Vath-ის C250 CGI-ის ინტერპრეტაცია

b19124bbbd.jpg გერმანიაში “ტუნერებს” უბრალოდ არ შეუძლიათ დღე ისე გაატარონ, რომ მერსედესზე არ გაისვარონ ხელი. Vath-მა ახალახანს წარმოადგინა ტურბო პაკეტი თქვენი ახალი Mercedes-benz C250 CGI-სთვის. ამ პატარა და მოქნილ პაკეტს, რომლის ფასი 1200 ევროა, შეუძლია თქვენი C250-ის სიმძლავრე 270 ცხენის ძალამდე გაზარდოს, რაც ნიშნავს იმას რომ, თქვე გექნებათ 66 ცხენის ძალით მეტი ვიდზე თავიდან ახალი მანქანა იყიდეთ.
თუ როგორ მიაღწია Vath-მა ასეთ სიმძლავრეს? ამაზე პასუხს მხოლოდ ტურბო პაკეტი იძლევა.Vath-მა ასევე შესანიშნავი გადაწყვეტილება მოუნახა ძრავის ელექტროობას. ისინი დარწმუნდნენ იმაში რომ სიმძლავრე დაბალანსდებოდა, ასევე მათ მიერ წარმოებული ტურბოს ჰაერის მიმღების და სპორტული მაყუჩების სისტემის დამონტაჟებით. რათქმა უნდა, თქვენი C250-ის ძრავის ელექტროობის მოდიფიკაციაში (ECU); ჰაერის მიმღების და სპორტული მაყუჩების დამონტაჟებაში კიდევ უნდა გაიღოთ დამატებითი 3200 ევრო.    
ასე რომ ახლა რეალურად გამოსაყენებლად გყავს 255 ცხენი და რეზინის დასაწვავად დაახლოებით 370 Nმ, ამ მონაცემებით მანქანის მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ-ია. რათქმა უნდა Vath-ი ვერ მოგცემთ უფლებას იაროთ მაღალი სიჩქარით, საკიდარის “ტუნინგის” გარეშე, რაც მანქანის სტაბილურობის და მანევრირების მთავარი კომპონენტია. საკიდარი გახდა უფრო დაბალი და ხისტი, რასაც დაემატა უზარმაზარი სამუხრუჭე დისკები – 360 მმ წინ და 320 მმ უკან – ეს იმის გარანტიას იძლება რომ, “ნამეტანი ცელქობის” შემთხვევაში საკმაოდ დიდი სამუხრუჭე ძალა გაქვთ

5122b883.jpg27899e1cf8.jpg

და ბოლოს, კარბონის აღკაზმულობა, რომელშიც შედის: ძრავის კაპოტი, წინა სპოილერი, უკანა დიფუზორი და უკანა სპოილერი, რომელიც სრულყოფს Vath-ის “ტუნინგ” პაკეტს. ოოო... მართლა, ნუ დაგავიწყდებათ 19 დიუმიანი დისკებიც. ისე რას იტყვით... იციან არა გერმანელებმა როგორ უნდა გართობა?

14ed333d4d.jpg

                                                                                         

მოამზადა გიორგი გაგიშვილმა.

 

 
GEOENG
წევრობა
photo
ბოლო წერილები
Re:დახმარების ოთახი (საერთო თემა) 6
datoberadze 21:26 - 25-09-2018
Re:დახმარების ოთახი (საერთო თემა) 6
georgian 16:17 - 25-09-2018
Re:დახმარების ოთახი (საერთო თემა) 6
NV87 11:04 - 24-09-2018
Re:დახმარების ოთახი (საერთო თემა) 6
Yojik 07:12 - 23-09-2018