დასახელებაში AMG - პირველი
ორი ასო “A“ და “M“ წარმოადგენს დამფუძნებლების გვარების პირველ ინიციალებს, რაც შეეხება
მესამე ასო “G“-ს ეს არის შტუტგარტის ახლოს მდებარე პატარა ქალაქის სადაც დაფუძნდა
კომპანია AMG, Großaspachდასახელების პირველ ასო.
კომპანია AMG დაარსდა
1967 წელს, მერსედსე-ბენცის ყოფილი ინჟინერების ხანს ვერნერ აუფრეხტის და ერხარდ მელხერის
მიერ. კომპანიის დაარსების მთავარ მიზანს წარმოადგენდა მერსედეს-ბენცის სერიული ავტომობილების
“ტუნინგი“. წარმოება განლაგებული იყო ქალაქ შტუტგარტის ახლოს დაბა „ასპახ“-ში და მისი
მთავარი კონკურენტი იყო კომპანია Brabus, რომელიც ასევე სპეციალიზირებული იყო მერსედეს-ბენცის
სერიული ავტომობილების ტუნინგში.
1999 წელს კომპანიის
აქციების 51% შეიძინა კონცერნმა DaimlerChrysler,
ხოლო დასახელება კი შეიცვალა Mercedes-AMG-ით, 2005 წლის 1 იანვრიდან კი კომპანია სრულად
გადავიდა Mercedes-Benz-ის საკუთრებაში.
სამოცდათიანი წლების დასაწყისში კომპანია AMG-მ
ავტო-სპორტში წარმოადგინა Mercedes-Benz 300SEL-6,3,
ავტომობილი აღჭურვილი იყო 6.8 ლიტრი სამუშაო მოცულობის მქონე V8
ძრავით და სიმძლავრე 400 ცხენის-ძალაზე მეტს შეადგენდა, ასევე დამახასიათებელი იყო
ძრავის დიდი ხმა, რის გამოც ავტომობილს მეტსახელად “Red
Saw“ ანუ“წითელი ხერხი“ დაარქვეს. დიდი
წონის გამო ავტომობილს პრობლემები ქონდა საბურავების მხრივ, ასევე საჭიროებდა
საწვავით ხშირ გამართვას, მიუხედავად ამისა მან 1971 წელს მაინც შეძლო მოეგო 24
საათიანი ტურნირი, მოგვაინებით კი ევროპის საავტომობილო ძარის ტურნირის (ETCC)
ჩემპიონიც გახდა.
Mercedes-Benz 300SEL ჩანაცვლება მოხდაMercedes-Benz 450SLC-ით
სერია R107, ავტომობილი აღჭურვილი იყო შედარებით ნაკლები მოცულობის მქონე 5.0 ძრავით,
ეს იყო ერთერთი უმძლავრესი და საწვავის მოყვარული ავტომობილი იმ პერიოდის ავტოსპორტში,
თუმცა მიუხედავდ ამისა ავტომობილმა შეძლო ბევრ ჩემპიონატში გამარჯვება, როგორც წრიულ
რბოლებში ასევე რალიში.
მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში, როდესაც
წარმოებაში ჩაეშვა ახალი კომპაქტური მოდელი 190Е, AMG-ს დახმარებით ის ასევე იქნა წარდგენილი
ავტოსპორტში. 1984 წელს სპეციალურად მომზადებულმა ავტომობილმა სტარტი აიღო წრიულ გრანპრიზე
ნიურბურგინზე, რბოლა აირტონ სენამ მოიგო. 1986 წლიდან მერსედესი DTMჩემპიონატში ღებულობს მონაწილეობას,
რაც შეეხება კომპანია AMG-ს ის ჩემპიონატში 1988 წლიდან ღებულობს მონაწილეობას, მაგრამ
მიუხედავდ ამისა ახალმა ავტომობილმა 190Е-2,3-16 ვერ შეძლო იმავე წელს ჩემპიონატის
მოგება, მხოლოდ 1992 წელს კომპანია ფორდიდან გადმოსულმა კლაუს ლუდვიგმა შეძლო ჩემპიონობის
ტიტულის მოპოვება. ჩემპიონის შემდეგი ტიტულის მოპოვება მოხდა1994 წელს ახალი Mercedes-Benz
C-Class, ეს იყო რიგით მესამე ტიტული კალუსს ლუდვიგის ანგარიშზე
მას შემდეგ რაც AMG-მ
დაამთავრა DTM-ში მონაწილეობა, სულ რაღაც 124 დღის განმავლობაში შეძლო
FIA GTჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად მანქანის აწყობა,
ეს იყო ლეგენდარული Mercedes-Benz CLK-GTR,
მანქან დაშვებული იქნა შეჯიბრზე, მიუხედავდ იმისა რომ სულ 25 ცალი ერთეული იქნა შექმნილი.
ახალი ავტომობილი რომელიც აღჭურვილი იყო 12 ცილინდრიანი ძრავით, მაშინვე დაიწყო ტიტულების
მოპოვება, მან შეეძლო დაემარცხებია Porsche Carrera GT1და BMW-McLaren. შემდეგი წელი ისევ მერსედესის გამარჯვებით
დამთავრდა, გუნდის სერიოზული დომინირების გამო სხვა შედარებით პატარა კერძო გუნდებმა
უარი განცხადეს უმაღლესი კლასის GT ჩემპიონატში მონაწილებაზე. მაგრამ 24 საათიან ლემანის
შეჯიბრში Mercedes-Benz CLK-GTRახლი რვა ცილინდრიანი ძრავის ვერსიამ დამარცხება განიცადა
Porsche Carrera GT1-98-სთან, რბოლის დასაწყისშივე დაზიანდა ავტომობილის საწვავის მიწოდების
სისტემა.
მას შემდეგ რაც კომპანია
AMG-ს სრული პაკეტი შეიძინა მერსესდესმა, ხანს ვერნერ აუფრეხტმა დაარსა კომპანია
H.W.A. Gmbh, რომელიც ისევე როგორც AMG წარმოადგენს მერსედესის ბრენდს ავტოსპორტში.
მიუხედავდ ახალი კომპანიის დამაარსებლის მდიდარი სპორტული გამოცდილებისა, H.W.A.
Gmbh-ის სახელით პირველი დებიუტი კრახით დასრულდა. 1999 წელს ლემანის 24 საათიანი რბოლის
დროს ახალი ავტომობილი Mercedes-Benz CLRბოლომდე ტექნიკურად არ იყო დამუშავებული და აეროდინამიურად
არ იყო გათვლილი, რის გამოც შეიქმნა საშიშროება ავტომობილის ამოტრიალებისა, დეფექტის
აღმოჩენა მხოლოდ საკვალიფიკაციო რბოლის დროს გახდა შესაძლებელი, როდესაც ამოტრიალდა
მარკ ვებერის ავტომობილი, მიუხედავდ ამისა რბოლა გააგრძელეს ოღონდ მანქანას სიმძიმისთვის
დაამატეს ზედმეტი ბალასტი, თუმცა ავტომობილი არასწორ გზაზე მაინც ამოტრიალდა, ავარიის
შედეგად არავინ დაშავებულა, ამავე დროს გუნდს ლიდერის პოზიციები ეკავა, მაგრამ მიუხედავად
ამისა უსაფრთხოების მიზნით გადაწყდა, რომ გუნდი მოხსნილიყო შეჯიბრიდან. შემდეგ წელს
კომპანია H.W.A. Gmbh-მა გააგრძელა DTMჩემპიონატში მონაწილეობა და გუნდმა
შეძლო 5-ჯერ ჩემპიონის ტიტულის მოგება, აქედან სამი ტიტული ბერნდ შნაიდერის პირად ანგარიშზეა.