როგორ შეიქმნა სახელი ''Mercedes-Benz''

 

მერსედეს ელინეკი:

 22221-copy-2.jpg

ეს არის ის ქალბატონი, რომლის სახელიც მერსედეს-ბენცის წარმოებას უკავშირდება. სწორედ მისი სეხნიაა ცნობილი გერმანული მარკის ავტომობილი. სინამდვილეში გოგონას ადრიანა მანუელა რამონა ელინეკი ერქვა, მერსედესს კი მას შინაურები მოფერებით ეძახდნენ, რაც ესპანურად სათნოებას, გულმოწყალებას ნიშნავს.

სხვათა შორის, არანაირი კავშირი ესპანურ წარმომავლობასთან მის ოჯახს არ ჰქონია. მერსედესის მშობლები ებრაელები იყვნენ და ავსტრიაში, ვენაში ცხოვრობდნენ. ისტორიამ მათ შესახებ ისიც შემოგვინახა, რომ მერსედესის დედა წარმოშობით მაროკოდან, ქალაქ ტეტუანიდან ყოფილა, სადაც ებრაული დიასპორა ესპანურის მეზობლად ცხოვრობდა.

მერსედესი ცხრა წლის იყო, როცა მამამისმა, ემილ ელინეკმა ქალიშვილის სახელის გამოყენება საავტომობილო ბიზნესში სცდა. იგი ცნობილი ავსტრიელი მეწარმე და დიპლომატი გახლდათ, მაგრამ 1890 წელს ავტომობილებმა გაიტაცა. დაინახა რა მოძრავ ურიკებსა და ეტლებში დიდი ფულის შოვნისა და დიდების მოხვეჭის პერსპექტივა, ელინეკი გოტლიბ დაიმლერსა და ვილჰელმ მაიბახს დაუკავშირდა და მათი ავტომობილების რეალიზაცია შესთავაზა ნიცაში, სადაც იმხანად ავსტრია-უნგრეთის კონსულად მუშაობდა. შვილის სახელს ელინეკი იყენებდა როგორც ფსევდონიმს ავტორბოლაში ანონიმურად მონაწილეობისთვის. "მუსიე მერსედესის" გამარჯვებებმა დიდება მოუტანეს როგორც ელინეკს, ასევე დაიმლერის წარმოებას. ემილი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.

გოტლიბ დაიმლერის გარდაცვალების შემდეგ, 1902 წელს კომპანიამ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახელის მქონე "მერსედეს 35 HP" მოდელი გამოუშვა. 1902 წელს პარიზში გამართულ გამოფენაზე ელინეკი თავად ახდენდა ახალი ავტომობილის პრეზენტაციას, გვერდს კი მისი ქალიშვილის დიდი პორტრეტი უმშვენებდა. სხვათა შორის, დღემდე შემონახულია ყველაზე ძველი მერსედესი - Mერცედეს შიმპლეხ, რომელიც 1902 წლით თარიღდება.
ავტომობილის მოდელის სახელი სამარკო ნიშნად მხოლოდ 1962 წელს იქცა, როცა დაიმლერისა და მაიბახის ფირმა DMG და კომპანია Bენზ & ჩიე-სთან გაერთიანდნენ. ახალი კომპანია ბაზარზე Mercedes-Benz-ის სახელით გამოჩნდა.

 

ბერტა ბენცი:

