კლუბის წევრობა და წევრად მიღების წესი
   კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს და მონაწილეობას მიიღებს მის საქმიანობაში.
     კლუბის წევრად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კლუბის გამგეობა. კლუბში გაწევრიანების მსურველის კლუბის წევრად მიღების შესახებ, გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში რის შემდეგად მსურველი ხდება კანდიდატი. კანდიდატის კლუბში ადაპტაციის შემდგომ (შეკრებებზე სიარული საწევროს გადახდა ) იგი ხდება სრულუფლებიანი კლუბის წევრი და ისარგებლებს ყველა უფლებითა და პრივილეგიით..
   კლუბის წევრობის გადაცემა სხვა პირისათვის ან მისი მემკვიდრეობით გადაცემა არ დაიშვება.
   კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) გარდაცვალების შემთხვევაში;
გ) წევრობის შეუძლებლობის შემთხვევაში;დ) წევრობიდან გარიცხვის შემთხვევაში;
ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას.
წევრი შეიძლება გარიცხული იქნეს კლუბიდან:
ა) თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს ან ლახავს კლუბის ღირსებას;
ბ) თუ უხეშად არღვევს კლუბის წესდებას;
გ) თუ რეგულარულად არ იხდის საწევრო გადასახადს;
დ) კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
  წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა. გარიცხულ წევრს უფლება აქვს გარიცხვა გაასაჩივროს სასამართ¬ლოში.
კლუბის დამფუძნებელი და კლუბში შემდგომ გაწევრიანებული პირები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით.
  კლუბის წევრის უფლებები და მოვალეობები
  კლუბის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს კლუბის საქმიანობასა და საერთო კრების მუშაობაში;
ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კლუბის ხელმძღვანელ ორგანოებში;
გ) კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის პროგრამებსა და პროექტებში, მათ შემუშავებასა და განხილვაში;
დ) მიიღოს კლუბში არსებული ყოველგვარი ინფორმაცია და ასევე  ინფორმაცია კლუბის ხელმძღვანელი ორგანოებისაგან მათი საქმიანობის შესახებ;
ე) ისარგებლოს კლუბის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;
ვ) თავისი სურვილით გავიდეს კლუბიდან;
ზ) ისარგებლოს კლუბის ემბლემით.
  კლუბის წევრი მოვალეა:
ა) დაიცვას წესდება, ხელი შეუწყოს კლუბის საქმიანობას, პროპაგანდა გაუწიოს კლუბის მიზნებს, უზრუნველყოს კლუბის მიერ დასახულ ღონისძიებათა განხორციელება;
ბ) დროულად გადაიხადოს საწევრო შესატანი წევრთა საერთო კრების მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;
გ) შესაძლებლობისა და ინტერესების შესაბამისად, მონაწილეობდეს კლუბის საქმიანობაში;
დ) დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
ე) ხელი შეუწყოს კლუბის წინაშე მდგარი მიზნების განხორციელებას;
ვ) გაუფრთხილდეს კლუბის რეპუტაციას და ქონებას.
  კლუბის წევრს ეკრძალება, იმოქმედოს კლუბის სახელით გამგეობის თავმჯდომარის მიერ მინიჭებული რწმუნების გარეშე.
  თუ გადაწყვიტეთ, გახდეთ ”მერსედეს ბენც კლუბ საქართველო”-ს წევრი,
  შეავსეთ განაცხადის ფორმა ახლავე!
 
GEOENG
წევრობა
photo
ბოლო წერილები
Re:Mercedes-Banz ის ცნობილი რეკლამები
Yojik 17:57 - 23-10-2017
Re:ჩვენი მხეცები. მხოლოდ კლუბელთა მანქანები...
Yojik 17:53 - 23-10-2017
Re:ჩვენი მხეცები. მხოლოდ კლუბელთა მანქანები...
V/COLONEL BENZ 00:44 - 23-10-2017
Re:ჩვენი მხეცები. მხოლოდ კლუბელთა მანქანები...
Yojik 09:33 - 22-10-2017

Focused on the goal: IRONMAN athletes are ready for Hawaii.
12.10.2017
Triathletes Daniela Ryf, Anja Beranek and Sebastian Kienle stand for self-control, balance and the will to push their limits at IRONMAN Hawaii 2017.
დაწვრილებით...
MercedesTrophy World Final 2017 in Stuttgart.
09.10.2017
MercedesTrophy World Final 2017 in Stuttgart: an inspiring and exclusive golf tournament at the birthplace of the automobile.
დაწვრილებით...
Triathlete Anja Beranek: Motivation is something you can learn.
05.10.2017
Anja Beranek knows: Motivation can be learned. With these techniques, the triathlete is pushing herself for the IRONMAN on Hawaii.
დაწვრილებით...