიორგი გაგიშვილმა

 
GEOENG
წევრობა
photo
ბოლო წერილები
Re:W203
DavitG 06:04 - 20-01-2018
Re:დახმარების ოთახი (საერთო თემა) 6
Yojik 15:09 - 18-01-2018
Re:დიზელის სექცია
ako labi 14:59 - 18-01-2018
Re:დახმარების ოთახი (საერთო თემა) 6
dimma 00:08 - 17-01-2018