33331-copy-2.jpg

თუ მერსედეს ელინეკის გარეშე ცნობილ ავტომობილებს შესაძლოა სულ სხვა სახელი ჰქონოდა, ბერტა ბენცის (გათხოვებამდე რინგერის) გარეშე ისინი შესაძლოა საერთოდაც არ შექმნილიყო. სწორედ მისი კაპიტალი გახდა საფუძველი კარლ ბენცის ბიზნესისთვის და მან აქცია ავტომობილი გასართობი, მაგრამ უსარგებლო ტექნიკური ნივთიდან პრაქტიკული გამოყენების საგნად.
22 წლის ასაკში ამ ჭკვიანმა ახალგაზრდა ქალბატონმა მამისგან მზითევი გამოითხოვა და მთელი ფული კარლს ბენცისა და ავგუსტ რიტერის მეტალურგიულ და მანქანათმშენებელ საწარმოში ჩადო. არადა, წარმოების საქმე ცუდად მიდიოდა და სწორედ ფროილაინ რინგერის ფულმა გადაარჩინა გაკოტრებისგან. ერთი წლის შემდეგ კი ბერტა კარლ ბენცს გაჰვა ცოლად.
ბერტა მედგრად ედგა გვერდში ქმარს და ამხნევებდა მაშინ, როდესაც კარლ ბენცს სულელსაც კი უწოდებდნენ და არ დაანება, უარი ეთქვა თვითმოძრავი ეკიპაჟის პროექტის შექმნაზე. მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე მუშაობა მათი ოჯახის მთელ ბიუჯეტს იწირავდა. სწორადაც მოიქცა, მან არა მარტო დიდება მოუტანა მის კომპანიას, არამედ თავად შევიდა მანქანათმშენებლობის ისტორიაში.
1888 წლის აგვისტოს ერთ დილას, ფრაუ ბენცმა ქმრისგან უკითხავად გამოიყვანა მისი თვითმოძრავი ეტლი (მართალია, იმხანად ამ ეტლს უკვე ჰქონდა მიღებული ჯილდო მიუნხენის გამოფენაზე, მაგრამ ხალხი მას მაინც ისე აღიქვამდა, როგორც ერთგვარ გასართობს და მასში პრაქტიკული გამოყენების საბაბს ვერ ხედავდნენ) და გაემგზავრა სტუმრად დედასთან. დედამისი კი მათი სახლიდან 106 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა. ბერტამ თან ორი ვაჟიც გაიყოლა.
მანამდე არავის გაუვლია ამხელა მანძილი თვითმოძრავი ეტლით. გზად ავტომობილს საწვავი გამოელია და ქალმა აფთიაქში საწმენდი საშუალება ლიგროინი (ნავთობპროდუქტი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ბენზინისა და დიზელის ძრავისთვის) იყიდა. შემდეგ ეტლს ტყავის სამუხრუჭე შალითები გაუცვდა და ფრაუ ბენცმა მეწაღეს მიმართა დასახმარებლად. გაწყდა ამძრავი ჯაჭვიც და მსოფლიოში პირველმა ავტომობილისტმა ქალმა ახლა მჭედელთან შეიარა. გზადაგზა ბერტა ხალხს უხსნიდა, თუ რა მოსახერხებელია ავტომობილი... სხვათა შორის, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება Motorwagen-მა ქალებზე მოახდინა.
ფრაუ ბენცი იმ დროისთვის შესაშური ტექნიკური საზრიანობითაც გამოირჩეოდა. როდესაც საწვავის მილში რაღაც გაიჭედა, ბევრი არ უფიქრია, თმიდან სამაგრი გამოიძრო და მილი გაწმინდა. ხოლო როდესაც ეტლში ჯდომისას დენის მცირე დარტყმა იგრძნო, სადენის ცვეთის ადგილი იპოვა და თავისი წინდის რეზინის სამაგრისგან იზოლაცია გააკეთა.
მცირესიმძლავრიან ეტლს არ შეეძლო დამოუკიდებლად ციცაბო აღმართების დაძლევა. დროდადრო ქალი იძულებული იყო, გადმოსულიყო ეტლიდან და თავად მიწოლოდა. მოგვიანებით კი მეუღლეს ურჩია, ეტლისთვის მეორე სიჩქარეც დაეყენებინა.
მოკლედ, ბერტა ბენცის მოგზაურობა წარმატებით დასრულდა. ეტლმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. სულ მალე კი ბენცის გამოგონებაზე ყველა ალაპარაკდა და ახალი ავტომობილების დამზადების შეკვეთებიც მოაწყდა. 1893 წელს Motorwagen-ის ტიპის 25 ავტომობილი გაიყიდა, მოგვიანებით კი გამოჩნდა მოდელი Vელო. მოკლედ, კარლ ბენცის ბიზნესი, გონიერი მეუღლის წყალობით წარმატებით განვითარდა... 
 
GEOENG
წევრობა
photo
ბოლო წერილები
Re:ხელოსნები
Yojik 17:36 - 16-12-2017
Re:ხელოსნები
matrix 17:18 - 16-12-2017
Re:W204
Yojik 11:46 - 12-12-2017
Re:W204
matrix 11:07 - 12-12-2017